მსახიობი ზურა ყიფშიძე ეკა სესიკაშვილის რუბრიკას „დაუვიწყარი ემოცია“ სტუმრობდა, სადაც დედის შესახებ ისაუბრა.
მსახიობმა დედასთან განშორებისას მიღებული ემოცია მაყურებელს გაუზიარა.
„დედას მე სულ მადლობას და ბოდიშს ვუხდი. რომ მახსენდება რამდენი სისულელე მაქვს ჩადენილი, ეს მაწუხებს ძალიან. ხელში ჩამაკვდა. ხელი გავარტყი კიდეც – არ მინდოდა რომ აღარ იყო. ჩემს თვალწინ აღარ იყო. ამას ვერ აღწერ სიტყვით, საშინელებაა“,- ამბობს ზურა ყიფშიძე დედის შესახებ.

