ორშაბათი, ივნისი 2, 2025

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა – ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებას ულოცავს.

ბიძინა ივანიშვილი ამ გამარჯვებას ასევე ულოცავს საქართველოს და კვარაცხელიას უსურვებს, რომ “ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო.

„ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა! ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან, თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია. მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო”- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შექმნეს „ცოცხალი“ ბეტონი, რომელიც საკუთარ ბზარებს თავადვე აღადგენს

ბეტონი ბრწყინვალე და უნივერსალური მასალაა, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები მასაც აქვს. ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მასალების მეცნიერები ცდილობენ, არის მისი სიმყიფისთვის გამოსავლის პოვნა. ბეტონს ძლიერ მაღალი დაჭიმვის სიმტკიცე არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაძაბულობის შემთხვევაში, ის დაბზარვისკენაა მიდრეკილი.ამ ხარვეზის გამოსწორების ერთ-ერთი გზა იქნებოდა ისეთი ბეტონის შექმნა, რომელიც საკუთარ ნაბზარებს თავად ამოავსებდა; ახალი მეთოდი შეიძლება სწორედ ეს პანაცეა იყოს. ტეხასის A&M უნივერსიტეტის ჯგუფმა მექანიკური ინჟინრის, კონგრუი გრეის ჯინის ხელმძღვანელობით შეიმუშავა ბეტონი, რომელიც ნაბზარებს თავადვე ავსებს და ამისათვის სინთეზური ლიქენის ძალას იყენებს.მკვლევართა განცხადებით, ვინაიდან ახალი მეთოდი მთლიანად თვითკმარია, გაუმჯობესებულია თვითაღდგენადი „ცოცხალი“ ბეტონის შექმნის წინა მცდელობა, რომელიც ბაქტერიების გამოყენებით შექმნეს.„სამ ათეულ წელიწადზე მეტია, ვრცლად იკვლევენ მიკრობების საშუალებით თვითაღდგენად ბეტონს. თუმცა, მას მაინც აქვს ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა — არცერთი ამჟამინდელი თვითაღდგენადი მიდგომა არ არის სრულად ავტონომიური, რადგან საჭიროა აღდგენის აგენტების საკვები ნივთიერებებით გარედან მომარაგება, რათა მუდმივად მოხდეს აღდგენის მასალების გამომუშავება“, — განმარტავს ჯინი.მაგალითად, მიდგომა, რომელიც ბაქტერიებს იყენებს, საჭიროებს ადამიანებს, რომ ხელით მიასხურონ საკვები ნივთიერებები, რათა ამ ორგანიზმებმა მუშაობა დაიწყონ და დამსკდარი ბეტონი აღადგინონ. ჯინმა და მისმა კოლეგებმა ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯით წინ წაიწიეს.ლიქენები ცალკე ორგანიზმები არ არიან; ისინი ობლიგატური მუტუალიზმის მაგალითები არიან — სიმბიოზური პარტნიორობის სოკოებსა და ციანობაქტერიებს ან წყალმცენარეებს შორის. მკვლევრებმა შექმნეს სპეციალური ლიქენი, რისთვისაც გამოიყენეს ციანობაქტერიები, რომლებიც ატმოსფეროდან ნახშირორჟანგსა და აზოტს შთანთქავენ (ფიქსაცია) და ძაფოვანი სოკო, რომელიც იონიზებულ კალციუმს იზიდავს და ხელს უწყობს დიდი ოდენობით კალციუმის კარბონატის დალექვას — სწორედ ამ მასალისგან შედგება კვერცხის ნაჭუჭი, ზღვის ნიჟარები, მარჯნის რიფები და ცარცი.ლაბორატორიულ ტესტებში, ასეთმა ლიქენებმა დიდი ოდენობით კალციუმის ჰიდროკარბონატი გამოიმუშავეს და ბეტონის ბზარების აღდგენა შეძლეს — შეაწებეს და შეაჩერეს ბზარების კიდევ უფრო გავრცელება. იდეაში, ეს მეთოდი დიდად არ განსხვავდება ძველრომაული თვითაღდგენადი ბეტონისგან, რომელიც ქიმიური რეაქციების გამოყენებით წარმოქმნიდა კალციუმის კარბონატს და ასე აღადგენდა ბეტონს.ბაქტერიული მიდგომისგან განსხვავებით, ლიქენებს კვება არ სჭირდებათ — ისინი უბრალოდ, თავისთვის არიან და საქმეს აკეთებენ, არ საჭიროებენ ადამიანის ჩარევას. ამ მეთოდს შესწავლა კიდევ ესაჭიროება და მკვლევრების შემდეგი გეგმაა, შეამოწმონ, როგორ აღადგენენ ლიქენები უკვე არსებულ ბზარებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მეთოდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბეტონის სიცოცხლის ხანგრძლივობას.„შედეგები წარმოაჩენს ბეტონის თვითაღდგენის სტაბილური ფოტოტროფულ-ჯეტეროტროფული სისტემის შექმნის პოტენციალს. ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანი ორი სახეობის შესაძლებლობათა ერთდროულად გამოყენება და რაც მთავარია, ამას არ სჭირდება საკვებით გარედან მომარაგება“, — წერენ მკვლევრები.კვლევა Materials Today Communications-ში გამოქვეყნდა.მომზადებულია engineering.tamu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ტრამპმა გააზიარა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენი 2020 წელს მოკლეს და კლონით ჩაანაცვლეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გააზიარა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „2020 წელს სიკვდილით დასაჯეს“.სოციალური ქსელის, „თრუს სოშიალის“ ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ ჯო ბაიდენი არ არსებობს და 2020 წლის შემდეგ რასაც საზოგადოება ხედავს, არის ბაიდენის კლონები, ორეულები და რობოტულად შექმნილი უსულო, უგონო არსებები.„დემოკრატებმა განსხვავება არ იციან“, – აღნიშნულია პოსტში.აშშ-ის პრეზიდენტი ამ განცხადებას რაიმე სახის კომენტარის გარეშე აზიარებს.

