ხათუნა ჟორდანია – მთელი საქართველო ღირებულებითი არჩევანის წინაშეა, მე უპირობოდ მხარს ვუჭერ იოსებ ხახალეიშვილს

Read Time:54 Second

ქუთაისი ჩემი დედულეთია და  მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს, – ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ხათუნა ჟორდანიამ განაცხადა, მთელი საქართველო დღეს ღირებულებითი არჩევანის წინაშეა.

“მე პირადად “ქართულ ოცნებას” იმ დღიდან ვაძლევს ხმას და თანავუგრძნობ, რა დღიდანაც ეს პარტია შეიქმნა. ჩვენ, ვინც “ქართულ ოცნებას” ვაძლევთ ხმას, ბევრი პრეტენზიაც გვაქვს მთავრობასთან, მაგრამ როდესაც დღეს არჩევანის წინაშე ვდგავართ – სიყვარული თუ ბოროტება, თავისუფლება, თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება თუ ტერორი, მე მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” დღეს ალტერნატივა არ უნდა ჰყავდეს და ვერ წარმომიდგენია, ამ ქვეყანაში ამდენი წლის მერე თუკი არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც შეუძლია, რომ მწამებელთა პარტიას ხმა მისცენ. ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, გაუგებარია. რაც შეეხება ბატონ სოსოს, პირველ რიგში, ის ჩემთვის “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული კანდიდატია და უპირობოდ დავუჭერ მხარს. ამას გარდა, ქუთაისი ჩემი დედულეთია და  მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს”, – განაცხადა ჟორდანიამ.

ცნობილი სახეები ქუთაისში, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდასაჭერად მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ, მათ შორის არიან ხათუნა ჟორდანია, გივი სიხარულიძე, ბექა ჩხაიძე და სხვები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას – ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება
Next post მეუფე შიო მუჯირი – ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ან ღვთის ნებით, ან ღვთისგან დაშვებულია