პარასკევი, მაისი 9, 2025

ხვიჩა კვარაცხელია – მეც და მიქაუტაძესაც გოლები საქართველოსთვის გაგვაქვს

ერთა ლიგაზე სომხეთთან საპასუხო მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელია იმყოფებოდა, რომელმაც საქართველოს ნაკრების გარდა, „პარის სენ-ჟერმენში“ გადასვლასა და იტალიაში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

„სომხეთში 3:0-ის მოგება ადვილი არ არის. მიქაუტაძე სტადიონიდან რომ გადიოდა ვეჩხუბე, ბომბარდირებში როგორ გამასწარი მეთქი – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი ძმებივით ვართ, გოლები ორივეს საქართველოსთვის გაგვაქვს.

მხითარიანთან არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი, რომ სომხეთის ნაკრები კარგი გუნდია, ვითარდება და მომავალში უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს.

ჩემ ძმას (თორნიკეს) რაც შეეხება, ვითამაშებთ თუ არა ორივე ერთად ნაკრებში? მას ვუსურვებ, რომ ბევრი იშრომოს და სასურველ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

პსჟ-ში ბედნიერი ვარ თავს კარგად ვგრძნობ, გუნდში კარგი გარემოა, ეს კი მოედანზეც მეხმარება. პარიზში თამაშის შემდეგ მაქვს თუ არა კვირის მატჩისთვის მოტივაცია? საბერძნეთთან ისტორიული მატჩის შემდეგ „დინამო არენაზე“ არ გვითამაშია და აქ გამოსვლა ყოველთვის დიდი მოტივაციაა.

მადლობას გადავუხდი იტალიას, იქ კარგად მიმიღეს და კარგი სამი წელიწადიც გავატარე. ნაკრებში ბევრი მოთამაშეა ტოპ 5 ლიგიდან და დროა საჭირო, რომ ჩვენგან კიდევ ბევრი მოთამაშე მიიწვიონ.

შესაძლოა, ახლა ტალანტებით არგენტინისავით მდიდრები არ ვართ, მაგრამ ბევრი ლეგენდა გვყავს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გვეყოლებიან“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი პლეი ოფის მოგების შემთხვევაში უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩება. საპასუხო შეხვედრა 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

🎥„აუცილებლად უნდა ჩავწერო ეს ვიდეო…“ – თამუნა მდივანი მიმართვას ავრცელებს

დრამისა და კინოს მსახიობი, „ინფლუენსერი“ თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. @tamunamdivanმაპატიეთ ეს ცრემლიანი ვიდეო🙏♥️მადლიერი ვარ ყველა კომენტარისთვის ყველა ლოცვისთვის🙏♥️მიყვარხართ♥️ ♬ original sound - თამუნა მდივანი ცნობისთვის, გიორგი მდივანი გასულ კვირას, ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ბიჭის ნათლიამ დაწერა, გიორგის ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.

ბოლო სიახლეები