გრიგოლ გეგელია – საზოგადოებას ვამცნობთ ჩვენს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობთ, ვიმსჯელოთ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ხომ არ იქნება სწორი იდეა

ლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ამასობაში კოლეგებს ვუწვდით ხელს და ვეუბნებით, რომ დროა, ვიმსჯელოთ ერთიან ფორმატში, რა სჯობს ამ ბრძოლის გაგრძელებისა და მეტი ეფექტის კუთხით. სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობთ, ვიმსჯელოთ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ხომ არ იქნება სწორი იდეა“, – განაცხადა გეგელიამ.ამასთან, გრიგოლ გეგელიას კითხვა დაუსვეს, როგორ უპასუხებდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების კრიტიკას „ლელოს“ მიმართ, რაზეც გეგელიამ აღნიშნა:„ყველას აქვს თავისი სუბიექტური შეხედულება, მთავარია, რა ჯობია ამ ქვეყნისთვის. არ მაინტერესებს არავის სუბიექტური შეხედულება, მაინტერესებს, რას ამბობს კვლევები და რა ჯობია ამ ქვეყნისთვის. ჩემი და ჩვენი გუნდის ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და არა ის, რომ რომელიღაც პარტიის ლიდერს უფრო მეტად მოვწონდე ან უფრო ნაკლებად. ყველას მოვუწოდებდი, ბავშვებს არ დაემსგავსონ, ცოტა მეტი იფიქრონ ტვინის გამოყენებით და რეალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ“.

გერმანიაში ნაკადულში 2.5 მეტრის სიგრძის ანაკონდა დაიჭირეს

გერმანიაში, ქალაქ ქუიქბორნში ველოსიპედისტმა ფელდბენშტრასეზე მდებარე ნაკადულში დიდი ზომის გველი შენიშნა, რის შემდეგაც ადგილზე მაშველები გამოიძახა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.ველოსიპედისტის მიერ აღმოჩენილი გველი ანაკონდა აღმოჩნდა, რომლის სიგრძეც სულ მცირე 2.5 მეტრს შეადგენდა და 30 კილოს იწონიდა.სახანძრო ბრიგადამ ანაკონდას უსაფრთხოდ დაჭერა და წყლიდან ამოყვანა შეძლო.“ჩვენ უკვე გადაგვირჩენია კატები ან გაგვითავისუფლებია ღობეში გაჭედილი მელა, მაგრამ ასეთი ოპერაცია არასდროს გვქონია“.- განაცხადა სახანძრო ბრიგადის წარმომადგენელმა.გველის დაჭერის ოპერაციაში 8 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა და მათ თითქმის 4 საათი დასჭირდათ მის დასაჭერად. მათ დახმარება რეპტილიების დარგში ექსპერტმა გაუწია, რომელმაც დაადგინა, რომ წყალში ყვითელი ანაკონდა იყო.ცნობისთვის, ანაკონდა მსოფლიოში ყველაზე დიდი გველია, რომელიც ბინადრობს მთელ ტროპიკულ სამხრეთ ამერიკაში: აღმოსავლეთით კორდილიერებიდან კუნძულ ტრინიდადამდე. ასევე, გვიანის, ბრაზილიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ პერუს წყალსატევების სანაპიროებზე.

კახა კალაძე – მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს

მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი, ვინ გაიმარჯვებს, – ასე პასუხობს ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.„მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რა თქმა უნდა, ჩვენ გვყოლია წარმატებული ადამიანები, განხორციელებულა წარმატებული პროექტები, მაგრამ ამ მასშტაბის პროექტები, რაც დედაქალაქში 2017 წლიდან მოყოლებული გაკეთდა, მე არ მახსოვს. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფით დამოკიდებულებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისის მერი ამბობს, რომ ეს საკითხი მისთვის საინტერესო არ არის და დისკუსიაში შესვლას არ აპირებს.„„ნაციონალური მოძრაობა“ არის რადიკალური დაჯგუფება. მათი ან რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხზე პოლემიკაში შესვლა მე არ მინდა, ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩვენ, „ქართულ ოცნებას“, დაწყებული გაქვს მზადება საარჩევნოდ. დედაქალაქში და რეგიონებშიც არის უამრავი გამოწვევა, პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი, კონკრეტული პროექტების წარმოდგენა, თუ რა გაკეთდება მომდევნო წლების განმავლობაში და რა შეიცვლება მოსახლეობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.„ზოგადად, ოპოზიცია არის გარედან შეკოწიწებული რაღაც ერთობა, ასე დავარქმევდი. არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება, თუმცა ისინი იყვნენ წლების წინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც შემდეგ გამოეყვნენ „ნაცმოძრაობას“, თითქოს არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ ამ პარტიასთან. ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თუმცა, რომ გავაანალიზოთ ინდივიდუალურად, ვინ ვინ არის და რა წარსულის მქონეა, მივდივართ ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – იმ ბინძურ და კრიმინალურ ორგანიზაციასთან, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანის სათავეში. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები