ხარკოვზე ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ქალაქის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსებს. ვრცელდება ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ კორპუსია ცეცხლის ალში გახვეული.
ქალაქში განგაშის სიგნალის ხმა ისმის. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჩრდილოეთ სალტოვკასა და დანილოვკაში. მონაცემები ზუსტდება.