აშშ-ის შტატ ლუიზიანაში, 38 წლის მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც წლის მასწავლებლად დასახელდა, მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. იგი სამსახურიდან გათავისუფლდა. People-ის ცნობით, მასწავლებელს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 5000 დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.
კრისტი ოსტერი 28 იანვარს დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს არასრულწლოვანთან უხამსი ხასიათის სექსსა და სექსუალურ კავშირში. მსხვერპლის ასაკი და სხვა დეტალები არ ხმაურდება.
კრისტი ოსტერი ლაფაიეტის საშუალო სკოლაში მერვე კლასის მათემატიკის მასწავლებელი იყო. 2025 წლის სექტემბერში იგი 2025-2026 სასწავლო წლის წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა. დაპატიმრების შემდეგ, სკოლამ ოფიციალური ვებგვერდიდან წაშალა მილოცვის პოსტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ მასწავლებლები „ყოველდღიურად ყველაფერს აკეთებენ მოსწავლეებისთვის“.

