ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025

წამიყვანეს მოდულში, ჩემთვის უცნობი პიროვნება თავის არეში მირტყამდა მუშტებს. ვიღაცამ თქვა, მოდი დავტესტოთ, დენს ეს უძლებსო. გავყავარ ოთახიდან და უცებ უკნიდან მესმის „დაიჩოქე ბიჭო“- რომ ხვრეტენ ასეთ პოზაში დამაყენეს – ირაკლი გედენიძე

წამიყვანეს მოდულში. იქ გაჩერდნენ ცენტრალურ შესასვლელთან და რაციით ელოდებოდნენ დასტურს. მერე გადმოსცეს, რომ ვსო, შეყვანილები არიან და ეგეც შემოიყვანეთო, – განაცხადა „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა, ირაკლი გედენიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ირაკლი გედენიძე იხსენებს პერიოდს, როდესაც ის მოდულის შენობაში მიიყვანეს.

„სახლში, სანამ ეს ამბები მოხდებოდა, აღწერის პროცედურა რომ მიდიოდა, უფრო სწორად ჩხრეკის, რაციით იყო ერთხელ გადაძახილი, რომ ერთი თქვეს გიას მისამართი, მეორე თქვეს ვარკეთილი და მესამე აღარ მახსოვს, კარგად ვერ გავიგე. სამი მისამართი თქვეს და ჰო, ჰო ყველაფერი კარგად არის, წესრიგშიაო. შემიყვანეს მოდულში, ამიყვანეს მე-4 სართულზე, ბოლო სართული იყო და შემიყვანეს ჩვეულებრივ სამუშაო ოთახში. იქ იყო იგივე კითხვები, მე ვისთან მქონდა კავშირი, დანარჩენ ფოტოგრაფებს არავინ ახსენებს.

მე არ ვიცი კიდევ ვინ არის დაკავებული. მე ვიცი, რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ დაკავებული და ნათია იქ არ მინახავს სახლიდან გასვლის მერე. მოდულშიც ვიღაც ჩემთვის დღესაც უცნობი პიროვნება, თვალის ბუდიდან გადმოსული თვალები ჰქონდა, ის იყო ძალიან აგრესიული, თავის არეში მირტყამდა მუშტებს, რომ „აღიარე და აღიარე“ – არ ვიცი რა უნდა ვაღიარო, მითხარით რაში ვარ ეჭვმიტანილი მეთქი, ერთი და იგივე მეორდებოდა ცემა ტყეპის ფონზე. მოდი დავტესტოთო და მეთქი რა უნდა დატესტონ და ეს მაგას უძლებსო. მეთქი რას უნდა გავუძლო და მერე ვიღაცამ თქვა, ხო, დენს ეს უძლებსო და გამახსენდა 1992 წელი, სამოქალაქო ომი. საქმეს არ ეხება, მაგრამ მოკლედ გავიხსენებ. მაშინ სამი დღის მანძილზე მე ელექტროშოკით მაწამებდნენ ჩამოკიდებულს და კარცერში ვირთხა მყავდა სამი დღის მანძილზე, სანამ მიპოვეს. ისევ ჩემი პროფესიის გულისთვის რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება და სამეგრელოში ყოფნა გადავიღე. აი, ამისთვის დამიჭირეს პირველად. ეს ყველაფერი ალბათ ძალიან ცოტამ იცოდა ეს ისტორია და ეს მათ იცოდნენ, რომ ელექტროშოკი კი არა თითი რომ მომაჭრა, იმას ვერ გავიგებ დღეს.

გავყავარ ოთახიდან, ზურგზე მაქვს ხელები დაწყობილი, დერეფანში მივდივარ და ცემა-ტყეპას კიდევ გავუძელი და ვერ გავუძელი ჩემს გამოფენას. კედლებზე, ორივე მხარეს ჩემი გადაღებული ფოტოები იყო. ფაქტობრივად ჩემს გალერეაში გამატარეს და უცებ უკნიდან მესმის: „დაიჩოქე ბიჭო“, დავიჩოქე, „ახლა კეფაზე დაიწყვე ხელები“ და რომ ხვრეტენ ასეთ პოზაში დამაყენეს, პაუზა ჰქონდათ 10 წამიანი და „ვსო, დავაი წადი“ ამ სიტყვებით, ძლივს ჩავედი კიბეებზე, სარდაფში“-განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

