შაბათი, იანვარი 17, 2026

„ხალხის ძალა“: ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო ამერიკელების მიერ დალაგებული სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლო სისტემა საქართველოში და ამ ბნელ წარსულს არასოდეს უნდა დავუბრუნდეთ

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„2004-12 წლებში საქართველოს სასამართლო სისტემას უცხოელი აგენტები – სააკაშვილი და ადეიშვილი დაეპატრონენ. ყველამ კარგად ვიცით, სადამდე მიიყვანა ამერიკელების მიერ გამწესებულმა ხელისუფლებამ მაშინ ქართული მართლმსაჯულება. სასამართლოს ხელით საქართველოში გაუბედურდა ათიათასობით ოჯახი. სასამართლო გადაქცეული იყო პოლიტიკური რეპრესიების, ელიტური კორუფციის, ბიზნესის რეკეტის, დამოუკიდებელი მედიის მიტაცების, ადამიანების დაშინების ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად. უამრავი ადამიანისთვის უსამართლო განაჩენი ნაადრევი სიკვდილით, ჯანმრთელობის მძიმე შერყევით ან ოჯახის გაღატაკებით დასრულდა.

ამ სისტემის შემოქმედი სააკაშვილი დღეს ამერიკელების განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ მყოფი პატიმარია, რომელიც კერძო საავადმყოფოს ლუქსპალატაში ყოფნას ვერ იტანს და რომელზეც გვეუბნებიან, რომ წონაში ხელოვნურად კლების გამო უნდა გავათავისუფლოთ. კორუმპირებული სასამართლო სისტემის მეორე შემოქმედი, ზურაბ ადეიშვილი ამერიკელებისგან ხელშეუხებლობის სრული გარანტიით სარგებლობს.

ამ ფონზე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის სანქცირება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე უბრალოდ ცინიზმის მწვერვალია. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკელები საქართველოს სუვერენიტეტს არ ცნობენ და მეტიც, საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ისტერიულად უპირისპირდებიან.

იგივე ეხება ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასაც, რომელიც ამერიკელებმა 2012 წლიდან მოყოლებული ვერაფრით მოინელეს. არსებობს რამდენიმე ამერიკელი სენატორის რამდენიმე წლის წინანდელი წერილი ამერიკის პრეზიდენტისადმი, სადაც ისინი დეტალურად აღწერენ, თუ როგორ ჩაუგდეს ამერიკელებმა, კერძოდ, USAID-მა, სოროსის ფონდმა და ისტ-უესტ მენეჯმენტმა ალბანეთის სოციალისტურ პარტიას ხელში ალბანეთის სასამართლო სისტემა. მსგავსი პროცესები სასამართლოზე ამერიკული კონტროლის დასამყარებლად არაერთ ქვეყანაში წარიმართებოდა და წარიმართება. დღევანდელი საქართველოც ამის საუკეთესო მაგალითია, სადაც უკვე რამდენიმე წელია, ამერიკელები სასამართლოზე ნაცმოძრაობის კონტროლის დაბრუნებას გამალებული ცდილობენ.

ამერიკელები არ ერიდებიან პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას მიმდინარე სასამართლო საქმეებზე, რისი ყველაზე ცხადი მაგალითიც რუსთავი 2-ის შემთხვევა იყო. ისინი პირდაპირ იბარებენ მოსამართლეს და სთხოვენ ანგარიშს მათთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეზე, შემდეგ კი, მას ამერიკაში ვიზიტს უუქმებენ. ამერიკელები სასამართლო სისტემის კონსტიტუციურ ორგანოს – იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ უთანხმებენ არცერთ შეხვედრას, ვიზიტს, ტრენინგს თუ სხვა ღონისძიებას, რასაც სასამართლო ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებისთვის იყენებენ. ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ყველაფერს რბილად პასუხობდა, რამაც ამერიკელების მიერ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფის კულმინაციამდე – მოსამართლეების სანქცირებამდე მიგვიყვანა.

ამერიკელების თავხედური ქმედებები სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური წესრიგის მიმართ მათი მტრული დამოკიდებულების შედეგია. როდესაც ამერიკაში სასამართლოს ნდობა ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობა სულაც 25 პროცენტზეა ჩამოსული, უმჯობესია ამერიკელებმა საკუთარ დემოკრატიასა და სასამართლო სისტემაში არსებული დირე მოიკითხონ და სხვის დემოკრატიასა და სასამართლო სისტემაში ბეწვი არ ეძებონ.

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო ამერიკელების მიერ დალაგებული სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლო სისტემა საქართველოში და ამ ბნელ წარსულს არასოდეს უნდა დავუბრუნდეთ. ამისათვის კი, აუცილებელია, ხელისუფლებამ გამოავლინოს მეტი პრინციპულობა და როგორც საქართველოს სუვერენიტეტი, ისე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ანტიდემოკრატიული შეტევებისგან მეტი სიმკაცრით დაიცვას“, – ანიშნულია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როგორ და როდის უნდა მიიღოთ სწორად ნათლისღების ნაკურთხი წყალი – ღვთის მსახურის რჩევები

ნათლისღების წყალი დიდი კურთხევის შემდეგ გროვდება, რომელიც მხოლოდ 18 და 19 იანვარს ხდება. ეს დღე უფლის იორდანეში ნათლობას უკავშირდება და ეს წყალი განსაკუთრებული წესით უნდა იქნეს გამოყენებული, - ამბობს ღვთის მსახური. ამ დღეებში ნაკურთი წყალი განსაკუთრებული რელიკვიაა. ის სპეციალურ ჭურჭელში (ბოთლში ან ქილაში) უნდა შეინახოთ, პატივისცემით მოეპყროთ და, როგორც წესი, უზმოზე დალიოთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი ნაკურთხი წყლისგან განსხვავებით, ნათლისღების წყალი მთელი დღის განმავლობაში არ შეიძლება დალიოთ.ღვთის მსახურის თქმით, ეს წყალი დიდი პატივისცემით უნდა შეინახოთ. მისი შენახვა ერთი წლის განმავლობაში შეიძლება და, როგორც წესი, არ ფუჭდება. მღვდელმა აღნიშნა, რომ ნათლისღების წყალი სულიერი ძალის გასაძლიერებლადაა განკუთვნილი.

-18 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება! – განახლებული ამინდის პროგნოზი

17  იანვარი - შაბათიდასავლეთ საქართველოში  - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ნალექი, ზოგან თოვლის სახით, შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთაში ქარბუქი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, სანაპირო რაიონებში სამხრეთ-დასავლეთის 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -2, +3°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -9, -4°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -15, -10°, დღისით -5, 0°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან თოვლი, შესაძლებელია ნისლი, მაღალმთაში ქარბუქი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -7, -2°, დღისით 0, +5°; მთაში ღამით -14, -9°, დღისით -5, 0°; მაღალმთაში ღამით -14, -9°, ზოგან -18°-მდე, დღისით -8, -3°.18  იანვარი - კვირადასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში უმეტეს რაიონში  ნალექი,  უმეტესად თოვლის სახით,ღამით ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, სანაპირო რაიონებში ზოგან სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობშიღამით -2, +3°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -5, 0°.აღმოსავლეთ საქართველოში - ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -5, 0°, დღისით -2, +3°, მთაში ღამით -8, -3°,  დღისით -3, +2°; მაღალმთაში ღამით -13, -8°,  დღისით -7, -2°,19  იანვარი - ორშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ, დღისით სანაპირო რაიონებში ზოგან სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -2, +3°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -11, -6°, დღისით -5, 0°.აღმოსავლეთ საქართველოში - ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -5, 0°, დღისით -3, +2°, მთაში ღამით -7, -2°,ზოგან -12°-მდე, დღისით -5, 0°; მაღალმთაში ღამით -13, -8°, ზოგან -16°-მდე, დღისით -9, -4°,

მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციის გიოქსუნის რაიონში, 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი 7.01 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მიხეილ სააკაშვილი – გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, მსურს ჩავუტარო თათბირი გამოცდილების გაზიარების კუთხით და მოვამზადოთ აქედან გაქცევის ერთობლივი გეგმა

გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში უშიშროების საბჭოს სხდომაზე,-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გავრცელდა.სააკაშვილი თავის პოსტში, 2021 წელს, მისი დაკავების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრისა და სუს-ის უფროსის მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ამახვილებს ყურადღებას.„მას შემდეგ რაც რუსებმა მიაწოდეს ამათ ინფორმაცია ჩემი ადგილსამყოფლის შესახებ და მე დამატყვევეს 2021 წლის 1 ოქტომბერს, ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და გომელაურის სამეულმა ჩაატარა საზეიმო ბრიფინგი.ხოდა ახლა გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში უშიშროების საბჭოს სხდომაზე.მსურს ჩავუტარო თათბირი გამოცდილების გაზიარების კუთხით და მოვამზადოთ აქედან გაქცევის ერთობლივი გეგმა“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

სამხრეთ აფრიკაში, მოზამბიკსა და ზიმბაბვეში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ აფრიკაში, მოზამბიკსა და ზიმბაბვეში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.ამასთან, მეტეოროლოგების პროგნოზით, აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში მომდევნო დღეებში სტიქიის გაძლიერებაა მოსალოდნელი.მსოფლიო სურსათის პროგრამის ცნობით, ცენტრალურ და სამხრეთ მოზამბიკში 200 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა, ათასობით სახლი დაზიანდა და ევაკუაცია ათიათასობით ადამიანს ესაჭიროება.ზიმბაბვეს ოფიციალური პირების განცხადებით, წყალდიდობის შედეგად მიმდინარე წელს ქვეყანაში, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა, 1 000-ზე მეტი სახლი კი განადგურდა.სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ორ ჩრდილოეთ პროვინციაში, ლიმპოპოსა და მპუმალანგაში, გასულ თვეში დაწყებული ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა.მედიის ცნობით, წყალდიდობამ ასევე მოიცვა კუნძულოვანი სახელმწიფო მადაგასკარი, მალავი და ზამბია. მადაგასკარის ხელისუფლების ცნობით, ნოემბრის ბოლოდან წყალდიდობის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო სიახლეები

მიწისძვრა მოხდა