„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე საერთო სასამართლოებისა და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის ნაწილში ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ კანონპროექტი ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება.
„ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება ეს კანონი, ახდენს სტიგმატიზაციას და განპიროვნება შეიძლება მოხდეს იმ ადამიანების, რომლებიც შეიძლება მოყვნენ ამ კანონმდებლობაში. უკრაინაში არის სხვა რეალობა. ასევე სისტემურ რეფორმებზე ამახვილებს ყურადღებას კომისია“, – განაცხადა დეკანოიძემ.