ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში და-ძმის ცხედრები იპოვეს. დაღუპულები არიან დარია და ტარიელ ფარტენაძეები.
„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, და-ძმის – 1972 წელს დაბადებული ტ.ფ. -ს და 1970 წელს დაბადებული დ.ფ. – ს გარდაცვალება გამოიწვია მოყინვამ. (სხეულის გადაციებამ).
პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს განზრახ მიყენებული რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებათ რაც სიკვდილს გამოიწვევდა. მომხდართან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, – განაცხადეს შსს-ში.

