პარასკევი, აპრილი 25, 2025

ჭიათურის საწარმოებს ახალი მენეჯერი ჰყავს – მიხეილ სოცკის თქმით, პირველი მაღაროები 20 მაისს ამუშავდება

ჭიათურის საწარმოებს ახალი მენეჯერი ჰყავს. სამუშაო პროცესს მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს. ამ დროისთვის ჭიათურაში წარმოების განახლების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

სამოქმედო გეგმა დღეს “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა წარადგინა. პრესკონფერენციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა.

რეორგანიზაციის ფარგლებში, ჭიათურაში უკვე დაიწყო საშტატო პოზიციებზე დასაქმებით დაინტერესებული თანამშრომლების განაცხადების მიღებაც. დაგეგმილია ინდივიდუალური გასაუბრებები, რომელშიც მონაწილეობას მოწვეული ექსპერტები, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები მიიღებენ. მაღაროების სამუშაოების აღდგენამდე კი მათი ტექნიკური მდგომარეობა შემოწმდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღაროების მუშაობის სრულფასოვნად აღდგენა მაისის ბოლოდან იგეგმება.

“სამთო გამონამუშევარები ძალიან დიდხანს იყო ტექნიკური მდგომარეობის კონტროლის გარეშე. სასწრაფო წესით უნდა შევაფასოთ ის დამღუპველი ზემოქმედების შედეგები, რაც გამოიწვია ამ უკონტროლობამ და უყურადღებობამ. მაღაროები იყო ტექნიკური ზედამხედველობის, რევიზიის, ვენტილაციისა და წყალსაქაჩის გარეშე, ენერგეტიკული მოწყობილობები დარჩენილი იყო უკონტროლოდ და ჯერ არ ვიცით მათი მდგომარეობა. ასევე, უნდა განისაზღვროს ინვესტიციის ოდენობა მაღაროებზე არსებული ავარიების და მდგომარეობის გამოსასწორებლად. ყველა მაღარო კომპლექსურ კვლევას საჭიროებს. ერთდროულად იმუშავებს სპეციალისტების ხუთი ჯგუფი. ეს ჯგუფები ძირითადად დაკომპლექტებულია ჭიათურელებისგან. 15 მაისს მივიღებთ წინასწარ შედეგებს მდგომარეობის შესახებ. ამ შედეგების მიხედვით შედგება მაღაროების წლიური ექსპლუატაციის გრაფიკი. პირველი მაღაროები გაეშვება 20 მაისს, თანმიმდევრობა შემდეგი მაღაროების განისაზღვრება ტექნიკური მდგომარეობებიდან გამომდინარე. წინასწარი შეფასებით, 3-4 თვის პერიოდში გაეშვება ყველა მაღარო.

ჩვენ გვაქვს სამი მიზანი – მაღაროების ტექნიკური კვლევა, ახალი საშტატო განაკვეთის ფორმირება, ასევე, სერიოზულად გადაიხედება მენეჯერების ჯგუფების ფორმირების პრინციპი და საერთო ჯამში, 2026 წლის პირველ იანვარს საწარმო უნდა გამოვიყვანოთ წამგებიანობიდან. ეს სამი ძირითადი მიზანია, რომლითაც ჩვენ მოვედით.

ასევე, მინდა გავაჟღერო, რას არ გავაკეთებთ არასდროს – არ მივიღებთ მონაწილეობას პროცესებში, რომელიც არ ეხება წარმოებას. არ შევალთ პოლემიკაში დესტრუქციულად განწყობილ ადამიანებთან. მხოლოდ იმ ადამიანებთან გვექნება კომუნიკაცია, ვინც დაინტერესებულია მხოლოდ საწარმო პროცესებით.

ყველა ჭიათურელს ვთხოვთ, მიიღონ აქტიური მონაწილეობა მაღაროებში სამუშაოების აღდგენაში. ჩამოთვლილი დავალებების მიზნების შესრულების შემდეგ, შედგება ჭიათურის განვითარების 7-წლიანი გეგმა, რომელიც თავის თავში მოიცავს ახალი უბნების და მაღაროების გახსნას. ეს თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ სამუშაო ადგილების რაოდენობა”, – განაცხადა მიხეილ სოცკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნათია თურნავა – ამერიკელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია სტაბილური ვითარება, მშვიდობა, რაც არის ჩვენ ქვეყანაში

