ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

“ხაბეიშვილი რაღაცას აბუტბუტდება გახარიაზე, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის” – ბექა ლილუაშვილი

ოპოზიციაში უთანხმოება და დაპირისპირება გრძელდება – “ნაციონალური მოძრაობა” სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, ამჯერად მწვავედ აკრიტიკებს გიორგი გახარიას გუნდს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, “გახარია საქართველოსთვის” წევრები ან პარლამენტიდან უნდა გამოვიდნენ, ან ოპოზიციის კრიტიკას შეეშვან, ან ერთიანობას დათანხმდნენ. ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოებამ დასკვნა უნდა გამოიტანოს – ვინ არის რეალურად ოპოზიცია.

გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ ხაბეიშვილის განცხადებები მათთვის საინტერესო არ არის.

“ხაბეიშვილი რაღაცას აბუტბუტდება გახარიაზე, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ვერც ხაბეიშვილი და ვერც ვერავინ ამ ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი მხარდამჭერების გარდა ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შეგვიცვლის, მით უმეტეს ვიღაც ხაბეიშვილი. თვითონ რაში გადავიდნენ – თავდაცვიდან თავდასხმაში თუ პირიქით, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად არ არის საინტერესო.

ვიღაცას თავის წარმოდგენებში და ოცნებებში ელანდება რაღაც. ერთი პარტიის ჩამოყალიბებაც, სადაც იქნება პარტია “გახარია საქართველოსთვის” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, ესეთი რამ ბუნებაშიც ვერ იარსებებს”, – აცხადებს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკა გილაური – ფონდების ანგარიშების დაყადაღება არის სრული ფარსი, საქართველოში სიკეთის კეთება, გასაჭირში მყოფთა გვერდში დგომა, უსამართლოდ დაჩაგრულთა დახმარება ვერ აიკრძალება

