სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

„ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ მოძრაობას 200-მდე ახალი წევრი შეემატა

„ხალხის ძალა“ ფართოვდება, დღეს მოძრაობას 200-მდე ახალი წევრი შეემატა – ესენი არიან საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიდან, – ამის შესახებ მოძრაობის ლიდერებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათივე თქმით, მოძრაობის მიზანი მოსახლეობის ინფორმირებაა იმ საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას.

როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, ამ დრომდე მთავარი საფრთხე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებია.

„ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და საჯარო განცხადებებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რამდენად სწორი და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება იყო, როცა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ჩამოვაყალიბეთ და ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დავისახეთ, საქართველოს მოსახლეობას ღიად ველაპარაკოთ იმ საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ – მთავარი საფრთხე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებს უკავშირდებოდა და ჩვენი უპირველესი ამოცანა სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილება იყო. ამის გაკეთება კი ერთადერთ ძალას – სწორად და დროულად ინფორმირებულ ხალხს და მის გადაწყვეტილებებს – შეეძლო. ვფიქრობთ, რომ პირველი ეტაპის ამოცანა ჩვენმა მოძრაობამ (საზოგადოებასთან ერთად) წარმატებით შეასრულა, თუმცა, საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის განეიტრალებული“, – აღნიშნავენ მოძრაობის დამფუძნებლები.

მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, ბოლო პერიოდში უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებულია მუქარები და ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები.

„ხალხის ძალა“ შემაშფოთებელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ „უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსად, საქართველოში ხელისუფლების იარაღით შეცვლისკენ მოწოდება ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერისგანაც მოვისმენთ, რაზეც საქართველოში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ მსგავსი მოწოდებები გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია“.

„ბოლო პერიოდში გააქტიურდა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მუქარები, ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები და ქმედებები. რადგან ხალხი და ხელისუფლება ერთობლივად წინ აღუდგა საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებს, უკრაინის ხელისუფლებამ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, სანქციების სიაში შეიყვანა საქართველოს ოთხი მოქალაქე. პარალელურად, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ მუქარაზე გადავიდნენ, რომ მზად არიან, საქართველოში ხელისუფლება იარაღის ძალით შეცვალონ. ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ საქართველოში ხელისუფლების იარაღით შეცვლისკენ მსგავსი მოწოდება რამდენიმე კვირის წინ ამერიკელი კონგრესმენის, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ადამ კინზინგერისგანაც მოვისმენთ, ხოლო საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მსგავსი მოწოდებები გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია და მეტი არაფერი. ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხი გაერთიანდეს მშვიდობის და იმ ღირებულებების დასაცავად, რასაც ევროპული ცივილიზაცია ეფუძნება და რაც ქართული ტრადიციების განუყოფელი ნაწილია. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მოძრაობის შემდგომი ნაბიჯი რეგიონული წარმომადგენლობის გაძლიერება იქნებოდა და ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდიდით. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ დღევანდელ ურთულეს გარემოში, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების სიმართლით (და საჭირო ინფორმაციით) აღჭურვა გვესახება. შესაბამისად, დღეს ჩვენს მოძრაობას შემოუერთდნენ საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიდან. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ერთიანობით და საზოგადოების ძალისხმევით გადავლახავთ ყველა სიძნელეს, რაც ჩვენი სამშობლოს წინაშე დგას და საქართველოს განვითარებას ხელს ვერაფერი შეუშლის, რადგან ისტორიული კანონზომიერებაა, რომ სიმართლე და სამართლიანობა საბოლოოდ აუცილებლად იმარჯვებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები