ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ COVAX-ის მექანიზმში ინვესტირება საუკეთესო ინვესტიციაა პანდემიის დასრულებისთვის.
„ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებში ახლა შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი შემცირება ხდება. COVAX-ის მექანიზმში ინვესტიცია არ არის ქველმოქმედება. ეს საუკეთესო ინვესტიციაა პანდემიის დასრულებისა და გლობალური აღდგენისთვის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.