ნიგერიაში წყალდიდობას 151 ადამიანი ემსხვერპლა.
ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის, იბრაჰიმ აუდუ ჰუსეინის ცნობით, ძლიერი წვიმების შედეგად ნიგერიის ცენტრალურ შტატში, ნიგერში მდებარე ქალაქი მოკვა დაიტბორა.
წყალდიდობის შედეგად 500-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა, ხოლო 3000-ზე მეტ ადამიანს იძულებით გადაადგილება მოუწია.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.