დამოუკიდებელი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, დასანქცირებული მოსამართლეები მმართველი პარტიის წარმომადგენლებს აშანტაჟებენ.
„ისინი გადაეფარნენ დასანქცირებულ მოსამართლეებს. ფაქტია, რომ სასამართლო კლანი აშანტაჟებს ხელისუფლებას. ეუბნებიან: „თუ რამეს იტყვით და არ დაგვიცავთ, შექმნით კომისიას, ჩვენ გამოვალთ და ვიტყვით ყველაფერს, იმ უკანონობას, რაც ჩვენ გავაკეთეთ თქვენ გამო“, – აცხადებს დეკანოიძე.
სასამართლოზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ოპოზიცია ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ შეეცდება. საპარლამენტო უმრავლესობის პროცედურული ომი კი გრძელდება. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ქართველი მოსამართლეების სოლიდარობას განაგრძობენ.