„ქართული ოცნების“ შემოთავაზება იყო ჰაერი, წყალი, – ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ განაცხადა. „იმედის კვირასთან“ საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას დაკავების ფონზე, ოპოზიციისთვის მოლაპარაკებებში მონაწილეობა რთული იყო.
„როდესაც ჩვენი პარტიის თავმჯდომარე და ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი არის ციხეში და ტყვეობაში, ძალიან რთულია ვისაუბროთ რაიმე კომპრომისზე და ძალიან რთული იყო შეთანხმების მიღწევისთვის მოლაპარაკებებზე მისვლა, მაგრამ ჩვენ სახელმწიფოებრივად მივუდექით ამ საკითხს“, – განაცხადა დეკანოიძემ.
