ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედისთვის ლოცულობს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.
„გავიგეთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და პირველ ლედის, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მინდა მათ სწრაფი და სრული გამოჯანმრთელება ვუსურვო. ვლოცულობთ მათთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს მელანიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.
კოვიდინფექცია დაუდასტურდა ტრამპის მრჩეველსაც. ჰოუფ ჰიქსი 29 სექტემბერს, დონალდ ტრამპს ოჰაიოში ახლდა, სადაც მოქმედმა პრეზიდენტმა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატ, ჯოზეფ ბაიდენთან დებატები გამართა.