პარასკევი, ივლისი 4, 2025

ჯანელიძე: ვიზალიბერალიზაციით 220 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა

“ვიზალიბერალიზაციით ძალიან ბევრმა, 220 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ეს ნამდვილად დიდი წარმატება და დიდი შესაძლებლობაა”-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv-ი ავრცელებს.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ვიზიტები ძირითადად ტურისტულ მიზნებს, ბიზნეს კავშირებსა და კულტურული კავშირების გაღრმავებას, თუ სხვა მოკლევადიანი მიზნებს ემსახურებოდა.

მინისტრის თქმით, არის გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც ითხოვეს თავშესაფარი.

“არის გარკვეული რაოდენობა, რომელიც ევროკავშირში თავშესაფარს ითხოვს. რაც მთავარია, ისინი თავშესაფარს არამიზნობრივად ითხოვენ. თავშესაფრის მოთხოვნა და თავშესაფრით დაკმაყოფილება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ადამიანი დევნილია პოლიტიკური წნეხის გამო, პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის გამო და ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. თუ შვედეთის მონაცემებს ავიღებთ, საქართველოს შემთხვევაში, ასეთი შემთხვევების დაკმაყოფილება საერთოდ არ მოხდა, რადგან საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, რომელიც პოლიტიკურ თავისუფლებებს უზრუნველყოფს და ასევე ადამიანის უფლებები ბევრად უკეთ არის დაცული, ვიდრე წლების წინ იყო. საქართველო ევროკავშირის ბევრმა წევრმა ქვეყანამ ადამიანის უფლებების კუთხით უსაფრთხო ქვეყნად უკვე აღიარა და შესაბამისად, ეს მოთხოვნა ხშირ შემთხვევაში არალეგიტიმურია და არ კმაყოფილდება. ეს მოქალაქეებისთვის ლატარია, რისკი და საფრთხეა. ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ისინი, არ წამოეგონ ამ ცრუ ინფორმაციას და დაპირებებს შუამავლებისგან, თუ სხვა ნაცნობებისგან და კარგად გაიაზრონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მათი ვიზიტი რას ემსახურება. გარკვეულწილად ხდება თავშესაფრის მოთხოვნა და დანაშაულყოს ჩადენა ევროკავშრის წევრ ქვეყნებში”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიზანია, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან.

„ძალიან წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა და აქაც ის მოქალაქეები, რომლებიც ჩადიან კრიმინალის მიზნით, კანონის დასარღვევად რომელიმე ქვეყანაში, აუცილებლად დაისჯებიან.
ძალიან წარმატებული მაგალითებიც არის ჩვენი თანამშრომლობის პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან, სადაც წარმოიშვა ეს კითხვები. ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც გვაქვს გასული წლის შემდეგ გაფორმებული შეთანხმება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ, ასევე, ცალკეულ მიწებთანაც. გაფორმებულია ექვს მიწასთან და მოლაპარაკებები მიმდინარეობს რაინვესტფალენის მიწასთან შეთანხმების გაფორმებაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს უახლოეს დღეებში ვიზიტი აქვს დაგეგმილი მოხდება შეთანხმება, როგორც ამ ხელშეკრულებასთან, ასევე სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ჯანელიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ელჭექი, ქარის გაძლიერება, სეტყვა – გაფრთხილება 5 ივლისის ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს

ირაკლი ოქრუაშვილს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.სხდომას არ ესწრებოდა ირაკლი ოქრიაშვილი, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.ცნობისთვის, ირაკლი ოქრიაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა.ირაკლი ოქრიაშვილი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ანდრო ჭიჭინაძე – „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნის მხრიდან ეუთოს ასამბლეაზე მორიგ ჯერზე დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა – ამ დეზინფორმაციას და ცილისწამებას ჩვენ არცერთი წამით...

