სამშაბათი, მაისი 13, 2025

ხარკოვის მერი: ქალაქი იბომბებოდა როდესაც კახა კალაძის ზარი გაისმა. მაშინვე ვუთხარი ხარკოველებს, რომ თბილისის მერი ჩვენს გვერდით არის ისევე, როგორც მთელი საქართველო

„იმედის კვირამ“ ხარკოვის მერთან ინტერვიუ ჩაწერა. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი უკვე მეთვრამეტე დღეა რუსი ოკუპანტების სამიზნეა. იგორ ტერეხოვმა ქალაქში არსებულ სამხედრო და ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ამხნევებს თბილისელი კოლეგა კახა კალაძე.

„ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს. ქალაქი იბომბებოდა როდესაც კახა კალაძის ზარი გაისმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის როგორც პოლიტიკურად ისე მორალურად. მაშინვე ვუთხარი ხარკოველებს, რომ თბილისის მერმა დარეკა და გვითხრა, რომ ჩვენს გვერდით არის ისევე, როგორც მთელი საქართველო და მზადაა დაგვეხმაროს რითაც შეძლებს.

ჩვენ, ხარკოველებს ყოველთვის თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს თბილისთან, საქართველოსთან. მე ხშირად ჩამოვდივარ თბილისში. ჩვენც, დღესასწაულებზე ყოველთვის გვსტუმრობენ დელეგაციები საქართველოდან. ხარკოვშია საქართველოს საპატიო საკონსულო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კახას ზარი. მინდა ქართველ ხალხს მივმართო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულს, ვინც მხარს უჭერს უკრაინას. მხარს უჭერს მას სამართლიან ბრძოლაში. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და საქართველოს და უკრაინის მეგობრული და თბილი ურთიერთობები გაგრძელდება სულ, როგორც ეს ყოველთვის იყო“, – განაცხადა ტერეხოვმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჟერარ დეპარდიეს 18-თვიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდეს

სამშაბათს, 13 მაისს, პარიზის სისხლის სამართლის სასამართლომ ფრანგ მსახიობს, 2021 წელს ფილმის გადაღების დროს, ორი ქალის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. 76 წლის ჟერარ დეპარდიეს 18-თვიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდეს. დაცვის მხარემ უკვე განაცხადა, რომ მსახიობი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.პარიზის სასამართლომ მსახიობი ჯერარ დეპარდიე ორი ქალის, ამელიეს (ამჟამად - 54 წლის) და 34 წლის სარას (ფიქტიური სახელი) სექსუალურ შევიწროებაში ცნო დამნაშავედ. ისინი ჟან ბეკერის ფილმის, „მწვანე ჟალუზების“ გადასაღებ მოედანზე, შესაბამისად, დეკორატორად და რეჟისორის ასისტენტად მუშაობდნენ. ფილმი 2021 წელს გადაიღეს. ამელიემ სასამართლოს განუცხადა, რომ მსახიობი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ეხებოდა, ფეხებზე ხელს უსვამდა და სექსუალური სიტყვებით მიმართავდა. „ის ყველგან მეხებოდა, მათ შორის მკერდზეც (...), მე შეშინებული ვიყავი, ის კი იცინოდა“, - თქვა მან. ეს არის მოძრაობა #MeToo ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე საფრანგეთში, რაც დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ სკანდელი ფრანგული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ფიგურას ეხება. დეპარდიემ სასამართლო პროცესზე თავი უდანაშაულოდ მიიჩნია, მაგრამ მოსამართლე ტიერი დონარმა ჩათვალა, რომ ფრანგი მსახიობის მიერ მიცემული ჩვენებები წინააღმდეგობრივი და არადამაჯერებელი იყო. 18-თვიან პირობით პატიმრობასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეპარდიე შეიყვანეს სექსუალურ დამნაშავეთა რეესტრში, პროკურატურის მოთხოვნით კი, მსახიობს ორი წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. თუმცა, დაცვის ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ ჟერარ დეპარდიე ყველა ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

