სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

ჯანდაცვის სისტემა და ინფრასტრუქტურა უნდა არსებობდეს კერძოც და სახელმწიფო, ეს უნდა იყოს დაბალნსებული – დავით სერგეენკო

ჯანდავცის სისტემაზე საუბრის დროს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო საუბრობს ჯანდაცვის სისტემაში და ინფრასტრუქტურაში კერძო და სახელმწიფო საკუთრების მნიშვნელობაზე.

დეპუტატობის კანდიდადი ჯანდაცვის სისტემაზე და ინფრასტრუქტურაზე საუბრის დროს აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურა უნდა არსებობდეს კერძოც და სახელმწიფოც.

„ეს უნდა იყოს დაბალნსებული. კერძოს აქვს თავისი გამოკვეთილი პლიუსები, მას შეუძლია მოქნილი და ხარისხიანი სერვისების მიწოდება. ეს კერძოს ბუნებაა და არა ის, რომ საიდანღაც სუპერ მენეჯერები მოჰყავთ. სახელმწიფომ კი უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ კომერციული მომგებიანობა, არამედ სახელმწიფო ინტერესი“- აცხადებს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი.

დავით სერგეენკო მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკაზე საუბრის დროს აცხადებს, რომ, ქვეყნები მართვაში იტოვებენ კლინიკების მესამედს, რათა შეინარჩუნონ სახელმწიფო ინტერესის გატარების შესაძლებლობა.

„ერთადერთი გამონაკლისია ჰოლანდია, სადაც კლინიკების 100% არის კერძო, მაგრამ ამ 100%-დან 70% არის კერძო-არამომგებიანი და ამ პოლიტიკის შემუშავებაში აქტიურად არიან ჩართული აკადემიური წრეები. ეს ბალანსი უნდა იყოს დაცული.  ჩვენთან სამწუხაროდ, 2010 წელს ეს ბალანსი დაირღვა, რადგან 1 წლის განმავლობაში 80%-ზე მეტი კლინიკების პრივატიზაცია მოხდა და ახლაც გვაქვს ეს დისბალანსი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კერძო სექტორის წინააღმდეგი ვართ, უნდა იყოს სწორი ბალანსი“ – აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

მისი განცხადებით, საქართველოში კერძო კლინიკებს შორის კონკურენცია ცალსახად გამოკვეთილია. თუმცა იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ქვეყანამ პოტენციური ოლიგოპოლიური შეთანხმებები, მიღებულია მეთოდები, როგორ უნდა მოიქცეს ქვეყანა ასეთ შემთხვევაში.  მაგალითად, აშშ 80-იანი წლების ბოლოს წააწყდა ამ პრობლემებს და 90-იანებში მოაგვარა, ევროპაში 2000-იანების დასაწყისში იყო, საქართველოში კი ეს პროცესი სამი წლის წინ დაიწყო.

„ამ მეთოდს ჰქვია სელექტიური კონტრაქტირება, როდესაც სანებართვო პირობების ზევით, სახელმწიფო აწესებს დამატებით პირობებს-მათ, ვისაც გინდათ ეთანამშრომლოთ სახელმწიფოს და მიიღოთ ბიუჯეტიდან ფული, თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ დამატებითი პირობები, მოგვცეთ სხვადასხვა სახის აუდიტის ჩატარების შესაძლებლობა. თქვენი არაპირდაპირი ხარჯები, ანუ მენეჯმენტზე წასული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს x რაოდენობას. თქვენ ასევე უნდა შეგეძლოთ ისეთი სერვისების მიწოდების შესაძლებლობა, რომელიც მთლიან სპექტრს მოიცავს. ეს პროცესი სამშობიარო სახლების მიმართულებით უკვე დაწყებულია, რასაც საკმაოდ მძაფრი ინტერესთა კონფლიქტი მოჰყვა მაშინ, თუმცა შედეგიც რამდენიმე თვეში მივიღეთ – გამოიკვეთა სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირების ტენდეცია. იგივე ლოგიკა იქნება გამოყენებული ყველა სხვა კლინიკასთან მიმართებაში“ – აცხადებს დავით სერგეენკო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პარიზში, 170 ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული ბანერი განთავსდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის ფარგლებში, პარიზის მეტროს სადგურებთან, 170 ლოკაციაზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს შესახებ ბანერები დამონტაჟდა.„ბანერებზე საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილებია ასახული. მეტროს მგზავრებსა და გამვლელებს  შეუძლიათ, გაეცნონ საქართველოს ბუნებას, კულტურასა და ისტორიულ ქალაქებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ

გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ - ერთი წლის შემდეგ, როცა პარტიამ აღიარა დაშვებული შეცდომები, მათ შორის მანდატებზე უარის თქმაც.ამის მიუხედავად, ისინი კვლავ ცდილობენ ახსნა მოუძებნონ საკუთარ განცხადებებს, რომლებიც პარლამენტის არალეგიტიმურობას ეხებოდა.პარლამენტში შესვლამდე ერთი დღით ადრე, პარტია რუსუდან თევზაძემ დატოვა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ გახარიას პარტიას არ ჰქონდა საფუძველი მსგავსი ბრალდებებისთვის.როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, პარლამენტში ყოფნით, გახარიას პარტიას ახლა მაინც შეეძლება საკუთარი მხარდამჭერების ხმა რეალურად გამოხატოს და არ აჰყვნენ უცხო ქვეყნის დაკვეთას.

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა. ბიძგები რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტამბოლშიც, იგრძნობოდა. ამ დროისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.

გაფრთხილება მათ, ვინც სამგზავრო ბარათით სარგებლობს – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და ამით თაღლითური სქემის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.„ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი სუხიტაშვილი-იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა… ეს “მხარეები” აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება…

,,საუბედუროდ ამ ქვეყანაში, სიკვდილით სასჯის მომხრე ბევრია (მათთვის სასურველია წამებით მოხდეს ეს), უბრალოდ ბერ ბედავენ ამის თქმას რადგან არ იციან "ვისიანი"აღასრულებს ამას...იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა...ეს "მხარეები" აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება...''-წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

ბოლო სიახლეები