ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

2026 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და
ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის
(CPT) ვიზიტის შემდგომი ანგარიში.
CPT დადებითად აფასებს, რომ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შესანიშნავი
თანამშრომლობა და სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც იუსტიციის სამინისტროსა და
პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობისგან, ისე პენიტენციური დაწესებულებების
თანამშრომლებისგან. CPT აღნიშნავს, რომ დელეგაციამ დაუბრკოლებლად მოინახულა
პენიტენციური დაწესებულებები, წვდომა ჰქონდა მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან და
ინდივიდუალურად შეხვდა მსჯავრდებულებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს
საქართველოს პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობას.
ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების
მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობისა თუ არასათანადო მოპყრობის
ფაქტზე. პირიქით, CPT-ის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების
თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა დაბა ლაითურში გახსნილ ახალ პენიტენციურ
დაწესებულებაში არსებული პირობები. სრულიად ახალი ტიპის, 700 მსჯავრდებულზე
გათვლილი პენიტენციური დაწესებულება სრულად არის მორგებული როგორც
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა
საჭიროებებზე. CPT-ს, ასევე, მიეწოდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში
გაიხსნება მცირე ზომის ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც გათვლილი
იქნება 150 პატიმარზე.
დადებითად შეფასდა პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემაც. ანგარიშში
აღნიშნულია, რომ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სადღეღამისო
სამედიცინო მომსახურება, ყველა დაწესებულებაში უზრუნველყოფილია პირველად
დახმარებაზე სწრაფი ხელმისაწვდომობა.
რაც შეეხება ანგარიშში დაფიქსირებულ რეკომენდაციებს, CPT-ის მხრიდან ყურადღება
გამახვილდა საკნის გარე აქტივობებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის
პროგრამების რაოდენობის გაზრდის საჭიროებაზე, პატიმრებს შორის ძალადობის
პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების გაძლიერებაზე, პენიტენციური სისტემის
თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. ანგარიშში დასმულ
რეკომენდაციებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უკვე განხორციელებულ და
დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპულ კომიტეტს წარედგინა და საჯაროდ
ხელმისაწვდომია CPT-ის ანგარიშთან ერთად.
საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების
ეფექტიანობასა და პატიმართა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის ყველაზე
მკაფიო ინდიკატორი CPT-ს დასკვნასთან ერთად არის ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის შემდეგ საქართველოს

პენიტენციური სისტემიდან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი არცერთი საქმე არ
გამოცხადებულა დასაშვებად.
CPT-ის დელეგაცია საქართველოში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22
იანვარს იმყოფებოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ევროკავშირის ახალი პროექტის – ERIC-GE იმპლემენტაცია დაიწყო

