შაბათი, ივნისი 14, 2025

„წამებში, შეცვლილი ცხოვრება“ – ფოტო, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 317-მე გაიზარდა. ინდური მედიის თანახმად, სამოქალაქო საავადმყოფოს პერსონალის საცხოვრებელ ტერიტორიაზე 75 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში მყოფი ერთი ადამიანი გადარჩა.

მედიაში აქტიურად ვრცელდება ისტორია ინდოელ პრატიკ ჯოშსა და მის ოჯახზე, რომლებიც ლონდონში მიფრინავდნენ.

„დოქტორი პრატიკ ჯოში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა. ის დიდი ხანია ოცნებობდა უკეთესი მომავლის აშენებაზე მეუღლისა და მათი სამი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომლებიც ინდოეთში დარჩნენ.
წლების განმავლობაში დაგეგმვის, საბუთების მოწესრიგებისა და მოთმინების შემდეგ, ეს ოცნება საბოლოოდ ახდა. სულ რაღაც ორი დღის წინ, მისმა მეუღლემ, დოქტორმა კომი ვიასმა, ასევე სამედიცინო პროფესიონალმა, ინდოეთში სამსახური დატოვა. ჩემოდნები ჩაალაგეს, დაემშვიდობნენ ინდოეთს.

დღეს დილით, ხუთივე მათგანი, იმედით, აღელვებითა და გეგმებით სავსე, ლონდონში მიმავალი Air India-ს 171-ე რეისით მგზავრობდნენ. ეს სელფი გადაიღეს და ნათესავებს გაუგზავნეს. ცალმხრივი მოგზაურობა ახალი ცხოვრების დასაწყებად იყო.

მაგრამ… თვითმფრინავი ჩამოვარდა. ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩა. რამდენიმე წამში, ოცნებებით სავსე ცხოვრება ფერფლად იქცა. სასტიკი შეხსენებაა, რომ ცხოვრება საშინლად მყიფეა. ყველაფერი, რასაც აშენებ, ყველაფერი, რისი იმედიც გაქვს, ყველაფერი, რაც გიყვარს, ყველაფერი ძაფზე ჰკიდია. ასე რომ, სანამ შეგიძლია, იცხოვრე, გიყვარდეს და ნუ დაელოდები ხვალინდელი ბედნიერების დაწყებას“, – წერენ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ავიაკომპანია „ეარ ინდიას“ კუთვნილი თვითმფრინავი აჰმედაბადის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ლონდონში მიფრინავდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, თეირანში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, დედაქალაქში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა.სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, ისრაელის მიერ განახლებული სარაკეტო თავდასხმაა ასახული. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განცხადებით, ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა. ამის შესახებ ირანელმა დიპლომატმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივან დევივ ლამისთან საუბრის დროს განაცხადა.აბას არაღჩის თქმით, ირანის პასუხი ისრაელის თავდასხმებზე იქნება „მტკიცე და გადამწყვეტი“.

გაერო-ში ირანის წარმომადგენელი – ისრაელის დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, აშშ სრულ პასუხისმგებლობას იზიარებს შედეგებზე

გაერო-ში ირანის წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 320-ზე მეტი, უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები.როგორც ამირ საიდ ირავანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, დაღუპულთა შორის არიან სამხედრო მაღალჩინოსნებიც.ამირ საიდ ირავანის თქმით, ამის თანამონაწილეა შეერთებული შტატებიც.„ამ დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, ისინი სრულ პასუხისმგებლობას იზიარებენ შედეგებზე“, – განაცხადა დიპლომატმა.

თუ უქმეებს გეგმავთ ამინდის ეს პროგნოზი ნახეთ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

1-ლი ივლისიდან მნიშვნელოვანი ცვლილება შედის ძალაში! – ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ასამოქმედებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.„2025 წლის 1 ივლისიდან, კომერციული მიზნით M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, სომხეთის მიმართულებით ტურისტული ან საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანების განხორციელებისას, სავალდებულო ხდება ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) 95/2 რეზოლუციით განსაზღვრული საკონტროლო დოკუმენტი — მგზავრთა სიის გამოყენება.მგზავრთა სია უნდა შეივსოს ელექტრონულად ოპერაციის დაწყებამდე და მაკონტროლებელი ორგანოსთვის წარადგინოთ ბეჭდური ვერსია.გთხოვთ, დაიცვათ პროცედურა და გამოიყენოთ მხოლოდ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რათა თავიდან აიცილოთ შეფერხებები და დარღვევები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები