შაბათი, ივნისი 14, 2025

„წარმოდგენაც არ მინდა, რა გადაიტანე… მშვიდად განისვენე, ჩემო ღიმილა ბიჭო…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ხანძრის დროს ბიჭს ეძინა და გამოსვლა ვერ შეძლო.

ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას, სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.

„წარმოდგენაც არ მინდა, რა გადაიტანე… მშვიდად განისვენე“.

„მიშო, ჩემო მეგობარო, როგორ მატკინე გული… ჯერ ხომ ძალიან ადრე იყო. როგორი მხიარული იყავი, ნუთუ ასე ცოტა დრო გქონდა… მშვიდად განისვენე, ჩემო ღიმილა ბიჭო.

მაპატიე, რომ ვერ გაცილებ წუთისოფლის ბოლო გზაზე“, – წერენ სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თითქმის 4000 ადამიანია ევაკუირებული… – დუბაიში, 67 სართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა

დუბაიში, 67 სართულიან ცათამბრჯენში ხანძარი გაჩნდა - შენობიდან თითქმის 4000 ადამიანია ევაკუირებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.მაშველებმა ევაკუაცია ოპერატიულად განახორციელეს და აცხადებენ, რომ საცხოვრებელი კომპლექსის მაცხოვრებლებს საფრთხე აღარ ემუქრებათ.მედიის ცნობით, ხანძრის ჩაქრობას ექვსი საათი დასჭირდა. მაშველებმა 764 ბინიდან 3 820 ადამიანი გაიყვანეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ, საერთო ჯამში, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ცხრა მეცნიერისა და ექსპერტის ლიკვიდაცია განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ, საერთო ჯამში, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ცხრა მეცნიერისა და ექსპერტის ლიკვიდაცია განახორციელეს.მათივე ინფორმაციით, მათ შორის არიან ექსპერტები მექანიკის, ფიზიკისა და მასალების ინჟინერიაში.მეცნიერების დაღუპვას ადასტურებენ ირანშიც. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული იყო ექვსი მეცნიერი.

დავით მათიკაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძეს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა – პოლიციამ ის დღეს დილით, სახლთან დააკავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის, დავით მათიკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, ის სამართალდამცავებმა დღეს დილით, სახლთან დააკავეს.სამხარაძეს სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ის ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.მოქალაქის დაკავებას ადასტურებენ და მიზეზებს განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.„თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს.ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენარალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენარალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.დღეს 17:00 საათზე გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივა.ვახტან გომელაური ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.წყარო:interpressnews.ge

რომის პაპი – ირანსა და ისრაელში სიტუაცია გაუარესდა, ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი სამყაროს შექმნისადმი ერთგულება უნდა გაგრძელდეს, ყველა ქვეყნის მოვალეობაა, დაიწყონ შერიგების გზების ძიება

რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანისა და ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდა, გონივრულად იმოქმედონ და განაგრძონ დიალოგი.მისი თქმით, სიტუაციას დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს.„ირანსა და ისრაელში სიტუაცია სერიოზულად გაუარესდა და ასეთ დელიკატურ მომენტში ვალდებულად ვგრძნობ თავს, მტკიცედ განვაახლო მოწოდება პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ. ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი, უფრო უსაფრთხო სამყაროს შექმნისადმი ერთგულება უნდა გაგრძელდეს პატივისცემით სავსე შეხვედრებისა და გულწრფელი დიალოგის გზით, რათა აშენდეს სამართლიანობაზე, ძმობასა და საერთო კეთილდღეობაზე დაფუძნებული მდგრადი მშვიდობა. არავინ არასდროს უნდა შეუქმნას საფრთხე სხვის არსებობას. ყველა ქვეყნის მოვალეობაა, მხარი დაუჭიროს მშვიდობის საქმეს, დაიწყოს შერიგების გზების ძიება და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ღირსებას ყველასთვის“, – განაცხადა რომის პაპმა.

ბოლო სიახლეები