ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე პირველ მატჩს თამაშობს. ფრანგული გრანდი საფრანგეთის მეორე წარმომადგენელს საკუთარ მოედანზე გასვლაზე მოგებული 3:0-ის შემდეგ მასპინძლობს.
მატჩის მე-20 წუთზე გოლი ბარკოლამ გაიტანა, 39-ზე კი კვარაცხელიამ სხვაობა ორამდე გაზარდა. ეს პირველი ქართული გოლია ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.
ამ გოლით ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე აქტივი სამამდე გაიზარდა. აქამდე 2 გოლი ამსტერდამის „აიაქსს“ 2022 წელს, 4 და 10 ოქტომბერს გამართულ შეხვედრებში გაუტანა.