ფონდების ანგარიშების დაყადაღება სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე არის სრული ფარსი. დაზარალებულთა მხარდაჭერა დანაშაული არ არის – ეს არის მოვალეობა ყველა იმ ადამიანის, ვისაც სჯერა ქვეყნის გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სოციალურ ქსელში წერს.„ეს ფონდები ბიზნესისა და მოქალაქეების შემოწირულობებით ეხმარებიან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს, უსამართლოდ დაჯარიმებულ და ნაცემ ადამიანებს, ფარავენ მათი მკურნალობისა და წამლის ხარჯებს, თანადგომას უწევენ დაპატიმრებულთა ოჯახებს.როდესაც სიკეთის კეთებას აიგივებ დანაშაულთან, როდესაც დახმარების ხელის გაწვდენას გაჭირვებულისთვის ასაღებ ქვეყნის მტრობად – საზოგადოების ერთიანობა და ერთმანეთის გვერდში დგომა ხდება უფრო და უფრო ძლიერი!საქართველოში სიკეთის კეთება, გასაჭირში მყოფთა გვერდში დგომა, უსამართლოდ დაჩაგრულთა დახმარება ვერ აიკრძალება!“ – წერს ნიკა გილაური.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ წერეთელმა და კომპანიის - „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვარდუაშვილმა უნივერსიტეტსა და ფარმაცევტულ საწარმოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათივე ცნობით, მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კვალიფიციური განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რაც ერთი მხრივ, განავითარებს სტუდენტთა პრაქტიკულ უნარებს, ხოლო მეორე მხრივ, გააძლიერებს კომპანიის კვლევით და პროფესიულ რესურსებს.მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს შესაბამის დარგში ინოვაციების დანერგვასა და პროფესიონალური კადრების მომზადებას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, უნივერსიტეტის მიზანია სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მისცეს, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, „ჯი ემ ფარმასიუთიქალსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, ბიოტექნოლოგიის, ქიმიის, ფარმაციისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებების სტუდენტებს ექნებათ კვლევით პროექტებში ჩართვისა და წამყვან ფარმაცევტულ კომპანიაში პრაქტიკული ტრენინგის გავლის შესაძლებლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს, თეორიული ცოდნა რეალურ პრაქტიკასთან დააკავშირონ და მიიღონ ის უნარები, რომლებიც წარმატებული კარიერისთვის არის აუცილებელი.„განათლება, მეცნიერება და ინდუსტრია ერთად ქმნიან მომავალს, სადაც ინოვაცია და მაღალი ხარისხი დგას განვითარების სათავეში. „ჯი ემ ფარმასიუთიქალსთან“ პარტნიორობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ინოვაციებისა და სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა. ამ თანამშრომლობით ჩვენ შევქმნით ერთობლივ კვლევით პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალი ფარმაცევტული ტექნოლოგიების, ხარისხის კონტროლის მეთოდებისა და ჯანდაცვის გადაწყვეტილებების განვითარებას. ეს არა მარტო ჩვენს სტუდენტებს და მეცნიერებს წაადგება, არამედ საქართველოს ფარმაცევტული სექტორის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს. მჯერა, რომ ეს პარტნიორობა მოიტანს კონკრეტულ და ხანგრძლივ შედეგებს, რომლებიც ჩვენს სტუდენტებსა და საქართველოს ფარმაცევტულ სექტორს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. ჩვენ ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას კომპანიასთან და იმ წარმატებებს, რასაც ჩვენი სტუდენტები ამ შესაძლებლობის სრული გამოყენებით მიაღწევენ“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, მემორანდუმი სტუდენტთა კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მათ ექნებათ საშუალება შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება, ჩამოაყალიბონ პროფესიული კავშირები და მნიშვნელოვნად გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ისწრაფვის სტუდენტებისთვის არა მხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებისკენ, რაც მათ რეალურ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. „ჯი ემ ფარმასიუთიქალსთან“ თანამშრომლობა ამ ხედვის ნათელი დასტურია. მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენს სტუდენტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტების გამოცდილება, გაეცნონ უახლეს ტექნოლოგიებს და განავითარონ პრაქტიკული უნარები, რაც მათ პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირის გაძლიერება, რათა ჩვენი სტუდენტები სრულად მომზადებულნი შეხვდნენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს. დიდი მადლობა კომპანიას სტუდენტების პროფესიული განვითარებისა და განათლების მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ ეს თანამშრომლობა არაერთ მნიშვნელოვან მიღწევას მოგვიტანს და გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატების სიმბოლო გახდება“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ლევან ხაბეიშვილის ნებისმიერი განცხადება და დაპირება ნულის ტოლია – გურამ მაჭარაშვილი

ხაბეიშვილის მიერ ნებისმიერი განცხადების გაკეთება და დაპირება ნულის ტოლია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამოირჩევა იმით, რომ რასაც თავის ამომრჩევლებს ჰპირდება, ვერაფერს ასრულებს.„ხაბეიშვილი ამბობდა, რომ პარტიის თავმჯდომარე როცა გახდებოდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, მიხეილ სააკაშვილს ციხიდან დაიხსნიდა, რომელიც სასჯელს დამსახურებულად იხდის. მსგავსი ვერაფერი გააკეთა. შემდეგ საზოგადოებას დაჰპირდა, რომ პარლამენტში რომ შევალ, იქ ხელისუფლებას ამოვატრიალებო და პარლამენტიდან ისე გამოვიდა, მის მიერ გაკრიტიკებული ერთი კანონი არავის უნახავს. შემდეგ ისე მოხსნეს თანამდებობიდან, რომ მადლობაც არავინ გადაუხადა. შესაბამისად, ხაბეიშვილის მიერ ნებისმიერი განცხადების გაკეთება და დაპირება ნულის ტოლია. აი, ამ სიტუაციაში ჩაიგდეს თავი. თან ახლა აქტიური ბრძოლიდან, თავდასხმიდან თავდაცვაში გადადიხარ, თუ საერთოდ პოლიტიკიდან მიდიხარ, ეს უკვე ნიშნავს, რომ განცხადებას აკეთებ, რომ შენ პოლიტიკაში უკვე არაფერი გესაქმება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.ცნობისთვის, 18 მარტს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა: „ჩვენი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებაა – არცერთი ნაბიჯი უკან და, მათ შორის, ყველა ე.წ. ოპოზიციონერს გაეცემა პასუხი მათ ქმედებებზე. „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია, ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობას“ ესხმიან თავს. ჩვენი მომდევნო პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციასთან. 13 წელი ჩვენს კისერზე გადაიარა ყველაფერმა, ზოგი ორი დღეა, რაც ოპოზიციაშია და ტალახი გვესროლონ, ასე არ გამოვა“.

