ხატია დეკანოიძე: ხელისუფლების ბინძური პროპაგანდის წუმპეს განსაკუთრებით რეგიონი ისრუტავს

Read Time:1 Minute, 2 Second

ხელისუფლების ბინძური პროპაგანდის წუმპეს განსაკუთრებით რეგიონი ისრუტავს, რადგან იქ სამთავრობო არხები უფრო მეტად არის გავრცელებული, მაგრამ ადამიანებს კითხვები მაინც აქვთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„რეგიონებში პოლიტიკოსებს ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდებათ იმისთვის, რომ ადამიანებამდე საკუთარი კონტაქტი ძალიან კარგად მიიტანონ, ამას პირველ რიგში, ჩემი ჩათვლით ვამბობ. მე არ ვარ კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რეგიონებში პოლიტიკოსების ნაკლებობა არის. ეს მათთვისაც უსაფრთხოების საყრდენი შეიძლება იყოს ვინმე პოლიტიკური ლიდერი. ცვლილებების მომხრე ძალიან ბევრი ადამიანია, მაგრამ ელოდებიან, როდის იქნება ოპოზიციის მხრიდან საბოლოო კონფიგურაცია, რათა თვითონაც ჩამოყალიბდნენ. ხელისუფლების ამ ბინძური პროპაგანდის წუმპეს განსაკუთრებით რეგიონი ისრუტავს, რადგან იქ სამთავრობო არხები უფრო მეტად არის გავრცელებული, მაგრამ ადამიანებს კითხვები მაინც აქვთ. ამ პროპაგანდის გასანეიტრალებლად ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტელევიზიის საშუალებით საუბარი. დეპუტატი ქალების რეგიონებში სიარული და ხალხთან შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანია არ არის, ეს არის საინფორმაციო კამპანია, მათ შორის მოსახლეობის წინაშე ანგარიშის ჩაბარება – რა გავაკეთეთ, რატომ არის ევროპა მნიშვნელოვანი. გვქონდა ძალიან კარგი საინფორმაციო ბუკლეტები რუსული კანონის შესახებ.

ხშირად ისმის ხოლმე შეკითხვა, რატომ ქალები? ჩვენ ამ პარლამენტში ქალებს, მიუხედავად სხვადასხვა იდეოლოგიური პლატფორმებისა, კარგად გამოგვდიოდა თანამშრომლობა. რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში ქალებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს შარშანაც და წელსაც. მოსახლეობაში ქალი პოლიტიკოსების მიმღებლობა არის ძალიან მაღალი და პოზიტიური. ამიტომ, ქალი პოლიტიკოსების შეხვედრა რეგიონების მოსახლეობასთან არ იქნება ერთჯერადი და აუცილებლად გაგრძელდება“ , – განაცხადა დეკანოიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
100 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი: ქართულმა საზოგადოებამ მორიგ ჯერზე უნდა გაიგოს – სახელმწიფო მზად არის, რადიკალების მხრიდან არეულობა და რევოლუციური სცენარები არ დაუშვას
Next post ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მხრიდან როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეექმნას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, გაგრძელდება თანმიმდევრულად წინსვლა ამ მიმართულებით