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანია ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს ფუნქციონირებას და განამტკიცებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის კვლევით და ინოვაციურ პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, რომ ERIC-GE გახდება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის სამეცნიერო-ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით. ეს პროექტი წარმოადგენს ინვესტიციას მომავალში - ტექნოლოგიური ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით, ასევე, ადამიანურ კაპიტალსა და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ განათლებაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პროექტის ავტორებსა და გუნდს, საერთაშორისო პარტნიორებს, ექსპერტებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისი შრომაც ამ წარმატებაში გადამწყვეტი იყო. ასევე მადლობას ვუხდი ევროკავშირსა და პროგრამა Erasmus+-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისადმი ნდობისა და მხარდაჭერისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) კონკურსში გამარჯვებული პროექტის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.სტუ-ის ცნობით, კონსორციუმის პირველ შეკრებას ესწრებოდნენ: ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის (UCLAN CYPRUS LIMITED (UCLan Cyprus) დელეგაცია პროფესორების - კოსმინა თეოდოლუს, ნევი აგაპიუსა და მარიოს რასპოპოულოსის შემადგენლობით; პალერმოს უნივერსიტეტის (UNIVERSITA DEGLI STUDI DI PALERMO - UNIPA) დელეგაცია პროფესორ ჯიოვანი ფალკონეს და დოქტორანტების - ჯანმარკო ლა როსას და ლიდია კასტრონოვოს შემადგნელობით; ახალი უმაღლესი სასწავლებლის - ნიუუნის დელეგაცია: რექტორი თამარ გარდაფხაძე, პროფესორები ნანა ციხისთავი, ნათია გოგოლაური, სოფიო მორალიშვილი, მედეა სამსიანი; ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის დელეგაცია - რექტორი გოჩა თუთბერიძე, პროფესორები გიორგი დათუაშვილი, გოჩა უგულავა; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის კახაბერ კორძაიას, ადმინისტრაციის წარმომადგენლების სვეტლანა კირაკოსიანის და შორენა ქურდაძის შემადგენლობით; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - რექტორი ვახტანგ თაქთაქიძე, გურანდა მოდებაძე, ნინო მილაშვილი; უნივერსიტეტი ალტერბრიჯი - რექტორი ნათია გოცაძე, პროფესორები მაკო ჯაოშვილი, ანა წიკლაური, თამთა ჰაგერი.როგორც კონსორციუმის პირველი შეკრების ღონისძიების გახსნისას სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტმა "ტექინფორმი" ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) კონკურსში გაიმარჯვა და მომდევნო ორი (2026-2027) წლის განმავლობაში პროექტის - „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ - (ERIC-GE), კოორდინატორი იქნება. პროფესორ ზურაბ გუდავაძის განცხადებით, კონკურსში უნივერსიტეტის გამარჯვება მნიშვნელოვანი მიღწევაა ქართული სამეცნიერო სივრცისთვის, იმდენად, რამდენადაც პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკადემიური შესაძლებლობების გაფართოებას, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, მეცნიერების თანამედროვე მეთოდების შეფასების გაცნობას და მათ სასწავლო პროცესში ინტეგრირებას.„განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავ, რომ 2025 წლის კონკურსში - ERASMUS-EDU-2025-CBHE-STRAND-1 (Capacity Building in Higher Education), გაიმარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“, მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება პროექტის კოორდინატორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი ინსტიტუტი „ტექინფორმი“ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ პროექტის განხორციელებაში, როგორც კოორდინატორები, რაც უზრუნველყოფს დაგეგმილი ყველა აქტივობის ჩატარების ხარისხისა და ევროპული სტანდარტების სრულ დაცვას. პროექტი ERIC-GE მიზნად ისახავს ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი და ინოვაციური შესაძლებლობების სისტემურ გაძლიერებას. თანამედროვე უნივერსიტეტი XXI საუკუნის გლობალურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში გარდაიქმნა ინტელექტუალური კაპიტალის, ახალი ცოდნის სისტემური გენერირების და მისი საზოგადოებრივ თუ ეკონომიკურ პრაქტიკაში გამოყენების მთავარ პლატფორმად. უნივერსიტეტი დღეს უკვე წარმოადგენს სივრცეს, სადაც ინტეგრირებულია ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევა, ვითარდება კრიტიკული აზროვნება და ყალიბდება ახალი სამეცნიერო პარადიგმები. უნივერსიტეტი ამ პროცესში აერთიანებს მეცნიერებას, განათლებას და ინდუსტრიას, ხელს უწყობს ინტერდისციპლინარულ თანამშრომლობას და ქმნის ინოვაციური ეკოსისტემის საფუძველების განვითარებას. კვლევა, სიახლეების შექმნა და დანერგვა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ქვაკუთხედია. სწორედ კვლევაზე და ცოდნის პრაქტიკულ ტრანსფორმაციაზე დაფუძნებული მოდელი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის რეალურ ჩართულობას საზოგადოებრივი პროგრესის, ტექნოლოგიური წინსვლისა და გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესში. პროექტი ERIC-GE სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს - ხელს შეუწყობს კვლევითი მენეჯმენტის მოდერნიზებას, ინოვაციური ეკოსისტემების გაძლიერებას, უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერის მექანიზმების განვითარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორობის ფორმატში. ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, გავიზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა, დავნერგოთ ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე სტანდარტები და გავაძლიეროთ ინსტიტუციური მართვის კულტურა. ეს არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებაა, არამედ თანასწორ პარტნიორობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა, რომელიც ქმნის გრძელვადიან ღირებულებას. პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ კოორდინატორის ამპლუა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. კოორდინაცია ნიშნავს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ მართვას, არამედ ხედვის ფორმირებას, სტრატეგიული მიზნების თანმიმდევრულ განხორციელებას და პარტნიორებს შორის ეფექტიანი სინერგიის უზრუნველყოფას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი პროფესიონალიზმითა და უდიდესი პასუხისმგებლობით წარუძღვება ამ პროცესს. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტს, ინსტიტუტის გუნდს და კონსორციუმის წევრებს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ზურაბ გუდავაძემ.სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მეცნიერმზომელობის დანერგვაა, რათა გაძლიერდეს მაგისტრანტთა და დოქტორანტთა კვლევითი უნარები და გაღრმავდეს აკადემიური პერსონალის კომპეტენცია. პროექტის საშუალებით მონაწილეები შეიძენენ ცოდნას, რომელიც გამოადგებათ მეცნიერებათმზომელობის სრულფასოვანი ანალიზის ჩასატარებლად და გაეცნობიან მოწინავე კვლევით მეთოდებს და მიდგომებს, რომელთაც შემდეგ სასწავლო-კვლევით საქმიანობაში გამოიყენებენ. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას ინსტიტუციური კვლევითი პოლიტიკის მოდერნიზებით, ევროპული კვლევითი სივრცის (ERA) სტანდარტების შესაბამისად. პროექტის ძირითადი მიზნები და ინიციატივებია: სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ახალი ონლაინ კურსის - მეცნიერებათმზომელობის - დანერგვა. აღნიშნული კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ციტირების ანალიზი, ბიბლიომეტრული ინდიკატორები, პატენტმზომელობა, გავლენის შეფასება, კვლევის ტენდენციების რუკა, შეფასების მეთოდებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და ა.შ.

