„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერს, ხატია დეკანოიძეს 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის გამოწერის შესახებ ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
„რუსთაველზე პატრულის ორი ეკიპაჟი მაჩერებს ვინაობის გადასამოწმებლად. გვაინტერესებს ამ ავტომანქანას ვინ მართავსო და მომცეს 5000-ლარიანი ქვითარი“, – წერს დეკანოიძე.