ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025

ჯასტინ მაკენზი სმიტი საქართველოში შიდა ტურიზმის მხარდაჭერას რაჭაზე მურმან ლებანიძის ლექსით გამოხატავს

საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი შიდა ტურიზმის მიმართ მხარდაჭერას რაჭაზე მურმან ლებანიძის ლექსით გამოხატავს.

ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანელი დიპლომატის „ტვიტერის“ მიკრობლოგზე გამოქვეყნდა.

საქართველოში ბრიტანეთის ელჩს, ჯასტინ მაკენზი სმიტს „ჰეშთეგით“ მონიშნული აქვს ორი ფრაზა, „შიდა ტურიზმი“ და „ერთად დავამარცხებთ.“

ბრიტანელი დიპლომატის გვერდზე ასევე ატვირთულია რაჭის ფოტოსურათიც.

Justin McKenzieSmith

@JustinMcKenzieS

“რიონს აღმა მივუყვები,
ჩემსას ვზვერავ ზემო რაჭას;
რა ხეობა-ჭიუხები!
რა სამოთხე! ხალხი არ ჩანს!”

რაჭა – მურმან ლებანიძე
“Racha” – Murman Lebanidze

View image on Twitter
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზურაბ ქადაგიძე: საინტერესოა, რატომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკურ-მედიური სტრუქტურების კონტროლი ამერიკაში ნორმა, ხოლო საქართველოში “დემოკრატიის უკან დახევა”?

"ვენეციის კომისიამ საქართველოში FARA-ს ანალოგის გაკრიტიკებით ისევ დაადასტურა, რომ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკით მოქმედებს. ამერიკაში იგივე კანონი (Foreign Agents Registration Act) ითვლება დემოკრატიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ გარანტად - გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მექანიზმად", - წერს "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.მისივე თქმით, ამერიკაში უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური და მედიური სტრუქტურების კონტროლი ჩვეულებრივ პრაქტიკად მიიჩნევა, თუმცა, როცა იმავე საკითხზე საუბარი საქართველოში იწყება, ეს მაშინვე დემოკრატიის უკან დახევად ფასდება."ვენეციის კომისიამ საქართველოში FARA-ს ანალოგის გაკრიტიკებით ისევ დაადასტურა, რომ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკით მოქმედებს. ამერიკაში იგივე კანონი (Foreign Agents Registration Act) ითვლება დემოკრატიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ გარანტად - გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მექანიზმად. იქ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, ღიად განაცხადონ ვის ინტერესებს ემსახურებიან, მაგრამ საქართველოში, იგივე მიდგომა უცებ "საფრთხედ" იქცევა, თითქოს თავისუფლებას ზღუდავდეს. საინტერესოა, რატომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკურ - მედიური სტრუქტურების კონტროლი ამერიკაში ნორმა, ხოლო საქართველოში - "დემოკრატიის უკან დახევა"? რატომ არის ამერიკაში კანონი გამჭვირვალობის სიმბოლო, ხოლო საქართველოში - საფრთხე? თურმე ამერიკა ამ ფედერალური აქტით სახელმწიფოს იცავს, ხოლო საქართველოს არ აქვს უფლება საზოგადოება დააზღვიოს გარე საფრთხეებისგან... იმიტომ, რომ - საქართველო უნდა დარჩეს ბუფერულ ზონად "დიფ სთეითის" ხელში, სადაც ათასი რჯულის აგენტი, პროვოკატორი და გავლენის რეზიდენტი, უკონტროლო დაფინანსებას მიიღებს, სხვადასხვა პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად", - წერს ქადაგიძე.

თბილისის აეროპორტში ერთ კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების გატანის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების გატანის 2 ფაქტი აღკვეთეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეების  მიერ, საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს, მებაჟე ოფიცრებმა ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთებში 1 კილოგრამზე მეტი, სხვადასხვა ზომის ოქროს ზოდები და მონეტები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 431 065 ლარი შეადგინა.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

შალვა პაპუაშვილი – ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა?...

ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველაზე კარგად კი 4-ის მერე იციან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც, პაპუაშვილის თქმით, კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში, ოთხ საათზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია.„4-მდე ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა. 4-ში კი ყველა მისულმა მოისმინა კითხვა – გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა, და ყველამ შესძახა – კი. წილი იყარა და ქვეყნის დამამხობელთა „გაუჩერებელი მდინარე“ თავისუფლების მოედნიდან საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ასაღებად გადაედინა. შემდეგ იქნება სასახლის შტურმი, ცეცხლწაკიდებული ბარიკადები, გაპარული ლიდერები, 25 დაშავებული პოლიციელი და მათ გმირობაზე კისერწატეხილი გადატრიალება. ამ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში, ოთხ საათზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ „ხალხის მდინარეში“ ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა. ამ ვიდეოში სხვა ვერ, მაგრამ თავად ხომ ყველა ამოიცნობს საკუთარ თავს და ადგილს. ამიტომ, ეს ვიდეო მათ პირად ისტორიას დარჩება, როგორც შეხსენება თითოეული იქ შეკრებილისთვის, რომ 4-ში, ოთხ საათზე საკუთარი ქვეყნის მომავალი ვერ დაამხვეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

დონალდ ტრამპი – „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თუ არ შეასრულებს, ისრაელის ძალებმა შესაძლოა, საბრძოლო მოქმედებები განაახლონ

„ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თუ არ შეასრულებს, ისრაელის ძალებმა შესაძლოა, საბრძოლო მოქმედებები განაახლონ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „სიენენთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი „ერთი სიტყვაც კი საკმარისია“, რომ ღაზაში სამხედრო მოქმედებები განახლდეს.კითხვაზე რა მოხდება, „ჰამასი“ განიარაღებაზე უარს თუ იტყვის, ტრამპმა უპასუხა, რომ ის როგორც კი ნებართვას მისცემს, ისრაელის ძალები ქუჩებში დაბრუნდებიან.„ისრაელის არმიას იქ შესვლა რომ შეეძლოს, ამას გააკეთებდა. მათი შეკავება მე მომიწია“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მუშაობა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლადაც გრძელდება.როგორც „სიენენის“ რეპორტიორმა აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულება ისტორიულად უფრო რთული იყო, ვიდრე ეს რუსეთ-უკრაინის შემთხვევაში იქნება, რაზეც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს მართლაც ასეა, რადგან „ერთი ომი სამი წელია, მიმდინარეობს, მეორე კი – სამი ათასი“.

თინა ხიდაშელი – „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რომ კონსტიტუციიდან 78-ე მუხლი გააქროს, ამიტომ ველოდები, რომ მოსუფთავებულ ველზე ვადამდელ არჩევნებს და მასთან ერთად პლებისციტს...

„ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება იმის მისაღწევად, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან 78-ე მუხლი გააქროს, ამიტომ მე ველოდები, რომ ამ მოსუფთავებულ ველზე ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.ხიდაშელის თქმით, არჩევნების ჩანიშვნით ბიძინა ივანიშვილი ასევე მიიღებს ლეგიტიმაციას, რომელიც ასე აკლდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.„მე ველოდები, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ მოვლენებით ისარგებლებს და აუცილებლად დანიშნავს საპარლამენტო არჩევნებს ამ მოსუფთავებულ ველზე და იმას, რაც აკლია ყველაზე მეტად გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - ლეგიტიმაცია - ამას მოიპოვებს და ამას მიიღებს.„ორი ამოცანა აქვს „ქართულ ოცნებას“ გადასაწყვეტი და საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება ამის მისაღწევად - ერთი იმისთვის, რომ რაც უნდა, როცა უნდა იმ ტიპის გადაწყვეტილებები მიიღოს და მეორე - მას სჭირდება 78-ე მუხლის გაქრობა საქართველოს კონსტიტუციიდან. ამიტომ, მე ველოდები, რომ მარტო არჩევნებს კი არ დანიშნავს, იმ არჩევნებთან ერთად ან პლებისციტი ან რეფერენდუმი დაინიშნება საქართველოში, სადაც ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში და სადაც ასე „წარმატებულად“ გაგვინულებს სამართლებრივ მოცემულობას, რომელსაც ახლა ჩაბღაუჭებული ვართ და რომლის გადასარჩენადაც ვიბრძვით“, - აღნიშნა ხიდაშელმა.თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ოპოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ფუნდამენტურად აცდენილია მთავარ პრობლემებს. მისივე თქმით, ერთმანეთთან ქიშპის დრო არ არის, რადგან ქვეყანა არის გადასარჩენი.„თუ საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, პოლიტიკური ძალები, ორგანიზაციები ფიქრობენ იმას, რასაც მე ვფიქრობ, რომ ქვეყანა არის გადასარჩენი რუსეთის მიერ გადაყლაპვისგან, მაშინ მე მგონია, რომ ეს იმ მასშტაბისა და ისეთი ტიპის ამოცანაა, სადაც სხვა რამის დრო უბრალოდ არ არის. ბრძოლა არის იმ ტიპის, იმ მასშტაბის, იმ ფორმატის, იმდენად დიდ რესურსს მოითხოვს, რომ სხვა რამისთვის დრო არ არის. ჩვენ ერთდროულად ვებრძვით თბილისში დაბუდებულ რუსეთს და რუსეთში არსებულ რუსეთს. ასე არ არის, რომ რადგან ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის დაკვეთებს ასრულებს, თვითონ მოსკოვი აღარ გვებრძვის.მე მგონია, რომ ფუნდამენტურად აცდენილია მთავარს ქართული პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი. იმის მერე, რაც ქვეყანას გადავარჩენთ და თუ გადავარჩენთ, წინ გვექნება დემოკრატიულად ჩასატარებელი არჩევნები, როდესაც სამართლიან გარემოში, თავისუფალი მედიის პირობებში ამ პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დაუმტკიცონ ამომრჩეველს, რომ ჯობიან სხვებს. ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვის მისცეს ხმა და ვის არ მისცეს, მაგრამ დღეს ქვეყანა არის გადასარჩენი.ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს პოლიტიკურ კლასს, ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს პროტესტს იმიტომ, რომ რაც არ უნდა იძახონ, პოლიტიკოსები არ გვინდაო, ქუჩაში ხალხი გამოსულია სახელისუფლებო ცვლილებისთვის, სახელისუფლებო ცვლილება კი პოლიტიკური პროცესია და ის პოლიტიკური პარტიების გარეშე არ არსებობს. რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებენ ამას პარტიებიც და იქ მყოფი ხალხიც, რაც უფრო სწრაფად შედგება კონსენსუსი, მით უფრო სწრაფად გახდება შესაძლებელი ამ კრიზისის დაძლევა, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ბოლო სიახლეები