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნის მხრიდან ეუთოს ასამბლეაზე მორიგ ჯერზე დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის მორიგი დარღვევა, სადაც თქვა ყველა ბრალდებულზე, რომ ეს ადამიანები პოლიციელებს წვავდნენ „მოლოტოვის კოქტეილებით“ და აზიანებდნენ მათ ჯანმრთელობასო, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.მისი თქმით, „ამ დეზინფორმაციას და ცილისწამებას ჩვენ არცერთი წამით არ გავატარებთ“.„მესმის, რომ შეიძლება მოსაბეზრებელი იყოს ერთი და იგივე, მაგრამ გავუსვამ ხაზს ერთ ფაქტს, რომ მორიგ ჯერზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის და მაღალჩინისნის მხრიდამ ეუთოს ასამბლეაზე დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის მორიგი დარღვევა, სადაც თქვა ყველა ბრალდებულზე, მათ შორის ჩემზე და დანარჩენ აქ მყოფებზე, რომ თურმე ის ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ადგილებში, ევროპარლამენტში, ევროკომისიაში და ა. შ. მოიხსენიებენ პოლიტიკურ პატიმრებად, ეს ადამიანები პოლიციელებს წვავდნენ „მოლოტოვის კოქტეილებით“ და აზიანებდნენ მათ ჯანმრთელობასო.ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ დეზინფორმაციას და ცილისწამებას ჩვენ არცერთი წამით არ გავატარებთ. უკვე მესამე თუ მეოთხე შემთხვევაა, დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.ცოტა ისტორიულ წარსულშიც უნდა დავბრუნდე. მე მახსენდება ასეთი ფაქტი, 1944-45 წლებში ნაცისტურ გერმანიაში არსებობდა კანონი, სადაც არ შეიძლებოდა ფიურერის გაკრიტიკება. რომ წარმოიდგინოთ, ამ პირობებში, ცოლ- ქმარი წვანან ლოგინში და ქმარმა ცოლს ფიურერზე გაუზიარა კრიტიკული აზრი. ამის შემდეგ მათ იჩხუბეს და ცოლმა ქმარი დააბეზღა, ეს კაცი კი დაიჭირეს. პროკურატურა ამ კაცს ედავებოდა ფიურერის საჯარო კრიტიკას. აბსურდია ხომ? მეტიც, ამ კაცს პროკურატურა ედავებოდა იმას, რომ შესაძლოა, ეს იდეა ამ კაცთან მისულიყო რაღაც სივრციდან, სადაც მრავალი ადამიანი ლაპარაკობდა თავის კრიტიკულ აზრს, ამ კაცმა კი გაუზიარა ცოლს. შემდგომ, შესაძლოა, ეს აზრი მომავალშიც განვითარებულიყო ისეთ ადგილას, სადაც ასევე ბევრი ადამიანი იქნებოდა, ამიტომ ეს ადამიანი უნდა დასჯილიყო სიკვდილით. მე მგონი, საერთო რაღაცების დაჭერა შეიძლება ამ ამბავში, იმიტომ, რომ აბსოლუტური აბსურდული ლოგიკაა. ამ ამბავს ჰქონდა ძალიან კარგი დასასრული. ნაცისტებმა ომი წააგეს, 1945 წელია და ვერ მოასწრეს ამ კაცის სიკვდილით დასჯა. მე. საერთო ნიუანსებს ვხედავ იმ ლოგიკაში, რასაც იმ დროინდელი პროკურატურა ამყარებდა და იმ რაღაც საქმეში, რომელიც დაახლოებით ასი წლის წინ ვითარდებოდა ნაცისტურ გერმანიაში“, - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მაია ბითაძე – სამარცხვინო ტყუილია, თითქოს საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ვაპროტესტებდით ჯო უილსონის შესწორებებს და აღარც მთლიანი რეზოლუციისთვის დაგვიჭერია მხარი

რეზოლუციის პროექტში იმ ცვლილებებს ვაპროტესტებდით, რომელიც ჯო უილსონის მხრიდან იქნა ინიცირებული. მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.მაია ბითაძემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ მხარი დაუჭირა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ არის ჩანაწერი.როგორც ბითაძე აცხადებს, ეს არის სამარცხვინო სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის შეცდომაში შეყვანას.„ჩვენი დელეგაცია გამოირჩეოდა მკაცრი განცხადებებით საკომიტეტო მოსმენებსა და პლენარულ სესიაზე. ჩვენ ვაპროტესტებდით რეზოლუციის პროექტში იმ ცვლილებებს, რომლებიც ჯო უილსონის მხრიდან იქნა ინიცირებული და მხარი დაუჭირეს ერთ კლუბად შეკრულმა გარკვეულმა დელეგაციებმა. მათ საკმაოდ მაღალი რაოდენობის ხმები ჰქონდათ სხვა წევრებთან შედარებით. ბუნებრივია, ჩვენ მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და ამ შესწორებების გამო, სამწუხაროდ, მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც კი. გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცურეა, რომელიც მიზნად ისახავს, მათ შორის, დისკრედიტაციას იმ წარმატებული შენატანისა თვითონ რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ჩვენი დელეგაციის მხრიდან იქნა მოთხოვნილი. ვგულისხმობ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწვევას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ონისე ცხადაძე სასამართლოში ემოციური მიმართვით გამოვიდა-ჩემთვის მკვლელები ხართ,’მამაჩემი ეზოში გარდაიცვალა – ეს ბრძოლაა კაციჭამიებთან

