ხუთშაბათი, აგვისტო 21, 2025

ჯეი დი ვენსი – ევროპელებს მოუწევთ, ლომის წილი იტვირთონ უკრაინის უსაფრთხოებისთვის, ეს მათი კონტინენტია, მათი უსაფრთხოებაა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ევროპულ ქვეყნებს ლომის წილის აღება მოუწევთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფინანსური თვალსაზრისით. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

„არ ვფიქრობ, რომ აქ ტვირთი ჩვენ უნდა ვიტვირთოთ. ვფიქრობ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ, თუ ეს საჭიროა ომისა და მკვლელობის შესაჩერებლად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ – და პრეზიდენტი ნამდვილად ელოდება – რომ ევროპა აქ წამყვან როლს შეასრულებს. პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა: ნახეთ, შეერთებული შტატები მზადაა საუბრისთვის, მაგრამ ჩვენ არ ავიღებთ ვალდებულებებს, ვიდრე არ გავიგებთ, რა იქნება საჭირო ომის შესაჩერებლად. რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამან, ევროპელებს მოუწევთ, ლომის წილი იტვირთონ. ეს მათი კონტინენტია, ეს მათი უსაფრთხოებაა“, – აღნიშნა ვენსმა.

ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ზოგჯერ ლიდერების პირისპირ დასხდომას შეუძლია, გაარღვიოს ის ჩიხი, რისი გაკეთებაც მათ გუნდებს არ ძალუძთ. ვენსის თქმით, ორი საკითხია კვლავ მოსაგვარებელი.

„პირველი – უკრაინამ უნდა იცოდეს, რომ მას კვლავ არ შეუტევს რუსეთი. უნდა იცოდეს, რომ მას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა მომავალში. რუსებს უნდათ ტერიტორიის გარკვეული ნაწილები, რომლის უმეტესი ნაწილი მათ აქვთ ოკუპირებული, მაგრამ ზოგიც არ აქვთ. ასე რომ, ეს მართლაც არის ის ადგილი, სადაც მოლაპარაკებები საჭიროა. უკრაინელებს უნდათ უსაფრთხოების გარანტიები, რუსებს უნდათ ტერიტორიის გარკვეული რაოდენობა“, – განაცხადა ვენსმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ცისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტებისთვის მედიკამენტებს შეისყიდის, იზრდება სტაციონარის დაფინანსებაც

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ცისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტებისთვის საინჰალაციო პრეპარატებს, ანტიბიოტიკებს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებს შეისყიდის. იზრდება მათთვის სტაციონარული მომსახურების დაფინანსებაც.ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცვლილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების ოჯახების წევრებს ინფორმაცია პირადად მიაწოდა – შეხვედრები ქუთაისსა და თბილისში გაიმართა, სადაც დეტალურად განიხილეს აღნიშნული სიახლეები.ასევე, ისაუბრეს ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზეც. მინისტრმა მშობლებთან გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით არსებულ სამომავლო გეგმებზეც. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ პროგრამაში განხორციელებული ცვლილება, პაციენტთა საჭიროებების გათვალისწინებით, მათი ოჯახების წევრებთან რეგულარული კომუნიკაციის საფუძველზე მოხდა.მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუშაობას პროგრამის გაფართოებაზე, მათ შორის, პაციენტების საჭიროების შესაბამისად ფიზიოთერაპიის სერვისების შეთავაზებასა და სხვა მედიკამენტების შესყიდვაზე.როგორც პედიატრმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, სადაც ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს უშუალოდ მინისტრთან განიხილავენ და პასუხებსაც მისგანვე ისმენენ.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელებული ცვლილების ფარგლებში პაციენტებს დაუფინანსდებათ: ანტიბიოტიკები ტობრამიცინი და კოლომიცინი; ცხიმში ხსნადი ვიტამინების კომპლექსი (A, D, E, K); მუკონები (ჰიპერტონული ხსნარი) – 3% და 6%-იანი; კომბინირებული პრეპარატი – იპრატროპიუმ ბრომიდი მონოჰიდრატის, ფენოტეროლ ჰიდრობრომიდი; აცეტილცისტეინი (მუკოლიზური და ამოსახველებელი); ურსოდეოქსიქოლის მჟავა (ჰეპატოპროტექტორი).„აღნიშნული პრეპარატები მკვეთრად გააუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხსა და ხელს შეუწყობს დაავადების მართვას, გართულებების თავიდან აცილებასა და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას.  მედიკამენტებით უზრუნველყოფა ეტაპობრივად, ოქტომბერსა და ნოემბერში დაიწყება“, – აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.შეხვედრებს ესწრებოდნენ: ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და ექიმები.ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი მემკვიდრული გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც არ ხდება ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი სეკრეტების გათხიერება, რის გამოც პაციენტებში ხშირია მორეციდივე სასუნთქი გზების ინფექციები. ეს უკვე მეორე ცვლილებაა, რომელიც იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში 2025 წელს განხორციელდა. ივლისში სამინისტრომ რეგიონებში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსება დაიწყო. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 55 000 000 ლარია.