ირაკლი კობახიძე – მკაფიო ამოაცანა გვაქვს, რამდენიმე წელიწადში გავანულოთ საქართველოში უკანონო მიგრაცია, წლევანდელი სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 უკანონო მიგრანტის გაძევება

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოაცანა, რომ რამდენიმე წელიწადში გავანულოთ საქართველოში უკანონო მიგრაცია, წლევანდელი სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 უკანონო მიგრანტის გაძევება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ რამდენიმე წელიწადში მთლიანად აღმოვფხვრათ საქართველოში უკანონო მიგრაციის პრობლემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ციფრები არის მნიშვნელოვანი საფუძველი დასკვნების გაკეთებისთვის.„ციფრები ტრადიციულად ოპოზიციას არ მოსწონს, ამ დროს ციფრებში არის გამოხატული სინამდვილე. ციფრები აჩვენებს იმას, თუ რა მდგომარეობა გვაქვს. მე მოვიტანე აქ ის ციფრები, რომლებიც კონკრეტული მიმართულებით უარყოფით სინამდვილეზე მიანიშნებს, მაგრამ არის ციფრები, რომლებიც ადასტურებს, რომ ის სპეკულაციური განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმოდა მიგრაციასთან დაკავშირებით, არაბიზაციასთან დაკავშირებით, იყო თავიდან ბოლომდე სპეკულაციები და არ ჰქონდა არავითარი საფუძველი. ციფრები ადასტურებს ამას. როგორც ციფრები ადასტურებს იმას, რომ შობადობის კუთხით გვაქვს მძიმე ტენდენციები, ასევე ციფრები ადასტურებს იმას, რომ საქმე ისე არაა, როგორც რადიკალური ოპოზიცია ამ ყველაფერზე საუბრობდა. ციფრები არის მნიშვნელოვანი საფუძველი დასკვნების გაკეთებისთვის და ამიტომ ვისაუბრე ფართოდ შესაბამის მონაცემებთან დაკავშირებით.რაც შეეხება მართვის უუნარობას და პასუხისმგებლობის არიდებას, ჩვენ ზუსტად ჩვენი მხრიდან ვაინიცირებთ შესაბამის საკითხებს, ოპოზიციის მხრიდან ინიციატივებიც არ მოდის, ვგულისხმობ რადიკალურ ნაწილს პარლამენტის შიგნით, თუ პარლამენტის გარეთ. არავითარი ინიციატივები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. თუ რაიმე არის ფორმალურად ინიციატივა, არაფერს არ აქვს რეალურად არგუმენტირებული საფუძველი. ჩვენ გამოვდივართ ისევ ინიციატივებით და ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა უკავშირდებოდა სწორედ მიგრაციის საკითხებს და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტს შესაბამისი კანონის მიღებისათვის. კანონი არის საფუძველი სწორი პოლიტიკის გატარებისთვის. ჩვენ უკვე ყველამ ერთად მივიღეთ შესაბამისი ზომები, რაც ქმნის საფუძველს საემიგრაციო პოლიტიკის დახვეწისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა. არათუ თავს ვარიდებთ პასუხისმგებლობას, არამედ პირიქით, ჩვენ თავად ვსაუბრობთ პროაქტიულად ჩვენს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და გამოვდივართ კონკრეტული ამოცანით, რომ რამდენიმე წელიწადში გავანულოთ საქართველოში უკანონო მიგრაცია და როგორც უკვე ითქვა, წლევანდელი სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 უკანონო მიგრანტის გაძევება, რაც მოგვცემ იმის საშუალებას, რომ რამდენიმე წელიწადში მთლიანად აღმოვფხვრათ საქართველოში უკანონო მიგრაციის პრობლემა. ამას ემატება სხვა ზომები, როგორიც არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება, კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად დახვეწა და ა.შ. არათუ თავს ვარიდებთ პასუხისმგებლობას, არამედ პირიქით, ჩვენ თავად ვსაუბრობთ იმ პასუხისმგებლობაზე, რომლითაც უნდა ვიმოქმედოთ შემდეგი წლების განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხატია დეკანოიძე – ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ

ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება, რომ საქართველოს მეგობრებს ვახსოვართ.„ევროკავშირმა, კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა.ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება, რომ საქართველოს მეგობრებს ჩვენ ვახსოვართ.იმედია, ამაზე იქნება საუბარი,“ - წერს დეკანოიძე.ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მოიპოვეს დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის გაავრცელა, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის დათმობები, რაზეც რუსეთი უკრაინასთან შეერთებული შტატები შუამავლობით მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში უნდა წავიდეს. მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების რაოდენობის შემცირებას და მეზობელი ქვეყნებიდან მათ გაყვანას, რეპარაციების გადახდას და საზოგადოების დემოკრატიზაციის აუცილებლობას.„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ულტიმატუმი ითვალისწინებს ბელარუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და „რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში“.„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ რუსეთის ჯარები ათწლეულების განმავლობაში არიან განლაგებული რუსეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტულ რეგიონებში, როგორიცაა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და დნესტრისპირეთი, ასევე ბაზები სომხეთსა და ბელარუსში.

სახელმწიფო დეპარტამენტი – აშშ-ის უსაფრთხოების უსასყიდლო გარანტიებით კმაყოფილმა ევროპულმა ერებმა შეამცირეს თავდაცვის ხარჯები, დროა, გამოიღვიძონ, დაიბრუნონ ძალა

