რუსმა სამხედროებმა ხერსონის რაიონში ქალაქი ალიოშკას ოკუპაცია შეძლეს. ქალაქის მერმა ევგენი რიშჩუკმა ქალაქის ოკუპაცია გამოაცხადა.
„რუსული დროშები უკვე კიდია ქალაქის ადმინისტრაციის შენობაზე. სამწუხაროდ, ახლა მთლიანად ქალაქში შედიან“, – განაცხადა რიშჩუკმა.
მისი თქმით, უკრაინის პატრული ქუჩაში აღარ იმუშავებს და ამას დამპყრობლები გააკეთებენ.