ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, ხოლო, გოგონების საზაფხულო ბანაკიდან 25-მდე დაკარგულად ითვლება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტეხასში მომხდარს “შოკისმომგვრელი” და “საშინელი” უწოდა.
ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის თქმით, ფედერალური ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს შტატს სტიქიური უბედურების შედეგებთან საბრძოლველად დახმარება გაუწიოს.
მისივე განცხადებით, წყალდიდობის შედეგად დაკარგულების სამძებრო ოპერაცია გრძელდება.