ხვიჩა კვარაცხელია ჯანმრთელობის პრობლემის გამო, დღეს საფრანგეთის თასის ნახევარფინალში ვერ ითამაშებს.
Geo Team-ის ინფორმაციით, საფრანგეთის თასის 1/2 ფინალურ მატჩს ქართველი ფეხბურთელი ინტოქსიკაციის გამო ეთიშება.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფეხბურთელი ამ მომენტისთვის თავს უკეთ გრძნობს და 5 აპრილს, „ანჟერის“ წინააღმდეგაც მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას“, – წერს Geo Team-ი.
ცნობისთვის, საფრანგეთის თასის ნახევარფინალში „პარის სენ-ჟერმენი“ „დიუნკერკს” დაუპირისპირდება.