ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა და „პარი სენ-ჟერმენი“ მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „ასტონ ვილასთან“ 2:1 დააწინაურა.
პირველ ტაიმში „პარი სენ-ჟერმენი“ უტევდა, მაგრამ ანგარიში „ასტონ ვილამ“ 35-ე წუთზე როჯერსის მიერ გატანილი გოლით გახსნა. 39-ე წუთზე წონასწორობა დეზირე დუემ შესანიშნავი გოლით აღადგინა.
კვარაცხელიამ მეორე ტაიმის დასაწყისში, 49-ე წუთზე, გამოიჩინა თავი – ცრუ მოძრაობებით მცველი ჩამოიშორა და ახლო კუთხეში ეფექტური გოლის გაიტანა.