კახა კალაძე – ვიზიარებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახის, ქართული მუსიკალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს, მამუკა ჩარკვიანმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში

თბილისის მერი კახა კალაძე მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.„მუსიკოსი, მომღერალი, თბილისის საპატიო მოქალაქე მამუკა ჩარკვიანი გამოაკლდა ჩვენს რიგებს.მისი სიმღერები სავსე იყო მელოდიურობით, ლირიზმით, ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, გულწრფელობით, რის გამოც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში.ვიზიარებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახის, ახლობლების, ქართული მუსიკალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს!“ – წერს კახა კალაძე.ქართველი მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დავით ოქიტაშვილი-მშვიდობით მეგობარო ეს კადრები დღეიდან უკვე ისტორიაა

,, მშვიდობით მეგობაროეს კადრები დღეიდან უკვე ისტორიაა ჯანსულ და მამუკა ჩარკვიანების ვარსკვლავის გახსნა მახსოვს ძაან განიცდიდა ავადმყოფობას და მედა თაკომ ძლივს… მეტის ჩვენებაჯანსულ და მამუკა ჩარკვიანების ვარსკვლავის გახსნა მახსოვს ძაან განიცდიდა ავადმყოფობას და მედა თაკომ ძლივს…მეტის ჩვენება''-წერს დავით ოქიტაშვილი.

გარდაიცვალა მამუკა ჩარკვიანი

69 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ჩარკვიანის და – თაკო ჩარკვიანი ავრცელებს.მამუკა ჩარკვიანმა 1972 წელს დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1977-1979 წლებში მუშაობდა მეტეხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 1982-1992 წლებში გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილე იყო. 1992 წელს პრეზიდენტის აპარატის მრჩეველ-კონსულტანტად მუშაობდა. 1993 წლიდან გააგრძელა მუსიკალური კარიერა.1995 წლიდან ინტენსიურად გამოდიოდა ქართულ ესტრადაზე. ასრულებდა საკუთარ სიმღერებს, ძირითადად, მამის – ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე. გამოცემული აქვს ალბომები. მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალის, „ლიგის“ პირველი პრემია – ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა – სიმღერისთვის „მწვანე რტოები“ (1996), XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის „მაღლა და მაღლა“ (1999), ოქროს დისკი ნომინაცია – „წლის საუკეთესო სიმღერა“ – სიმღერებისთვის: „ჩემი აღარა ხარ“, „გაზაფხული“, „აპრილი“ და „დედის ჯერი“.დაჯილდოებულია მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის პრიზით, ჯაზ-ფესტივალის სპეციალური პრიზით სიმღერებისთვის: „ბლუზი“ და „ქალი სანაპიროზე“.2014 წლის 10 მაისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი.

ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების „არჩევნებში“ მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, არანაირი მესამე გზა არ არსებობს

პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების „არჩევნებში“ მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია!!! – არანაირი მესამე გზა არ არსებობს!!!, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ხაბეიშვილი წერს, ის უერთდება პაატა ბურჭულაძის მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას.„გავიგეთ, რომ „ბოიკოტში“ ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი – აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?! რა გზას ადგახართ და რეებს „ბოჟიალებთ“?!ეთერებში სხედხართ და აი ეს იქნება, დაველოდოთ, მოხდება, ევროკავშირი იტყვის, ამერიკა იტყვის…გვაშტერებთ?! გვასულელებთ?!ბრძოლის გამოცხადების გეშინიათ, რადგან ორჯერ უფრო გეშინიათ, რომ დავმარცხდებით?! ამ შიშებით გინდათ ოდესმე გაიმარჯვოთ?! არა ძმებო, ასე არ გამოვა!!!! ან ერთი ადგილის თამაშს მოეშვით და ხალხს აჩვენეთ გზა, ბრძოლა ან უბრალოდ დაბრუნდით „არჩევნებში“ და ნუ წვალობთ უაზროდ!თქვენს შიშებს, თქვენს თავს ვერ ერევით და ბიძინას გინდათ მოერიოთ ასე „მიპარვით“, დალოდებით?! 3-ჯერ ტელევიზორში გამოჩნდით და თავი კიტრებად მოგაქვთ.ცოტა მიწაზე გაიარ-გამოიარეთ და 5-10 კაციანი უსაქმურების კლუბიდან გარეთაც გაიხედეთ. მატარებელი დაიძრა უთქვენოდ და ხალხი უბილეთოდ დაგტოვებთ ივანიშვილთან ერთად, ასეთი პირი უჩანს.ორღობის ჭორიკანებად ჩამოყალიბდით – ყურში ჩურჩული, ამან თქვა, იმან თქვა, ამან „დაალაიქა“, იმან „გააზიარა“, ეს იმას შეხვდა, ეს ამას ესაუბრა და არჩევთ ასე, არამკითხე მოამბესავით არასაჭირო, არასაქმიან თემებს და მხოლოდ სხვისი რევიზიით, გამორკვევით ხართ დაკავებულნი.დიდი საზოგადოებრივი გაერთიანება მწიფდება და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს!!!პაატა ბურჭულაძე, რუსთაველის გამზირი – 4 ოქტომბერს გამარჯვების დღედ აცხადებს და მე, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე მზად ვარ, ვიყო ამ საქმის ერთი, რიგითი მოსამსახურე. ღმერთმა დალოცოს საქართველო!!!“,- წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები