პარასკევი, მაისი 9, 2025

ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს ბალანსის გონივრულად დაცვა – ერთი მხრივ, მეგობრების უპირობო და ურყევი მხარდაჭერა და, მეორე მხრივ, სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესი

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომლის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ ძალიან კარგად ესმის უკრაინის. მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.

,,ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. ნებისმიერ ომს შედეგად მოაქვს ბევრი ადამიანური ტრაგედია; ასევე, მოაქვს შოკი, ფსიქოლოგიური ტრავმა და, რა თქმა უნდა, ფატალური ეკონომიკური შედეგები, რასაც სჭირდება ხოლმე გამოსწორება. მინდა, უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა საკუთარ მიწაზე და ყველა ფრონტის ხაზზე გასულ ადამიანს საკუთარ სახლებში მშვიდობიანად დაბრუნება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციასა და მთავრობის მიერ საკუთარი ხალხის წინაშე არსებულ ვალდებულებებზე ისაუბრა. რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის საქართველოს როლი და თავისი ვალდებულება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. მინისტრის თქმით, ამ რთულ დროში ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს ბალანსის გონივრული დაცვა.

,,ჩვენ არასდროს უნდა დაგვრჩეს მხედველობის მიღმა, რომ საქართველოს ტერიტორიების, დაახლოებით, 20%-ზე მეტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. მაგალითისთვის, როდესაც თბილისიდან მოძრაობთ დასავლეთის მიმართულებით, გორამდე არმისული, თუკი გავიხედავთ ავტობანიდან მარჯვენა მხარეს, დავინახავთ რუსულ ბაზას. ასევე, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს დღესაც რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ, ამავდროულად, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში დღეს მიმდინარეობს ძალიან დიდი და უსამართლო სისხლისღვრა. ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ უკრაინაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს დიპლომატიურ მისიას, რომელსაც ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია მუშაობა. ის ხალხი ამ წუთებშიც იქ იმყოფება და ნამდვილად გმირულად, მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. მთელ ამ რთულ კონსერვაციაში უნდა დავფიქრდეთ, სად გადის საქართველოს როლი. საქართველოს როლი, უპირველეს ყოვლისა, არის ჩვენი მეგობრების ძლიერ და მაქსიმალურ მხარდაჭერაში და, ბუნებრივია, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაში. რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს უნდა დაგვრჩეს მხედველობის მიღმა ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. ბუნებრივია, როდესაც გარკვეული ძალა არის ხელისუფლების სათავეში, მან, რა თქმა უნდა, უნდა მოახერხოს ამ ბალანსის გონივრულად დაცვა – ერთი მხრივ, მეგობრების უპირობო და ურყევი მხარდაჭერა, და მეორე მხრივ, სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პატრიარქი-მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო

ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს - საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის მილოცვას ავრცელებს."ეს დღე მოიცავს და თავის თავში აერთიანებს მეორე მსოფლიო ომში მრავალთა მიერ გამოვლენილი საოცარი გმირობისა და შეუპოვრობის ურიცხვ მაგალითს. სწორედ ამ თავდადებამ და, რა თქმა უნდა, უფლის შეწევნამ განაპირობა ბოროტებაზე გაერთიანებული ძალებით გამარჯვება და ამ თარიღის განსაკუთრებულობა ყველასთვის.თუმცა, გამარჯვება დიდი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული, – განადგურდა ქალაქები, სოფლები, ტაძრები, ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები... და რაც ყველაზე ტრაგიკულია, დაღუპულთა რიცხვმა 61 000 000-ს მიაღწია; მათ შორის, 300 000-ზე მეტი მებრძოლი შეეწირა საქართველოდან.დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა ამ უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვს ზრუნვის აუცილებლობა, რათა წარსულის უმძიმესი გამოცდილება უფრო დიდი ტკივილის ფასად არ ექცეს კაცობრიობას.ყველასთვის ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის შედეგ დამყარდა მშვიდობა და ქვეყნებს შორის ურთიეწრთობა და მეგობრობა ახალ საფეხურზე. მშვიდობის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა ევროკავშირიც, რასაც 1950 წელს, სწორედ დღევანდელ დღეს, დაედო სათავე.ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს ვულოცავთ გაერთიანების საიუბილეო თარიღს, ხოლო ყველას და, განსაკუთრებით, ვეტერანებს, – გამარჯვების ზეიმს.„მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება“(რომ 14.19).ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო.ილია IIსრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი,"- აღნიშნულია განცხადებაში.

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში – კობა კობალაძე

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში და ფაქტობრივად თითოეულ ჩვენგანს მისცა იმის განცდა, რომ 80 წლის მერეც კი ბეჭ-გაშლილები და ამაყად დავდივართ, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში აღნიშნეს, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს„ერთია ფაქტი - მშვიდობის ფასი არაფერია. სხვათა შორის, დღეს 103 წლის გახდა ჩვენი ერთ-ერთი ვეტერანი მეორე მსოფლიო ომის. სულ დარჩენილია სამამულო ომის 57 მონაწილე და 104 წლისა გვყავს ყველაზე უხუცესი“, - განაცხადა კობალაძემ.

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

ბოლო სიახლეები