ევროპის ერები ამერიკის უძველესი მოკავშირეები არიან. შეერთებული შტატები დასავლეთ ევროპული ოჯახიდან დაიბადა და, უბრალო გეოპოლიტიკის მიღმა, ჩვენ ევროპასთან დაკავშირებული ვართ საერთო ტრადიციებით, კულტურული მემკვიდრეობით, პოლიტიკური ღირებულებებითა და ოჯახური კავშირებით, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიულ გეგმის დოკუმენტში, რომელიც განსაზღვრავს 2026-2030 წლებში შეერთებული შტატების ხედვას, როგორ განახორციელებს დეპარტამენტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.დოკუმენტში ნათქვამია, რომ დღევანდელი გამოწვევების წინააღმდეგ წარმატების მისაღწევად, შეერთებული შტატები უნდა დაეხმაროს ევროპელ პარტნიორებს, ხელახლა ჩაერთონ ახალ ამერიკულ ტრანსატლანტიკურ ცივილიზაციურ ალიანსში.დოკუმენტის მიხედვით, ცივი ომის შემდეგ, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებით უსასყიდლოდ სარგებლობით კმაყოფილმა ევროპულმა ერებმა შეამცირეს თავდაცვის ხარჯები და ევროპული ერები სულ უფრო მეტად დამოკიდებული გახდნენ მოწინააღმდეგე ძალებისგან მომდინარე ენერგიასა და იმპორტზე.„დროთა განმავლობაში, ევროპის გაერთიანებამ, რომელიც ცივი ომის შემდგომი ნეოლიბერალური მომენტის დოგმებით იყო დაინფიცირებული, გამოიწვია უფრო სუსტი და ღარიბი კონტინენტი, რომელსაც ნაკლებად შეეძლო საკუთარი თავის დაცვა, მით უმეტეს, ამერიკული ინტერესების მხარდასაჭერად გაერთიანება.  აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებით უსასყიდლოდ სარგებლობით კმაყოფილმა ევროპულმა ერებმა შეამცირეს თავდაცვის ხარჯები და საკუთარ თავს სამხედროების ატროფიის საშუალება მისცეს.  ევროკავშირის უპასუხისმგებლო ზეეროვნული მარეგულირებელი ბიუროკრატიისადმი დამორჩილებით, კონტინენტი დეინდუსტრიალიზებული გახდა, ვერ შეძლო ინოვაციების განხორციელება და ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდა.ევროპული ერები სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდებოდნენ მოწინააღმდეგე ძალებისგან მომდინარე ენერგიასა და იმპორტზე. ევროკავშირის პრინციპები ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით იარაღად იქცა, რათა ევროპა არაასიმილირებული უცხოელი მიგრანტების ტალღებით დატბორილიყო, რამაც გააქარწყლა კულტურის, საზოგადოებისა და ისტორიის კავშირები, რომლებიც ისტორიულ პოლიტიკურ წყობილებას უნარჩუნებდა. ამასობაში, ელიტამ დაიწყო გლობალიზმისა და პანჰუმანიზმის სულ უფრო რადიკალური კონცეფციების მხარდაჭერა, რამაც ისინი მიიყვანა დასავლური ცივილიზაციის ძირითადი პრინციპების, როგორიცაა დასავლური რწმენა და ღირებულებები, ეროვნული სუვერენიტეტი, თავისუფალი გამოხატვა, თავისუფალი ბაზარი და სახელმწიფოებრივი წყობილების რწმენა, უარყოფასა და ძირის გამოთხრამდე“, – ნათქვამია დოკუმენტში.დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროპის დასუსტება აშშ-ის ინტერესებში არ შედის.სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით, დროა, ევროპულმა ერებმა გამოიღვიძონ, საკუთარი უსაფრთხოების დაცვა და ეკონომიკური განვითარება შეძლონ.„დროა, ევროპულმა ერებმა გამოიღვიძონ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ აჩვენა, რომ ევროპა კვლავ სერიოზული უსაფრთხოების საფრთხეების წინაშე დგას და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხელახლა მილიტარიზაცია უნდა განახორციელოს. ანალოგიურად, ჩინეთის ეკონომიკურმა იძულებამ აჩვენა, რომ ევროპულმა ქვეყნებმაც უნდა განახორციელონ რეინდუსტრიალიზაცია და დერეგულაცია, რათა უზრუნველყონ თავიანთი ეკონომიკური მომავალი. და ბოლოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სოციალური კეთილდღეობის კრახმა გამოავლინა, რომ მათ უნდა მიატოვონ მასობრივი მიგრაციის კატასტროფული ექსპერიმენტი. ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დაიბრუნონ ძალა, რათა დარჩნენ შეერთებული შტატების სასარგებლო პარტნიორები. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ევროპული ერები, რომლებიც სამხედრო თვალსაზრისით ქმედითუნარიანები, ეკონომიკურად სამართლიანები და კულტურულად ჰარმონიულები არიან. თვითკმარი და თავდაჯერებული სახელმწიფოების ეს ახალი ჯგუფი დაიცავს როგორც გაუცხოებისგან, ასევე დაცემისგან, აღადგენს განახლებულ ტრანსატლანტიკურ ცივილიზაციურ ალიანსს, რომელიც შეესაბამება დღევანდელ გამოწვევებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რუსეთი და ირანი რეშტ-ასტარის სარკინიგზო მაგისტრალის ბოლო მონაკვეთის მშენებლობას პირველ აპრილს დაიწყებენ

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის და რუსეთ-ირანის სამთავრობათაშორისო კომისიის თანათავმჯდომარის, სერგეი ცივილევის განცხადებით, პირველ აპრილს რუსეთი და ირანი ხელს მოაწერენ შეთანხმებას „ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის“ (ISTC) დასავლეთ მარშრუტზე რეშტ-ასტარის რკინიგზის ბოლო აუცილებელი მონაკვეთის მშენებლობის დაწყების შესახებ.ცივილევის თქმით, რუსეთმა და ირანმა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის ნაწილად რეშტ-ასტარის რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა საკითხი შეიმუშავეს, მათ შორის არის მიწის რეგისტრაცია და შეღავათების მიღება.„ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი არის“ 7 200-კილომეტრიანი მულტიმოდალური მარშრუტი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდან ინდოეთის ქალაქ მუმბაის პორტამდე.2023 წლის მაისში რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს დერეფნის დასავლეთის მარშრუტის ბოლო აუცილებელი მონაკვეთის – ირანში რეშტ-ასტარის მონაკვეთის – დასრულების შესახებ. პროექტის საერთო ღირებულება 1.6 მილიარდი ევროა, მათ შორის 1.3 მილიარდი ევროს კრედიტი რუსეთიდან, დანარჩენი კი ირანიდან.

ბოლო სიახლეები