ჩვენ ველოდებით ახალ ინვესტორებს საქართველოში და ვხედავთ კიდეც ამ ტენდენციებს, იქნება ეს რეალური ეკონომიკა თუ საფინანსო სექტორი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ აშშ-ში, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ამერიკელ ინვესტორთა ჯგუფთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.ნათია თურნავას თქმით, შეხვედრები გაიმართა საკმაოდ ცნობილ საინვესტიციო ფონდებთან, რომელთა ნაწილი უკვე ოპერირებს ქართულ კაპიტალის ბაზარზე, იძენს სახაზინო ვალდებულებებს და აკეთებს ინვესტირებას. ნაწილი კი, ახალი ინვესტორები არიან, რომლებიც აკვირდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს ეძებენ.როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა ამერიკელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია ჩვენს ქვეყანაში არსებული სტაბილური ვითარება, მშვიდობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ინვესტორები ნაკლებ რისკიან ქვეყნებში ეძებენ ადგილს ინვესტირებისთვის.მისივე განცხადებით, ამერიკელ ინვესტორებთან საკმაოდ საინტერესო საუბარი შედგა. სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრები და არსებული პერსპექტივები, რასაც საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქმნის, ახალი ინვესტორებისთვის მაღალი მოგების მიღების შესაძლებლობაა და ამავდროულად, ინფლაციის ან რაიმე ეკონომიკური შოკის ალბათობაც ნაკლებია.

მედია: უკრაინაში დაიღუპა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის მოადგილის ვაჟი, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა

უკრაინაში დაიღუპა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორის მოადგილის, ჯულიან გლოსის ვაჟი, 21 წლის მაიკლ გლოსი, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.მაიკლ გლოსი ამერიკელი სამხედროების შვილია. ჯულიან გალინა გლოსმა დაამთავრა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემია, 90-იან წლებში კი გახდა აკადემიის კურსანტთა შემადგენლობის პირველი ქალი მეთაური. დაზვერვის სფეროში 30-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2024 წლის თებერვალში ის დაინიშნა CIA-ს დირექტორის მოადგილედ ციფრული ინოვაციების მიმართულებით. გლოსის მამა - ლარი გლოსი - აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერანია, ის ხელმძღვანელობს სტრუქტურას, რომელიც ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის აშშ-ის მთავრობისა და პენტაგონისთვის.2023 წლის აგვისტოში გლოსი რუსეთში ჩავიდა. რუსეთში მოგზაურობის შემდეგ, როდესაც მისი ვიზის ვადა იწურებოდა, მაიკლი, სავარაუდოდ, მოხალისედ ჩაეწერა უკრაინაში ომში. მისი სახელი გამოჩნდა მოსკოვის ერთ-ერთ მონაცემთა ბაზაში, სადაც მისამართად მითითებული იყო საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის პუნქტი იაბლოჩკოვის ქუჩაზე, ხოლო „ბინად“ - სამედიცინო შემოწმების კაბინეტი #302. ამ მისამართს უთითებდნენ უცხოელებს, რომლებიც ჩადიოდნენ მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გასაფორმებლად და მიემგზავრებოდნენ უკრაინაში საბრძოლველად.გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ წერს, რომ მაიკლი აღმოაჩინეს მოსკოვის ოლქის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრ „ავანგარდში“ გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა. „ავანგარდში“ ორკვირიანი წვრთნების შემდეგ, არაუგვიანეს 23 სექტემბრისა, მაიკლი ავტობუსით გადაიყვანეს სამხედრო ნაწილში, რომელიც ძირითადად ნეპალის მოქალაქეებისგან შედგებოდა.2023 წლის დეკემბერში გლოსი ფრონტზე გაემგზავრა, განაცხადა მისმა თანამებრძოლმა. მარტის ბოლოს 137-ე საჰაერო-სადესანტო პოლკი უკრაინის პოზიციებზე შეტევაზე გადავიდა. მაიკლი 2024 წლის 4 აპრილს დაიღუპა, იტყობინება მისი ოჯახი ნეკროლოგში. მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოებები უცნობია. მაიკლის დაკრძალვა აშშ-ში 2024 წლის 21 დეკემბერს გაიმართა.

„8 წლის ბიჭი სცემეს და საღორეში ჩაკეტეს… ბავშვი დედას და ბებიას ადანაშაულებს…“ – საქმეზე დაწყებულია გამოძიება

8 წლის ნაცემი ბიჭი დედას და ბებიას საღორეში ჰყავდათ ჩაკეტილი.შემთხვევა სამეგრელოში მოხდა.ბავშვს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული.„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ლაშა ხუციშვილი – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აქვთ ძალიან დადებითი განწყობა და მზაობა, ჩვენთან ერთად განახორციელონ რეფორმები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, შედგა მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელობასთან.მისივე თქმით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არის ძლიერი.„ჩვენ შევთანხმდით ყველა იმ პროექტის გაგრძელებასა და ახალი პროექტების განხორციელებაზე, რათა ქვეყანამ განაგრძოს მნიშვნელოვანი წინსვლა, მაღალი ეკონომიკური ზრდა. საკმაოდ ფართოა იმ სექტორებისა და მიმართულებების ჩამონათვალი, სადაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარდაჭერას ახორციელებენ, ესენია: ინფრასტრუქტურის განვითარება, გზები და სხვა ლოგისტიკური სერვისები. ასევეა წყლის ინფრასტრუქტურის განვითარება. მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროში. ასევეა რეფორმები, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ხორციელდება, მათ შორის, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით, სადაც ჩვენ გვაქვს 500-მლნ დოლარიანი შეთანხმება. ეს პროექტი ძალიან აქტიურად ხორციელდება. ყველა ამ პროექტთან მიმართებით ჩვენ მივიღეთ საკმაოდ მყარი მხარდაჭერა, როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო პროექტებზე“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.მისი განცხადებით, განხილვის თემა იყო საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და საქართველოს გამორჩეული პოზიცია მსოფლიოში, როგორც მაღალი ეკონომიკური ზრდის, ისე მაკროეკონომიკური პარამეტრების მიმართულებით.„რა თქმა უნდა, ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ და შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ამ მხრივ აქვთ ძალიან დადებითი განწყობა და მზაობა, ეს რეფორმები განახორციელონ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

