სამშაბათი, მარტი 17, 2026

„ხელოვნური საშვილოსნო და ხელოვნური ინტელექტი უკვე აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა, ეს რეალობაა…“ –ფსიქოთერაპევტი, მაგდა კოტრიკაძე

„ემოციური შიმშილის” საუკუნე დგება და რა მოხდება მომავალში, რას გვიქადის AIის დედის მიერ გამოზრდილი შვილი, ჯერ ამ რისკებზე ბევრი არაფერია ცნობილი”,- ამ თემაზე სოციალურ ქსელში ფსიქოთერაპევტი, მაგდა კოტრიკაძე წერს.

„ემოციური შიმშილის” საუკუნე დგება და რა მოხდება მომავალში, რას გვიქადის AI-ის დედის მიერ გამოზრდილი შვილი, ჯერ ამ რისკებზე ბევრი არაფერია ცნობილი. თუმცა, თუ ამ ტენდენციას ბრმად მივყვებით პარალურად დედისა და შვილის ინსტიტუტიც გადაიხედება და შვილისა და მშობლის შორის კავშირი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მისი ხასიათის, თვისებების, ქცევის განმსაზღვრელია.

ვეცადე, მომეძიებინა ყველა არსებული მასალა და სამსჯელოდ თქვენთვის მომინდვია. ხელოვნური საშვილოსნო და ხელოვნური ინტელექტი უკვე აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა – ეს რეალობაა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. EctoLife არის ინოვაციური კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს ემბრიონის განვითარებას დედის სხეულისგან დამოუკიდებლად. იდეა შეიმუშავა ბიოტექნოლოგმა ჰაშემ ალ-გაილიმ და მისი მთავარი მიზანია წყვილებს მისცეს შესაძლებლობა, ბავშვი გააჩინონ ორსულობისა და მშობიარობის გარეშე. პროცესი იწყება ინ-ვიტრო განაყოფიერებით, როდესაც სპერმა და კვერცხუჯრედი ლაბორატორიაში შეერწყმება, შემდეგ კი ემბრიონი თავსდება ხელოვნურ საშვილოსნოში, რომელიც სავსეა სითხით, დედა AI უზრუნველყოფს ჟანგბადს, საკვებს და ყველა საჭირო ნივთიერებას. მოწყობილობა აღჭურვილია კამერებით, რათა მშობლებს შეეძლოთ მონიტორინგი 24/7, ხოლო მშობიარობა ხდება ღილაკზე თითის დაჭერით, რაც გამოიწვევს ხელოვნური სითხის გადინებას.

EctoLife-ის შესაძლებლობები შთამბეჭდავია: გენეტიკური ინჟინერია, რომელიც საშუალებას მისცემს მშობლებს თავიდან აიცილონ დაავადებები; პერსონალიზაცია, სადაც შესაძლებელია თვალის, თმის და კანის ფერის არჩევა; და მასშტაბური წარმოება – კონცეფციის მიხედვით, წელიწადში 30,000 ბავშვის „შექმნა“. თუმცა ეს იდეა უკვე იწვევს ეთიკურ და სოციალურ დებატებს. ბიოტექნოლოგები ვარაუდობენ, რომ 10-15 წელიწადში ეს შეიძლება გახდეს შვილების გაჩენის მთავარი გზა.

მსოფლიოში უკვე მიმდინარეობს ექსპერიმენტები. იაპონიაში ჯუნტენდოს უნივერსიტეტში მეცნიერებმა შექმნეს სისტემა, სადაც ემბრიონი იზრდება გამჭვირვალე ბიოჩანთაში ხელოვნური ნაყოფის წყლით, ხოლო ჩინეთში ინოვაციური ინკუბატორი აკონტროლებს ემბრიონის ზრდას და გარემოს პირობებს. ეს ტექნოლოგიები შეიძლება გახდეს გამოსავალი დემოგრაფიული კრიზისის მქონე ქვეყნებისთვის და დაეხმაროს უშვილო წყვილებს, თუმცა ეს რადიკალური ცვლილება აღძრავს კითხვებს უსაფრთხოებაზე, სოციალურ უთანასწორობაზე და ადამიანის ბუნების დაკარგვაზე.

ამავე დროს, ხელოვნური ინტელექტი სხვა მიმართულებითაც ცვლის რეალობას. ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ AI-ით შექმნილი ვირტუალური მინისტრი „დიელა“ „ორსულადაა“ და 83 „ბავშვს“ ელოდება – სინამდვილეში ეს AI-ასისტენტები იქნებიან, რომლებიც პარლამენტის წევრებს დაეხმარებიან. ეს სიმბოლური ნაბიჯი აჩვენებს, როგორ შეიძლება AI გახდეს მმართველობის ნაწილი. „დიელა“ პასუხისმგებელია საჯარო შესყიდვებზე და მისი მიზანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

„AI დედის შვილები“ შეიძლება იყოს ორი ტიპის: ტექნოლოგიური შვილები – სპეციალიზებული AI მოდელები, რომლებიც „დედა“-მოდელის ბაზაზე იქმნება, და ბიოტექნოლოგიური შვილები – ადამიანები, რომლებიც იზრდებიან ხელოვნურ საშვილოსნოში AI-ის კონტროლით. ეს ქმნის ახალ რეალობას, სადაც მშობლის როლი იცვლება, სახელმწიფო და კომპანიები იღებენ პასუხისმგებლობას სიცოცხლის შექმნაზე, ხოლო სოციალური სტრუქტურა რადიკალურად გარდაიქმნება.

რთული ეთიკური დილემის წინაშეა კაცობრიობა: ვინ იქნება ნამდვილი მშობელი? მხოლოდ მდიდრებს ექნებათ წვდომა? სად გადის ზღვარი ჯანმრთელობასა და „დიზაინერულ ბავშვებს“ შორის? რა მოხდება, თუ ტექნოლოგია შეცდომას დაუშვებს? და ბოლოს – ბუნებრივი ადამიანის ცნება ხომ არ გაქრება?

პროგნოზები ამბიციურია: 2035 წელს ხელოვნური საშვილოსნო ფართოდ გამოიყენება ნაადრევი ბავშვების გადარჩენისთვის, 2040-ში გამოჩნდება პირველი თაობა „AI-კონტროლით დაბადებული“ ბავშვების, ხოლო 2045-ში დაიწყება დებატები „ბიოლოგიური vs ტექნოლოგიური“ ადამიანების უფლებებზე.

ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ მომავალი უკვე აქ არის – და ის მოითხოვს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ განვითარებას, არამედ ღრმა ეთიკურ და სოციალურ განხილვას”, – წერს მაგდა კოტრიკაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე შიო – ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყოს სტაბილური და იმედი გვაქვს, ასეც იქნება – მოგიწოდებთ ყველას,...

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა - ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდი ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური, - ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა განაცხადა.მიტროპოლიტი მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ ილოცონ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.„როგორც საზოგადოებისთვის, როგორც ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება, ღვთის შეწევნით.ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ასე რომ, ეს მინდა მოგიწოდოთ“- აცხადებს შიო მუჯირი, რომლის კომენტარსაც საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ავრცელებს.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

მიხეილ ყაველაშვილი – უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებოდა.ყაველაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.„როგორც იცით, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. რთული მდგომარეობაა, მაგრამ მკურნალობა მიმდინარეობს. იმედი უნდა ვიქონიოთ ყველამ, ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი გამოჯანმრთელდეს,  დაგვიბრუნდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

🎥 „სასწრაფოდ მჭირდებოდა თანხა, მივედი პატრიარქთან…“ – მეუფე იოანე პირადი ისტორიის გახსენებისას ატირდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მეუფე იოანე ერთ-ერთი ქადაგების დროს საკუთარ ისტორიას იხსენებს, რომელიც პატრიარქის მისადმი გამოჩენილ დიდ მადლს უკავშირდება.როგორც მეუფე ჰყვება, ოჯახური პრობლემები ჰქონდა და დიდი თანხა ესაჭიროებოდა, მივიდა პატრიარქთან და სთხოვა...ვრცლად 

საპატრიარქო: ილია მეორის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური

პატრიარქის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური, ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური.ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქი არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფება

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფება.კავკასიის მედიცინის ცენტრში ასევე იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბოლო სიახლეები