AreaNapoli-ს ცნობით, პსჟ-ში გადასვლის წინ სკუდეტოს მომპოვებელი ხვიჩა კვარაცხელია, კასტელ ვოლტურნოზე თანაგუნდელებს დაემშვიდობა.
გამოცემა წერს, რომ ეს ძალიან ემოციური და გულის ამაჩუყებელი მომენტი იყო და მან ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დატოვა კლუბის ბაზა:
„ეს „ნაპოლიში“ „კვარას“ ბოლო დღე გახლდათ, რომელმაც აქ თითქმის 2.5 წელი გაატარა. ის საკმაოდ ცივად მიესალმა ანტონიო კონტეს. მწვრთნელი ქართველის მოულოდნელი წასვლით აშკარად იმედგაცრუებული დარჩა. ხვიჩა საერთო ჯამში კარგი ბიჭია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრს თავისი გადაწყვეტილებით გული დასწყვიტა“.
რადიო Crc-ის ჟურნალისტმა მასიმო დ’ალესანდრომ განაცხადა, რომ კვარაცხელიამ კარიერის
ნეაპოლური ეტაპი ტრამპლინად გამოიყენა, ახალ თავგადასავალს იწყებს, თუმცა ლორენცო ინისინიესგან, დრის მერტენსისგან და პიოტრ ზილენსკისგნ განსხვავებით თავისუფალი აგენტის სტატუსით კი არ წავიდა, არამედ კლუბის ხაზინას 75 მილიონი ევრო შესძინა.