Bloomberg: აშშ-მა და უკრაინამ წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, დღეს მოაწერონ ხელი

უკრაინამ და აშშ-მა, შესაძლოა, დღეს წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერონ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, შეთანხმების პროექტი, რომელიც უკრაინის საინვესტიციო პროექტების მართვისთვის საერთო ფონდის შექმნას გულისხმობს, უკვე დახვეწილია.როგორც Bloomberg-ს წყარო უყვება, უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო უკვე გაემგზავრა ვაშინგტონში.დოკუმენტის თანახმად, აშშ და უკრაინა ერთად შექმნიან პირობებს „უკრაინის სამთომოპოვებით, ენერგეტიკულ და სხვა დარგებში ინვესტიციების გასაზრდელად“. ვაშინგტონი აგრეთვე აღიარებს კიევის სურვილს ხელი მოაწეროს ისეთ შეთანხმებებს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გეგმას ხელს არ შეუშლის, რაც უკრაინისთვის წითელ ხაზად ითვლება.რაც შეეხება ამერიკის მიერ უკრაინის თავდაცვაზე დახარჯულ თანხას, როგორც სააგენტო იუწყება, ეს ახალ ხელშეკრულებაში გაწერილი არ იქნება.

რასა იუკნევიჩიენე – საქართველოს დებიძინიზაცია არის ჩვენი ინვესტიცია ჩვენს მომავალსა და უსაფრთხოებაში

საქართველო გახლავთ უძველესი ქრისტიანული ერი ჩვენს კონტინენტზე. ახლა ჩვენ ვდგავართ ევროპული საქართველოს კრემლის სტილის საქართველოდ დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.იუკნევიჩიენეს თქმით, „ყველა ქვეყანამ, რომელსაც ანაღვლებს ევროპის მომავალი, უნდა დაუწესოს სანქციები ივანიშვილსა და იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელი არიან გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე“.„საქართველო მრავალი წლის განმავლობაში შორდებოდა ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, თუმცა უკანასკნელმა საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც 2024 წელს ჩატარდა, სათავე დაუდო საქართველოს დაღმასვლას, სასტიკ რეპრესიებს, ძალადობას, დაკავებებს – ეს ყველაფერი კრემლის სახელმძღვანელოდანაა. ერთ დროს ევროპის სანდო მოკავშირე საქართველო გარდაიქმნება პუტინის მარიონეტად.ეს უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ თავისუფლების მოყვარე ქართველებისთვის, არამედ ეს ნიშნავს სტრატეგიული მოკავშირის დაკარგვას შავი ზღვის რეგიონში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქართველოში დღეს მოქმედი რეჟიმი არის კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებით მიტაცების მაგალითი და ეს შეიძლება მოუვიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, თუ ჩვენ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ. საქართველოს დებიძინიზაცია გახლავთ ჩვენი ინვესტიცია ჩვენს მომავალსა და უსაფრთხოებაში. ყველა ქვეყანამ, რომელსაც ანაღვლებს ევროპის მომავალი, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელი არიან გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

სასიამოვნო სიახლე-აზერბაიჯანული მედია ბაქო-თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებლის ამოქმედების სავარაუდო თარიღს ასახელებს

