კვირა, მაისი 4, 2025

წითელი ცირკულარით ძებნილი მამაკაცი, რომელიც საქართველოში დააკავეს 11 წელია ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წევრია

ქალაქ რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე მდებარე ბინაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ჯავედ ხუდამოვი ცხოვრობდა. მეზობლები, “კურიერთან” საუბარში ყვებიან, რომ 41 წლის მამაკაცს ბინა ნაქირავები ჰქონდა. ის შვილებთან ერთად ჩაკეტილად ცხოვრობდა და კომუნიკაცია არავისთან ჰქონდა.

“კურიერმა” დღეს ის ადგილიც გადაიღო, სადაც ჯავედ ხუდამოვი დააკავეს. 41 წლის მამაკაცი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 100 მეტრში აიყვანეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი ხუდამოვი 11 წელია ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წევრია.

ჯავედ ხუდამოვი ახლა წინასწარ პატიმრობაშია – გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დაკავებულს ბრალად საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა ედება. პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული საქართველოში თურქეთიდან, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ჩამოვიდა. რას საქმიანობდა ის – მოსამართლის კითხვებს, ბრალდებულმა სხდომათა დარბაზში უპასუხა.

მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა გაიზიარა და ჯავედ ხუდამოვს აღკეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატმა უკვე გაასაჩივრა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ინტერპოლით ძებნილი 41 წლის მამაკაცი უდანაშაულოა.

ვიდრე დამატებითი გარემოებები გაირკვევა, კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, უკვე ცნობილია, რომ ჯავედ ხუდამოვი ტერორისტული დაჯგუფების ისლამური სახელმწიფოს რიგებში 2014 წლიდან ირიცხება, არის საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონე და ასაფეთქებელი მოწყობილობების მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი.

“აისისი” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომლის სახელსაც არაერთი დანაშაული უკავშირდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, სწორედ ამ დაჯგუფების წევრი იყო წითელი ცირკულარით ძებნილი და საქართველოში დაკავებული ჯავედ ხუდამოვი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს – რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს - რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი.საქმეზე 3 პირი დააკავეს, ერთი ამ დრომდე ძებნაშია.დაელოდეთ კურიერი P.S-ის ანონსს კვირას 21:00 საათზე ⇓ 

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ეს ცრემლები ბევრი მიზეზით იყო… გამახსენდა ოჯახი, წინაპრები, ჩემი დროშა“ – ილია სულამანიძის ემოციები გამარჯვების შემდეგ

ილია სულამანიძე გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო. ილიამ გადაცემაში მისი გამარჯვებისა და ემოციების შესახებ ისაუბრა. „სიტყვებით შეიძლება ვერ გადმოვცე, მაგ დროს ფიქრობ გულშემატკივარზე, ოჯახზე, როგორ გგულშემატკივრობს დედა, მამა…ყველაფერს წარმოიდგენ, შენს წინაპრებს, შენს დროშას, რა ისტორია აქვს..ეს ყველაფერი ცრემლსაც გამოიწვევს, ცრემლები ბევრი მიზეზიდან გამომდინარე იყო…“ – აღნიშნა ილიამ.ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს, ზელიმ კოცოიევს იუკოთი სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამ წონით კატეგორიაში ილია გახდა პირველი ქართველი ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს…“ – ქართველი გოგო, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს

მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს და თამაშობენ ბინძურ თამაშებს ქართველები, რომლებიც ღმერთმა იცის რას საქმიანობენ აქ კლინიკებთან. (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.) შემეშვით! ამის მერე საჯაროდ გამოგფენთ სათითაოდ ყველა თქვენს მოწერილი მუქარებით! და ფაქტებით თუ რამ გაგაბოროტათ. თქვენც იშრომეთ, როგორც მე! და მიაღწიეთ წარმატებას, იყავით ორიენტირებული პაციენტზე და მის ჯანმრთელობაზე და არა ფულზე!აქ ჩემ სიტყვას ფულზე დიდი ძალაც აქვს და დაფასებაც, იცით რატომ? ჩემი ადამიანობით. მარიამი პირველი ქართველი არ იყო ვისაც ჩემი თხოვნით ჰონორარის გარეშე ჩაუტარდა ოპერაცია, სხვადასხვა განხრით ბევრია მსგავსი ოპერაციები და ამაზე საუბარი არც მსურს, რადგან მე რასაც ვაკეთებ მანიჭებს ბედნიერებას, უფალი ხედავს და ჩემთვის საკმარისია.ბევრს ვეგონე და ვგონივარ ექიმი, რადგან მე თვითონ ვარ ჩართული ყველა პაციენტის მკურნალობაში. ზოგჯერ ვცდები გაიდლაინებს, ვაკავშირებ ერთმანეთთან სხვადასხვა განხრის ექიმებს და მეამაყება ყველა წარმატებული მკურნალობა, თუნდაც მაშინ როცა თურქეთმა იმედიც კი გადაუწურა მაგრამ აი იმ ერთი ჩემი შერჩეული ექიმით მიიღო შედეგი. რაც არ უნდა გააკეთოთ, მთელი ჰაკერებიც რომ დაიქირაოთ ფეისის გასატეხად, ჩემს სახელს და გვარს ვერ წაშლით! მაინც მოვა პაციენტთა ზღვა ჩემამდე! მიხარია რომ ჩემი საქართველო მიცნობს ისეთს როგორიც ვიყავი და ვარ.მაცადეთ ვაკეთო ჩემი საქმე“, - წერს მედეა იობაშვილი.

ბოლო სიახლეები