ჩემთვის მკვლელები ხართ! პირობას გაძლევთ, რომ მოსამართლიდან დაწყებული, ის ბიჭი თქვენ გვერდით რომ ზის პასუხს აგებს,- ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ონისე ცხადაძემ, სასამართლოში სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.მისი თქმით, ეს ბრძოლა დასრულდება ისე, როგორც საზოგადოებას სურს.„სრულიად ნეგატიური დამოკიდებულებისგან დაცლილმა. მინდა ვკითხო პროკურორებს მე თუ ვინმე მომიკლავს ცხოვრებაში? რა ჯანდაბად მჭირდება თქვენი თანაგრძნობა?!იმ ასაკში, რა ასაკშიც მამაჩემი გარდაიცვალა, მის სისხლსა და ხორცში არავინ გარდაცვლილა. ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ გულზე არ სჭირდა არაფერი, პირველად მის გულზე ხელი დავინახე, როცა მაკავებდნენ. მას თავის ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დაუშავებია საკუთარი თავის გარდა, მთელი ამ დღეების განმავლობაში იმაზე ვფიქრობ სამაგიერო როგორ გადაგიხადოთ!სულ ვფიქრობ, როგორ გადაგიხადოთ სამაგიერო. ვიდეოც არსებობს იმის შესახებ, რომ არის სერიული მკვლელი, რომელსაც დახოცილი ჰყავდა უამრავი ადამიანი, მიდიოდნენ დახოცილების ოჯახის წევრები და ლანძღავდნენ. ისინი ისე უყურებდნენ როგორც მანიაკს და შეშლილს. შემდეგ გამოვიდა ერთი სასულიერო პირი და უთხრა მიპატიებიაო და ჩამოიშალა ყველაფერი. ჩემთვის თქვენ ხართ მანიაკები, მაგრამ არ ვაპირებ არ გაპატიოთ.ჩემთვის მკვლელები ხართ! პირობას გაძლევთ, რომ მოსამართლიდან დაწყებული, ის ბიჭიც თქვენ გვერდით, რომ ზის პასუხს აგებს.თუ გინდა გეტყვით, როგორ გარდაიცვალა მამაჩემი. ციხეში გავიგე, რომ მამაჩემი ეზოში ჭიშკართან გარდაიცვალა. ბავშვობაში რომ დამიშავებია რაღაც ელემენტარული და დღეს, რომ ვფიქრობ, იმაზე ვნანობ და თქვენ არ გაგაჩნიათ რაიმე გრძნობა?ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო, მე არ მინახავს, მითხრეს. ძალიან მიხარია, რომ თქვენნაირი ადამიანები ბევრნი არიან ამ ქვეყანაში, ისიც ძალიან მიხარია, რომ ვიცხოვრე ისე, რომ დავიმსახურე ეს თანადგომა...რაც მოხდა, ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია და რაც მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება. ესეთი ბრძოლაა, კაციჭამიებთან ბრძოლა, ოღონდ ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეს მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს",- განაცხადა ონისე ცხადაძემ.მოსამართემ კი ბრალდებულ ონისე ცხადაძეს კორექტულობისკენ მოუწოდა.„მამათქვენი როგორ არის? ცოცხალი გყავთ?“,- მიმართა ონისე ცხადაძემ მოსამართლეს.„მე ვიცი, რომ ეს ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ქვეყანა მეცოდება, საიდან იქნება ამოსათრევი, არავინ არ ფიქრობს. სიკვდილის შიში დიდი ხანია დამარცხებული მაქვს და კიდევ ერთი მიზეზი მაქვს, რომ სიკვდილის არ შემეშინდეს, ამის გამო თავს ვერ დავხრი და ვერავის შევეხვეწები გამიშვით-მეთქი, ჩემზე ნუ იდარდებთ, ქვეყანას მივხედოთ, იმაზე იდარდეთ, რა ქვეყანაც გვაქვს",- განაცხადა ონისე ცხადაძემ.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო სიახლეები