აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა ისეთ ეტაპს მიაღწია, როდესაც ორივე მხარის ინტერესშია საომარი მოქმედებების შეწყვეტა, – ამის შესახებ ვენსმა Pod Force One-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ვენსის თქმით, „კონფლიქტის მიმდინარეობის შესახებ მისი პროგნოზები არაერთხელ შეცვლილა“.
„რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიის მოცულობა ძალიან მცირეა და ამ პროცესში ისინი ბევრ ადამიანს კარგავენ. ასევე უკრაინელებიც — მათ ბევრი პრობლემა აქვთ. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ მივედით იმ წერტილამდე, სადაც რუსეთისა და უკრაინის ინტერესებშია საომარი მოქმედებების შეწყვეტა. პრეზიდენტს შეუძლია მხოლოდ კარი გახსნას მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ის ვერ აიძულებს ვერცერთ მხარეს, ამ კარში შევიდეს“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