როგორ ავარჩიოთ ყველაზე გემრიელი და მწიფე მარწყვი

მარწყვის სეზონი ძალაში შედის. ადგილობრივი კენკრა, როგორც წესი, გემოთი იმპორტირებულზე უკეთესია, რადგან მას მწიფე მდგომარეობაში კრეფენ, უცხოური მარწყვისგან განსხვავებით, რომელსაც უკეთესად ტრანსპორტირებისთვის უმწიფარი სახით კრეფენ. საბოლოო ჯამში, ეს უარყოფითად მოქმედებს გემოზე. თუმცა, შეძენისას ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მისი ფერი, ფორმა, სუნი და გარეგნობა.როგორი უნდა იყოს გემრიელი და მწიფე მარწყვი მარწყვის არჩევისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ მის „კუდს“. კენკრის ძირში ფოთლების მწვანე როზეტი მისი სიახლის მაჩვენებელია. დიდი ხნის განმავლობაში და არასწორად შენახვის შემთხვევაში, ის ჭკნება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის დაბერებული კენკრაა.იდეალური მარწყვი არის მშრალი, გლუვი ზედაპირის მქონე კენკრა, დაზიანების ან ლაქების ნიშნების გარეშე. არ უნდა იყიდოთ მარწყვი, რომელიც სველია ან, პირიქით, ძალიან მშრალად გამოიყურება, ასევე კენკრა ჩაღრმავებებით, ან ობის მქონე. მწიფე მარწყვს აქვს მდიდარი და ერთგვაროვანი ფერი. თუ კენკრას თეთრი ან მომწვანო უბნები აქვს, განსაკუთრებით წვერთან, სავარაუდოდ, ის ჯერ არ არის მწიფე და მჟავე იქნება.„ასევე, ყიდვამდე ღირს ხილის ფორმისა და ზომის დათვალიერება - დახლზე ყველა კენკრა დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ყველა ერთი და იგივე კლასისაა და გაყიდვამდე რამდენჯერმე არ გადაურჩევიათ.

სანქციების არ უნდა გვეშინოდეს, ვისაც შიშის გრძნობა უჩნდება, ის მაშინვე ყველაფერს წააგებს – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთში სანქციების არ უნდა ეშინოდეთ, თუმცა საჭიროა ნეგატიური შედეგების მინიმუმამდე დაყვანა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქმიანი რუსეთის“ წევრებთან ვიდეოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„არ უნდა გვეშინოდეს. ვისაც შიშის გრძნობა უჩნდება, ის ეგრევე ყველაფერს წააგებს. თუმცა აუცილებლად საჭიროა იმის გაცნობიერება, თუ რა ხდება და საჭიროა, იყო მზად ჩვენი შესაძლო მომავალი არაკეთილმოსურნეების ნებისმიერი ქმედებებისთვის. ისინი საკუთარი თავის საზიანოდვე ბევრ რამეს აკეთებენ. გგონია, რომ ამას და ამას ნამდვილად არ გააკეთებენ, რადგან ეს მათ აზიანებთ. თუმცა მაინც აკეთებენ, იდიოტები… ამიტომ, რა თქმა უნდა, სულ მცირე მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენთვის ნეგატიური შედეგები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბრისას.

გიორგი ხოჭავა: შემაგდეს ე.წ კაპეზეზე და 3 დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ...

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა და სამმართველოში, შემდგომ კი ე.წ. კაპეზეზე წამების ფაქტები გაიხსენა.როგორც მან აღნიშნა, მეგის ქარდავამ დაადო თავზე იარაღი და სთხოვდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი  მშობლების და 14 წლის ძმის მოკვლით ემუქრებოდა. მისივე თქმით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მიმდინარეობდა მისი სხვადასხვა სახით წამება.„გადამიყვანეს სამმართველოში  და შემიყვანეს ე.წ. ამოსაცნობ ოთახში. მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო. მამაჩემი და დედაჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. მე მათ ვხედავდი, ისინი მე ვერ მხედავდნენ. ისევ დამაჩოქეს. მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, რომ მე შენ ახლა გესვრი თუ არ მეტყვი სად არის ალიბები და მერე დავხოცავ შენ მშობლებსო, შენ ძმასო, 14 წლის ბავშვსო.ხმას არ ვიღებდი და მინდოდა, რომ რაღაცნაირად რამდენიმე წუთით მაინც გამენეიტრალებინა ეს სიტუაცია და მე მას ვუთხარი ეს არ გაეკეთებინა და ერთი-ერთზე კაბინეტში დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. მან მითხრა კარგიო, შევედი კაბინეტში და მე მას ვუთხარი, რომ მე ეს არ გამიკეთებია და შენ ეს იცი, შენ უკვე მეორეჯერ გეუბნები, რომ თუ ჩემი მოკვლა გინდა, მე მომკალი, ჩემი მშობლები არაფერ შუაში არ იყვნენ და მათთვის თავი დაენებებინა.ორი დღით ადრე დამიჭირეს ვიდრე მერე ჩაწერეს ჩემი დაჭერის თარიღი. შემაგდეს ე.წ კაპეზეზე და სამი დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ თითქმის ყველა ცემის ეპიზოდში“, - განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

სამარცხვინო და მტკივნეულია, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდება-მიხეილ ჯანელიძე

„სამარცხვინო და მტკივნეულია, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდება. კარგი რაც შეიძლება დავინახოთ დღეს კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან, არის რომ ქართული ოცნება სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება რომ მისი დასასრული ახლოვდება“ — ასე აფასებს ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ 13 მაისს გავრცელებულ ღია წერილს. ჯანელიძის შეფასებით, კობახიძის ტექსტი არა მხოლოდ მმართველი პარტიის თავდაცვით პოზიციას აჩვენებს, არამედ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის სიღრმეზეც მიუთითებს. „კარგი რაც შეიძლება დავინახოთ დღეს კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან, არის რომ „ქართული ოცნება“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება, რომ მისი დასასრული ახლოვდება“, - წერს მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“.

ბოლო სიახლეები