აზერბაიჯანული მედია ბაქო-თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებლის ამოქმედების სავარაუდო თარიღს ასახელებს.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პირველი მატარებელი თბილისიდან 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ბაქოდან 28 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს გავა.ორი ქვეყნის სარკინიგზო კომპანიას შორის შეთანხმების შესახებ აზერბაიჯანულ საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალ Minval-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.ამჟამად მხარეები რიგ ნიუანსებს, მათ შორის, სამგზავრო ტარიფებს განიხილავენ. გამოცემის ცნობით, სს „საქართველოს რკინიგზამ,“ თავის მხრივ, ცალმხრივი ბილეთის ფასი დაადგინა და ტარიფების ბადე თავის აზერბაიჯანელ პარტნიორებს გაუგზავნა. კერძოდ, საქართველო აზერბაიჯანულ მხარეს კუპეზე ბილეთის ფასად 50 ლარს, ხოლო საძილე ვაგონის ბილეთის ფასად 70 ლარს სთავაზობს. ჯერ უცნობია, რა ფასებს სთავაზობს აზერბაიჯანული მხარე.მანამდე ორივე ქვეყნის სატრანსპორტო უწყება სამგზავრო სარკინიგზო მომსახურების 1-ლი მაისიდან აღდგენას აანონსებდა, თუმცა მოგვიანებით მხარეებმა საზოგადოებას აცნობეს, რომ ეს თარიღი გაუქმდა, რისი მიზეზიც არ დასახელებულა.ცნობისთვის: ბაქოსა და თბილისს შორის სამგზავრო მიმოსვლა 2020 წლის მარტში, COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერდა და დღემდე არ აღდგენილა. ამასთან, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან, დაკეტილი რჩება. ქვეყანაში კვლავ სპეციალური საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, რომლის ვადაც მიმდინარე წლის 1 ივლისს იწურება. ამ ეტაპზე აზერბაიჯანიდან გასვლა მხოლოდ თვითმფრინავით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში საავტომობილო ტრანსპორტითაც არის შესაძლებელი.

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს და ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ბრიფინგი გამართა, რომელზეც, მათ შორის, 26 მაისზე ისაუბრა.როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, 26 მაისისთვის მზადება უკვე დაწყებულია.„ჩვენი პლატფორმა აწყობს 26 მაისის მოსამზადებელ კომისიას, სადაც ყველანი შემოვლენ. ეს არ იქნება პლატფორმის კომისია, არამედ ყველა იმ ძალების, რომლებიც დღეს არიან წინააღმდეგობის ძალები, რამეთუ ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს და ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.მისი თქმით, ბოლო თვეების რეპრესიები იმის მაჩვენებელია, რომ რეჟიმი ვერ უმკლავდება სიტუაციას და მხოლოდ ამით ცდილობს თავის გამყარებას.„ჩხრეკები, რეიდები სრულიად წარმოუდგენელია ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ, დიდი ხანია, ჩვენ აღარ ვითვლებით ნორმალური ქვეყნების რიგებში. ბოლო თვეების რეპრესიები იმის მაჩვენებელია, რომ რეჟიმი ვერ უმკლავდება სიტუაციას და მხოლოდ ამით ცდილობს თავის გამყარებას. ყოველდღიურად ჩანს, რეჟიმი ვერც პროტესტის საბოლოო ჩქარობას აღწევს, ვერც ხალხის საბოლოო დაშინებას, ვერც იმას, რომ რეჟიმი შინაგანად გაამყაროს. ჩვენ ვხედავთ, რომ რყევები ძლიერდება. ადამიანები ტოვებენ, ადამიანები გადიან ამ რეჟიმის პირველი წრიდან სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ის, რომ ამ რეჟიმის უახლოესი პირები ამ ბოლო პერიოდში თამაშიდან გავიდნენ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეს რყევები. ეს არის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც რეჟიმები თავიანთ დასასრულს უახლოვდებიან“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.სანქციების გავლენებზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ისინი ახდენენ გავლენას იმ ადამიანებზე, რომლებიც პირველი წრის ადამიანები არიან.„ადამიანებზე, რომლებსაც დიდი დოვლათი აქვთ დაგროვებული, მათზეა ყველაზე სერიოზული შედეგები, პირველ რიგში, იმ ადამიანზე, რომელიც დღეს არის თავისი სიმდიდრით იზოლირებული და პრაქტიკულად ვერ სარგებლობს ამ თანხებით. ამაზე ცალკე ინფორმაცია გვექნება, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შუქრუთის მაღაროს დირექტორს, რომელსაც მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრების დაესხნენ თავს, ოპერაცია ჩაუტარდა – თენგიზ კობერიძის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია

შუქრუთის მაღაროს დირექტორს ოპერაცია ჩაუტარდა, თენგიზ კობერიძის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ექიმ ლევან ტყებუჩავას განცხადებით, პაციენტი კლინიკაში თავის მძიმე ტრავმით იყო შეყვანილი.მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრები წინ გადაუდგნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორის, თენგო კობერიძის ავტომობილს, რომელიც მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბოლო სიახლეები