ევროპელები პირად ურთიერთობებში ძალიან მეგობრულები არიან, საჯაროდ კი თავს გვესხმიან, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მეგინ კელისთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპელები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ბევრ დათმობაზე წავლენ, საჯაროდ კი სხვანაირად საუბრობენ.
„ევროპელები პირად საუბრებში ძალიან მეგობრულები არიან და მზად არიან, ბევრ დათმობაზე წავიდნენ, შემდეგ კი საჯაროდ გვესხმიან თავს და ამბობენ: „ჩვენ არ ვაპირებთ ამერიკელებთან მუშაობას. ჩვენ ამერიკელებთან არაფერს ვაპირებთ“. მაპატიეთ, მაგრამ ეს ყველაფერი სიყალბეა. იდეა, თითქოს მზად არიან, ამერიკასთან ურთიერთობის თვალსაზრისით დათმობებზე წავიდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

