ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შესაძლოა საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის მოსალოდნელზე მეტი დოზა მიიღოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ COVAX-პლატფორმას ვაქცინის მიღების მზაობის შესახებ უკვე შეატყობინა და პირველ ეტაპზე ქვეყანა სავარაუდოდ 20 000 დოზას მიიღებს, თუმცა შესაძლოა ეს რაოდენობა გაიზარდოს.
„საბოლოო გადაწყვეტილა იანვრის ბოლოს მიიღება, როდესაც ჩვენ მივიღებთ წერილს, რომელსაც ველოდებით ჩვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტის შემდეგ, ვინაიდან ამ დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი ის პირობები, რომელსაც საქართველო აკმაყოფილებს და აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია COVAX-პლატფორმამ გადაწყვეტილება მიიღოს ბევრად უფრო მეტი ვაქცინის გამოყოფის საქართველოსთვის, ვინაიდან გვაქვს ინფორმაცია იმ 53 ქვეყნიდან, რომელიც დღეს პლატფორმაზე არის გაწევრიანებული, რომ ყველა ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც კონკრეტულად Pfizer-ის ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის და ქვეყნის შიგნით ლოჯისტიკისთვის არის საჭირო“, – აღნიშნა მინისტრმა.