წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცენტრალურ გზაზე ავარიების შემთხვევები გახშირდა, რის გამოც ყოველკვირეულად ადამიანები იღუპებიან.
,,გუშინ შუახნის ქალი გზას კვეთდა, რა დროსაც მაღალო სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. თითქმის ყოველდღე ანალოგიური მდგომარეობაა”- განმარტავენ აქციის მონაწილეები.
მოსახლეობა აღნიშნულ მონაკვეთზე ჭკვიანი კამერების და გზის ბარიერების დამონტაჟებას ოთხოვს და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.