ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრების შემდეგ კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, — რჩეულები უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ „ასტონ ვილა“ საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ინგლისელთა კარში პსჟ-ს მეორე გოლი ეფექტურ სტილში გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელია ასევე იბრძვის კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის. ამ ნომინაციაზე, მასთან ერთად, წარდგენილები არიან – დეკლან რაისი („არსენალი“), ალესანდრო ბასტონი („ინტერი“) და რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“).