სამშაბათი, აგვისტო 5, 2025

„წავიდა მის უსაყვარლეს შვილთან, ელენიკოსთან…“ – კირა ანდრონიკაშვილი ელდარ შენგელაიაზე

მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც მამიდაშვილის, გენიალური რეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალებას ეხმაურება.

„გარდაიცვალა ჩემი უძვირფასესი მამიდაშვილი და გენიალური რეჟისორი ელდარ შენგელაია – მან საკუთარი შემოქმედებით და ცხოვრებით თავად თქვა მის შესახებ და გენიალურად მოყვა ქართველების ამბავი… ჩვენი ქვეყნის კულტურა გააცნო მთელს მსოფლიოს. და ბოლოს წავიდა მის უსაყვარლეს შვილთან, ელენიკოსთან…
მადლობა ელდარ ყველაფრისთვის, მე ყოველთვის ვამაყობდი შენით…“, – წერს კირა ანდრონიკაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მსოფლიოში ცნობილი ქართველი რეჟისორის და საზოგადო მოღვაწის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქართული კინოს კორიფეს, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული შემოქმედის, დიდი ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო.ელდარ შენგელაიას ფილმები: „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“ და მრავალი სხვა დღესაც აქტუალურია, ასახავს ერის ხასიათს და იმ სულიერ ღირებულებებს, რომელთა დაცვისა და გადარჩენისთვის ბატონი ელდარი მთელი ცხოვრება იღწვოდა.განსაკუთრებით აღსანიშნავია ელდარ შენგელაიას თანამშრომლობა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან. ეს იყო გენიალური შემოქმედებითი ტანდემი, რომელმაც ქართული კინემატოგრაფი მსოფლიოში ცნობილი გახადა თავისი უნიკალური ენით, იუმორითა და სიღრმით. მათი შემოქმედება უკვე ქართული კინოს ოქროს ფონდი და ერის კულტურული მემკვიდრეობაა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით ვუსამძიმრებ ბატონ ელდარ შენგელაიას ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს, ვისთვისაც იგი დარჩება მარად ცოცხალ მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნება იქცეს ერის რწმენისა და ღირსების სარკედ.ელდარ შენგელაიას სახელი და ღვაწლი ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა“, - ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმრის წერილში.ინფორმაციისთვის: ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრესინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმიდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

მზია ამაღლობელი – საპროცესო შეთანხმების შეთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია – არა და ვერ მოვაწერ ხელს ამ შეთანხმებას, რადგან, რაც მოხდა, არ...

საპროცესო შეთანხმების შეთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელია და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია, - ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.ამაღლობელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ ყოფილა.“პირველი, რაზეც უნდა ვისაუბრო, პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმებაა. სადაც მე ვარ გამოკეტილი, იქ საპროცესო გარიგება მართლაც ღვთის წყალობა, თუმცა ადვოკატებმა ჩემი პოზიცია ვერ გაახმოვანეს - ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო შეთანხმებას, შემოთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა ბოროტებაა, რა სამართალია არ ვიცი. შვიდი თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაპატიმრების პირველივე დღიდან, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან... მგონია, კანონში არსებობს ჩემ ქმედებაზე - სილის გაწვნაზე ადეკვატური მუხლი.ათამდე გამომძიებელმა ისე შეკრა და მოიტანა საქმე სასამართლოში, კითხვა არ დაუსვამთ და ჩემი აზრით, არ დაინტერესებულან. გამომძიებლებს პროფესიული კითხვები რომ დაესვათ და მიკერძოებული გამოძიება არ ჩაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით სასამართლოში არ შემოვიდოდა. შემპირდა ბრალდებას 4-დან 7 წლამდე და პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. ახლა სასამართლოს დრო დადგა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩემ საქმეზე თუ რა სასჯელი მემუქრება”,- განაცხადა მზია ამაღლობელმა.

