იმ 3%-ს მივმართავ, დაახლოებით, 60 ათას ადამიანზე მეტია. სათითაოდ მივმართავ მათ – კიდევ რომ იმედი გქონდათ, გახარია ჩვენი რაღაც ნაწილი ან პროექტი ყოფილიყო, არჩევნების შემდეგაც ვერ მიხვდით, რა ხდება?! აღარ შეიძლება საკუთარი აზრების ასეთი დათმობა ვიღაცის ფაშისტურ პიარზე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ბარიერგადალახული 4 პარტიიდან რომელი ჩახსნის საპარლამენტო სიებს გაურკვეველია.
„ნაცმოძრაობას“ ჩაშლილი ჰქონდა თავის რიგებში დავალება, რომ პირობითად, ოჯახში ოთხი წევრი თუ იყო, ოთხი სხვადასხვა პარტიისთვის მიეცათ ხმა. ასე აჩუქებდნენ და უნაწილებდნენ გახარიას, გვარამიას, ხაზარაძეს თავის ხმებს. სამეგობროში, ჩვენს აქტივში ოთხნი თუ ხართ, სხვადასხვას მიეცით ხმაო. სალომე ზურაბიშვილი რომ აცხადებდა ოთხი პროევროპული პარტიააო. ჯაშუშებს ეძახიან პროევროპულს და ეროვნულს ეძახიან პრორუსულს. როგორ შეიძლება პროევროპული ნაცი იყოს ან მისი მიმდევარი?! აგენტის აგენტი წარმოიდგინეთ! ეს არის საოცრება.
შესაბამისად, ისინი რომელი რა როლში გამოვლენ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. შესაძლოა, გახარია უფრო რბილ როლში გამოვიდეს, რადგან მინიმუმ 3% იმ ტყუილით აქვს მიღებული, რასაც ჰქვია – ბიძინა ივანიშვილის პროექტი ვარო ბოლომდე რომ ამტკიცებდა. არჩევნების შემდეგაც ხომ გამოჩნდა! იმ 3%-ს მივმართავ. დაახლოებით, 60 ათას ადამიანზე მეტია. სათითაოდ მივმართავ – კიდევ რომ იმედი გქონდათ, რომ გახარია ჩვენი რაღაც ნაწილი ან პროექტი ყოფილიყო, არჩევნების შემდეგაც ვერ მიხვდით რა ხდება?! აღარ შეიძლება საკუთარი აზრების ასეთი დათმობა ვიღაცის ფაშისტურ პიარზე“, – განაცხადა მდინარაძემ.