ხარკოვში დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა

Read Time:35 Second

ხარკოვში მორიგი საჰაერო თავდასხმისას რუსეთმა სულ მცირე 3 უმართავი ბომბი ჩამოაგდო. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებში 2 ადამიანის, მათ შორის 7 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს.

ხარკოვის ერთ-ერთ სოფელში ბომბი სახლის საძირკველს მოხვდა და ჩამოანგრია. სამმა ადამიანმა ნანგრევებიდან გამოსვლა შეძლო, ერთი კი მაშველებმა გადაარჩინეს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. 1.5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქადაგიშვილი – რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაზრდილი არ არის, წინასწარი აჟიოტაჟის ატეხვა არასწორი ტაქტიკაა, რომელსაც ოპოზიცია ყველა მიმართულებით ირჩევს
Next post ოთარ შამუგია: სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს