შაბათი, მაისი 17, 2025

ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში – ნიკა კაცია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლოში, სადაც ნიკა კაციას პროცესი მიმდინარეობდა, ხმაური იყო. აღკვეთის ღონისძიების გადახედვის შემდეგ, მოსამართლემ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის შესახებ.

ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დარჩა. სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა დაკავებულის ახლობლებსა და მანდატურებს შორის. მათ რამდენიმე პირს სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.

ჟურნალისტ ნიკა კაციას ნარკოდანაშაულს ედავებიან. მას ბრალი 260-ე მუხლით აქვს წაყენებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

17 მაისს მოძრაობა დროებით შეიზღუდება – თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ასევე, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.„შეზღუდვა 17 მაისის 01:00-დან 22:00 საათამდე ქაშვეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ეტაპობრივად იმოქმედებს.მსვლელობა დაიწყება ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან, რა დროსაც, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გია ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართისა და ავლაბრის მოედნამდე.რუსთაველის გამზირიდან, მთაწმინდის რაიონის ზედა ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება: ი.თარხნიშვილის, თ. ჭოველიძის, მ.ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ვასილ ბარნოვის, ი. გოგებაშვილის, მარო მაყაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან პეტრე მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება:  ა. გრიბოედოვის, მარო მაყაშვილის, ვასილ  ბარნოვის, მ. ზანდუკელისა და ა. შანიძის ქუჩების გავლით.მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე და შემდეგ, გ. ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.თავისუფლების მოედნის სრულად შეზღუდვისას, ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გია ჭანტურიას ქუჩამდე. ასევე, გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით.გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება გია ჭანტურიას ქუჩამდე, ხოლო რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება:  ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ა. ფურცელაძისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩებზეც.თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც, მიმდევრობით ჩაიკეტება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის შეზღუდვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მშრალი ხიდის გავლით, კ. ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.ამასთან, ავლაბრის მოედანზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის დროს, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმის ქუჩის, იალბუზის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდგომ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, შემდეგ, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებზე, ასევე, ქეთევან დედოფლის გამზირზე ავლაბრის მოედნის მიმართულებით.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მერაბ კოსტავას ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ხოლო, ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, ავტობუსები და მიკროავტობუსები გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც დაუკავშირდებიან ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდს და მარჯვნივ მოხვევით ჩავლენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, შემდეგ, ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით დაუკავშირდებიან მერაბ კოსტავას ქუჩას და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.ავლაბრიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდანვე დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით მოხვდა მერაბ კოსტავას ქუჩაზე, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.ასევე, ორთაჭალიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კოტე აფხაზის ქუჩიდან დაუკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას. ანალოგიურად იმოძრავებენ სხვა მიკროავტობუსები და ავტობუსებიც - მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რის შემდეგაც, მერაბ  კოსტავას ქუჩიდან დადგენილი სქემით განაგრძობენ სვლას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე – გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და სხვა პარტიების მხრიდან ბულინგის ეშინია

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია – თვის ბოლოს გიორგი გახარია აპირებს იმის გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში და ეშინია ბულინგის სხვა პარტიების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციური სპექტრი მარცხისთვის არის განწირული.„ამას ემსახურება ასეთი პოსტები. ჩვენთვის საინტერესო არ არის, შეუძლიათ, მიიღონ ან არ მიიღონ მონაწილეობა. ასეც და ისეც, მთლიანად ეს რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის განწირული მარცხისთვის. 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა პრემიერმა.ცნობისთვის, პარტიის „საქართველოსთვის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ქარდი, სადაც აღნიშნულია: „კითხვა პარტიებს, „ახალს“, „ნაცებს“, „ლელოს“, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ, რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ?“

გიორგი გახარია – ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც, ბოიკოტი ბოიკოტისთვის არის ჩიხი

მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია არის ყველაზე მკაფიო. ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.გახარიას თქმით, პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას.„ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არც ერთხელ, არცერთი სიტყვით ბოიკოტი არ გამოგვიცხადებია მომავალში არცერთი შესაძლო არჩევნებისთვის. ჩვენს ამომრჩეველს და საქართველოს მოქალაქეს არ ვატყუებთ, რადგან პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები და ვთვლი, რომ ნებისმიერი რადიკალური რევოლუციური სცენარი დღეს საქართველოსთვის იქნება დამღუპველი.მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ბოიკოტს უცხადებენ და ა.შ. ეს საუბარი და მოწოდება იქნება კონსტრუქციული და შინაარსობრივი მაშინ, თუ მსგავსი მოწოდებების და პოზიციების ავტორები გააგრძელებენ ამას ყველაფერს და იტყვიან, რომ ბოიკოტის პარალელურად რა არის მათი შემოთავაზება, რა არის მათი სცენარი, გეგმა. ბოიკოტი ბოიკოტისთვის არის ჩიხი და ჩვენ არ გვაქვს ჩიხების დრო, ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა დრო, რომ ქვეყანა ნორმალურ მდგომარეობაში დავაბრუნოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბაიკერი ჯაბა ჯიბლაძე გარდაიცვალა-„სიყვარულის ბიჭი აღარ არის… უდიდესი ტრაგედიაა…“

გარდაიცვალა ბაიკერი ჯაბა ჯიბლაძე. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„გლოვობს ჩემი ბათუმი... საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა... როგორ არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში...ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ამ ტრაგედიას სახელი არ აქვს.... აქ სიტყვები ძალას კარგავენ... გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლად შესვენებული ჯაბა. ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს. კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს... სიყვარული ბიჭი!“, - წერს შოთო სიხარულიძე.„თხოვნაა, ვისაც შეგიძლიათ, ბაიკერებით მოხვიდეთ გასაცილებლად. გასვენება შაბათს, 2 საათზე. მისამართი: წმინდა სევერიან აჭარელის 23“, - წერენ ბათუმის ერთ-ერთ ჯგუფში.როგორც პოსტის კომენტარებში წერენ, ახალგაზრდა გულის შეტევით გარდაიცვალა.

ემანუელ მაკრონი – ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინასთან დიალოგის უარყოფით, რუსეთი აჩვენებს, რომ არ სურს მშვიდობა და უბრალოდ ცდილობს, მოიგოს დრო ომის გასაგრძელებლად

რუსეთს არ სურს მშვიდობა და დროის მოგებას ცდილობს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი უარს ამბობს, უპასუხოს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელიც ამერიკელებმა წამოაყენეს და უკრაინელებმა და ევროპელებმა მხარი დაუჭირეს.„ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინასთან დიალოგის უარყოფით, რუსეთი აჩვენებს, რომ არ სურს მშვიდობა და უბრალოდ ცდილობს, მოიგოს დრო, რათა განაგრძოს ომი“, – განაცხადა მაკრონმა.ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. 

ბოლო სიახლეები