თეა წულუკიანი – კომისიის დასკვნაში თავმოყრილია ყველა ფაქტი, რომელსაც ჩადიოდნენ „ნაცმოძრაობა“, სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები, დოკუმენტი, პირველ რიგში, ამით არის მნიშვნელოვანი

„2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე კომისიის მუშაობის ეტაპები შეაჯამა.წულუკიანმა ასევე განმარტა, რას დაეფუძნენ დასკვნის შედგენის დროს და რა პრინციპით მუშაობდნენ.„მინდა, შევაჯამო ის ეტაპები, რომლებიც ყველამ ერთად გავიარეთ. 5 თებერვლის შემდეგ, დღევანდელი სხდომის ჩათვლით, ჩვენ გავმართეთ 46 სხდომა, გამოვკითხეთ 139 პირი, მათ შორის ორჯერ გამოიკითხა ოთხი პირი. ერთი გასვლითი შეკრება, ვიზიტი გვქონდა ხონში, სადაც მოვინახულეთ ყოფილი მე-13 სასჯელაღსრულების დაწესებულება. დასკვნის შედგენის დროს დავეფუძნეთ გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებებს, განცხადებებს, რომელთა ოდენობაც, დღეის მდგომარეობით, არის 775, განცხადებებში მოყვანილ ინფორმაციებსა და ფაქტებს. ასევე ჩვენ შევისწავლეთ ყველა საერთაშორისო ანგარიში თუ შეფასება, რომელიც ეხებოდა საკვლევ თემებს მოცემულ პერიოდში. დასკვნის შედგენისას ასევე დავეფუძნეთ ეროვნული, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და განაჩენებს, ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს, რომლებიც გამოცემული იყო მოცემულ პერიოდში და საკვლევ საკითხებს ეხებოდა. დასკვნა არის 400-გვერდიანი, უფრო ზუსტად, 430 გვერდია. გვერდების რაოდენობაში არ შედის დანართების ნუსხა, რომელიც რამდენიმე ათეულ გვერდს მოიცავს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „დასკვნა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმით, რომ მასში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი, ქმედება, რომელსაც ჩადიოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით“.„ამ დოკუმენტს როდესაც გაეცნობა ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად ასაკისა, ნახავს, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, როგორი იყო ფაქტები. დიდი იმედი მაქვს, ახალგაზრდებიც გაეცნობიან მას. დასკვნაში არ არის მხოლოდ რომელიმე წევრის ან კომისიის შეფასებები, არამედ დოკუმენტში თავმოყრილია, ქრონოლოგიურად არის ჩვენი უახლესი ისტორიის შესატყვისი ფაქტები, ინფორმაციები. ეს არის საკუთრივ ამ დოკუმენტის ღირებულება. იმედი მაქვს, მოცემული დოკუმენტი გამოადგება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად, ასევე შესაბამის სასამართლოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან, ნამდვილი ანალიზი, კვლევა აწარმოონ და თავიანთი სამშობლოს, სახელმწიფოს ინტერესებისთვის გამოიყენონ. ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობს, გაძლიერება სჭირდებათ და ეს მასალა გამოადგებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.წულუკიანმა ასევე განმარტა, რა თემებს შეეხება საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

თინა ბოკუჩავა – „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გუნდთან ერთად შექმნა თანამედროვე სახელმწიფო, ყოველთვის იქნება ქვეყნის გადარჩენის ბრძოლის ავანგარდში