ადვოკატი – მზია ამაღლობელთან მიმართებით პროცესი აბსოლუტურად რეპრესიულია

სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო. ასე ეხმაურება ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობისა და 2000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე.გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელთან მიმართებით სასამართლო სისტემა და ყველა უწყება „აბსოლუტურად რეპრესიულია“.„ეს არის ის უკანონო გადაწყვეტილება, რაც სამწუხაროდ მზია ამაღლობელის მიმართ, დაკავებიდან დღემდე, გრძელდება. ვხედავთ სასამართლო სისტემისა და ყველა უწყების დონეზე, სადაც სახელმწიფო ერთვება, რომ მზია ამაღლობელთან მიმართებით პროცესი აბსოლუტურად რეპრესიულია და დასჯაზეა მიმართული. დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამის გამოვლინებაა“, - განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა.ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს სისხლის სამართლის წესით.

მიხეილ ხიდურელი: ინვესტორებისთვის საინტერესოა ორი ფაქტორი – საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობა და სტრატეგიული ადგილმდებარეობა

მსოფლიოში ერთ-ერთმა გავლენიანმა საინფორმაციო სააგენტომ საქართველოს შესახებ ვიდეო და სტატია გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სტრატეგიულ სავაჭრო ჰაბად მოიხსენია.„როიტერსი“-ს ობიექტივში ნაჩვენებია საქართველოში არსებული უნიკალური საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, სწრაფი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ის შესაძლებლობები, რასაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს. „როიტერსი“-ს გადამღებ ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ უმასპინძლა.როგორც სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი ვიდეოში აღნიშნავს, საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გადამწყვეტი ფაქტორია, რაც ინვესტორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას ინტერესს უჩენს ჩვენი ქვეყნის მიმართ.„სტრატეგიული პოზიცია გვიქმნის კონკურენტულ უპირატესობას და მოქნილობას გვქონდეს წვდომა ევროპულ და აზიურ სამომხმარებლო ბაზრებთან, მათ შორის ჩინეთსა და ევროკავშირთან. განსაკუთრებით ახლა, საქართველოს სავაჭრო დერეფნის როლი კიდევ უფრო ძლიერდება და ვხედავთ, რომ მისი მნიშვნელობა ვლინდება, როგორც ვაჭრობის, ასევე, ტვირთბრუნვის მოცულობის ზრდის კუთხით“ - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.ქვეყნის ბიზნეს შესაძლებლობებზე საუბრისას ხიდურელმა ხაზი გაუსვა უძრავი ქონების სექტორს, რაც, მისი თქმით, მულტიპლიკაციურ ეფექტს ახდენს სხვა სექტორებზეც, მათ შორის ენერგეტიკაზე. სააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს BPO და IT სექტორები - მოცემულ დარგებში მოქმედი კომპანიებისთვის უმთავრეს ფაქტორს კვალიფიციური კადრების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს და საქართველოს ამ მხრივაც მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია.„საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობა ინვესტორთა ინტერესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. ჩვენი პრიორიტეტი მუდმივად იქნება არსებული ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება, ახალი სტიმულების შექმნა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი გაძლიერება, რათა საქართველო მდგრადად ინარჩუნებდეს ლიდერის პოზიციას“ - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები