წითელ ზღვაში, ბერძნულ სატვირთო გემზე იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 15 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.
„როიტერის“ ინფორმაციით, მაშველებმა წყლიდან ეკიპაჟის ექვსი წევრი ამოიყვანეს. გადარჩენილმა ექვსმა მეზღვაურმა წყალში 24 საათზე მეტი გაატარა.
სატვირთო გემ Eternity C-ზე 25 ადამიანი იმყოფებოდა. თავდასხმა პირველად 7 ივლისს, შუადღისას განხორციელდა საზღვაო უპილოტო აპარატებით და რაკეტებით, რომლებიც სწრაფმავალი ნავებიდან „ჰუსიტი“ მებრძოლების მიერ იყო ნასროლი. 6 ივლისს მსგავს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰუსიტებმა“ აიღეს, რომლის სამიზნეც კიდევ ერთი სატვირთო გემი, Magic Seas იყო. გემის ეკიპაჟის ყველა წევრი მის ჩაძირვამდე გადაარჩინეს.