“გვარ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მათი ოჯა­ხე­ბი ხე­ვი­დან სა­მუ­და­მოდ გა­ვა­სახ­ლოთ! ამ კად­რებ­ში მხო­ლოდ ოჯახ­თან მის­ვლა და ბო­დი­შის მოხ­და არ არის – ჩვე­ნი ძმის სის­ხლი არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა!”...

20 აპ­რილს, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გვე­ლეთ­ში სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 47 წლის გია ხა­ი­კაშ­ვილს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 22 აპ­რილს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს. ნიკა ქუ­შაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე­ო­რე პირს – პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვილს 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და კადრები სადაც ჩანს, რომ ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის გვა­რის მა­მა­კა­ცე­ბი მუხ­ლზე დგა­ნან და მოკ­ლუ­ლის გვარს ასე სთხო­ვენ პა­ტი­ე­ბას. ვი­დე­ოს პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც წერს:“მე პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვი­ლი ვა­სა­ჯა­რო­ებ ამ ვი­დე­ოს, რად­გან ვთვლი, რომ ხალ­ხმა უნდა ნა­ხოს…ვინც ჩვე­ნი ძმის – გია ხა­ი­კაშ­ვი­ლის სის­ხლში ხე­ლე­ბი გა­ის­ვა­რა, ჩვენ ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის გვარ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მათი ოჯა­ხე­ბი ხე­ვი­დან სა­მუ­და­მოდ გა­ვა­სახ­ლოთ!ამ კად­რებ­ში მხო­ლოდ ოჯახ­თან მის­ვლა და ბო­დი­შის მოხ­და არ არის. აქ მთა­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მი­ღე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ოჯა­ხე­ბის გა­და­სახ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.აქვე და­ვა­მა­ტებ, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ვთხოვთ გა­ა­სა­ჯა­რო­ოს მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ნათ­ლად ჩანს ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე. ეს იქ­ნე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ჩვენ მათი ოჯა­ხე­ბის გა­და­სახ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უსა­მარ­თლოდ არ მიგ­ვი­ღია!ჩვე­ნი ძმის სის­ხლი არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა!ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის გვა­რიც და ზო­გა­დად მო­ხე­ვე­ე­ბიც ყო­ველ­თვის ვა­მა­ყობ­დით ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბით და ტრა­დი­ცი­ე­ბით, და არა­კა­ცე­ბის ად­გი­ლი ხევ­ში არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა. თა­ვის დრო­ზე ყვე­ლა სა­თა­ნა­დოდ ის­ჯე­ბო­და… დღეს კი ეს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა დაგ­ვიდ­გა. ჩემი ძმის გიას უბე­დუ­რე­ბამ დაგ­ვა­ნა­ხა, რო­გორ უკან უკან მი­დის ჩვე­ნი ხევი. იმი­ტომ რომ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა და სა­თა­ნა­დოდ არ დას­ჯი­ლან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ხე­ვის სა­ხელს არ­ცხვენ­დნენ. ამი­ტომ ახლა დუ­მი­ლის დრო აღარ არის.ეს ფაქ­ტი მხო­ლოდ ჩვე­ნი გვა­რის უბე­დუ­რე­ბა არ არის, ეს არის მთლი­ა­ნად ხე­ვის ტრა­გე­დია და სირ­ცხვი­ლი. იმ დღეს გიას მა­გივ­რად შე­იძ­ლე­ბო­და ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ოჯა­ხის შვი­ლი აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.  2025 წლის პირველი სამი თვის მდგომარეობით, მნიშვნელოვნად გაიზარდა კარტოფილის, კაკლოვანი ხილის და გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტიამი­ტომ გვარ­მა მი­ვი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. თუ ვინ­მე არ ეთან­ხმე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, არც მათი ად­გი­ლი იქ­ნე­ბა ხევ­სა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­მე­ლი გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბა”. ვიდეო დამკვრელი

ბოლო სიახლეები