ესპანეთის საგარეო მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ლიბანში სერიოზული შეცდომა იქნება და ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს.
ალბარესმა დაგმო, როგორც ჰეზბოლას სარაკეტო დარტყმები, ასევე ისრაელის შეტევები.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჰეზბოლამ უნდა შეწყვიტოს თავდასხმები და მიიღოს ლიბანის მთავრობის მიერ შეთავაზებული განიარაღების გეგმა.
„ისრაელს მოვუწოდებთ, შეასრულოს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები. ჰეზბოლასგანაც მოვითხოვთ ისრაელზე თავდასხმების შეწყვეტას და ლიბანის მთავრობის განიარაღების გეგმის მიღებას“, – აღნიშნა ხოსე მანუელ ალბარესმა
აშშ-ესპანეთის ურთიერთობების შესახებ დასმულ კითხვაზე ალბარესმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის სავაჭრო მუქარების მიუხედავად, ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.