ღალატის კომისიის თითოეული წევრი მეორე თაობის საბჭოთა ჯალათთან, თეა წულუკიანთან ერთად დაისჯება, პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დიახ, ღალატის კომისიის თითოეული წევრი აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ეს ძალიან მალე მოხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, ეს არის საქართველოს ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისია.„ეს არის კომისია, საქართველოს ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისია. ეს არის კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საქართველოს დადანაშაულებას ომში, არამედ იმდროინდელი უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას, რომელიც სწორედ პუტინის დაკვეთით დღესაც იხდის სასჯელს, რომ შექმნა თანამედროვე, წარმატებული ქართული სახელმწიფო და ეს სახელმწიფო არ დაუთმო მტერს 2008 წელს. დიახ, ეს არის პუტინის დაკვეთით, რუსეთის დაკვეთით შექმნილი რუსული კომისია რუსული ამოცანების და რუსული მიზნების შესასრულებლად, ეს არის ღალატის კომისია, რომლის თითოეული წევრი და არამხოლოდ, მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი – თეა წულუკიანი, თითოეული წევრი დაისჯება და პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დიახ, ღალატის კომისიის თითოეული წევრი აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ეს მოხდება ძალიან მალე ქართველი ხალხის მიერ მოტანილი ცვლილებების შედეგად, რომელსაც მოვიტანთ, დიახ, მშვიდობიანი რევოლუციით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სიტყვა „რევოლუციის“ ძალიან ეშინია და სწორადაც ეშინია, რადგან ნამდვილი სახალხო რევოლუცია არის ხალხის კონსოლიდაცია, ხალხის ერთიანობა და ხალხის ძალის მოქმედებაში მოყვანა.„ეს არის ნამდვილი სახალხო რევოლუცია, ერთი ქალის რევოლუციაა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ – მზია ამაღლობელის, რომლის ბრძოლა, გაუტეხელობა ნამდვილად იქცა ამ ბრძოლის სიმბოლოდ და რომლის სიჩუმე ხანდახან ყველა ყვირილზე უფრო ხმამაღალია. ძალიან საგულისხმოა, რომ სწორედ დღეს ერთ-ერთი ამ ბრძოლის სიმბოლოს განაჩენი დაამთხვია ივანიშვილის რეჟიმმა მისი წარმოდგენით განაჩენს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეიგნონ ივანიშვილმა და მისმა ამფსონებმა – უსამშობლო, უღირებულებო მონებო, ფულზე დახამებულებო, ვერასოდეს შეიგრძნობთ სამშობლოს სიყვარულის ძალას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იქნება ქართული სახელმწიფოს გადარჩენის ბრძოლის ავანგარდში, მთავარი ფლაგმანი იქნება და მოიტანს ცვლილებებს ქვეყნისთვის ქართველ ხალხთან ერთად.„„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გუნდთან ერთად შექმნა თანამედროვე სახელმწიფო, ყოველთვის იქნება ქართული სახელმწიფოს გადარჩენის ბრძოლის ავანგარდში, ყოველთვის იქნება ამ ბრძოლის მთავარი ფლაგმანი და რაც არ უნდა წეროს და იკითხოს მეორე თაობის საბჭოთა ჯალათმა, თეა წულუკიანმა, სწორედ ეს ძალა მოიტანს ცვლილებებს ჩვენი ქვეყნისთვის ქართველ ხალხთან ერთად. „ნაციონალური მოძრაობა“ ვართ ადამიანების გუნდი, რომლებსაც გვაერთიანებს იდეა – ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი, წარმატებული, ევროპული, ქართული სახელმწიფოს იდეა და ქართული სახელმწიფოს იდეა უკვდავია, მარადიულია. მას ვერაფერი დააკლო პუტინმა და ვერაფერს დააკლებენ ივანიშვილის მონები. დღევანდელი დასკვნა ვერაფერს დააკლებს ჩვენს საერთო ბრძოლას, ეს არის სამშობლოს მოღალატეების საბრალდებო დასკვნა, განაჩენი, რომელთა მოღალატეობრივ მმართველობას აუცილებლად დაამხობს ქართველი ხალხი. ამ ბრძოლაში ყველაზე სანდო, საიმედო, ძლიერი და უღალატო ქართველი ხალხის იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ვერ დაშალა, ვერ გატეხა, ასე იყო სულ, ასე არის დღეს და ასე იქნება ქართველი ხალხის გამარჯვებამდე. თავისუფლება მიშას, თავისუფლება მზიას, თავისუფლება ნინოს და თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სოზარ სუბარი – კომისიის დასკვნა თავის საქმეს გააკეთებს უახლესი ისტორიის შეფასებისა და პრევენციისთვის, რომ არასდროს გაეხსნას გზა ისეთ დამნაშავე ხელისუფლებას, როგორიც იყო 2004-2009 წლებში

კომისიის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წარსულის შეფასებისთვის, არამედ პრევენცისთვის, რომ მომავალში არასდროს განმეორდეს მგავსი რამ, არ გაეხსნას გზა მსგავს დამნაშავე ხელისუფლებას, როგორც 2004-2009 წლებში იყო, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.სუბარმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დასკვნაზე მუშაობდა, განსაკუთრებულად კი – კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს.„ნამდვილად უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა, ძალიან დიდი იყო მოლოდინი საზოგადოებაში. მგონია, რომ ეს მოლოდინი აისახა. აქ ვართ ადამიანები, რომლებმაც თითქოს ეს ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ როცა ვუსმენდით იმ ადამიანებს, დაზარალებულებს, თითოეული ჩვენგანისთვისაც იმდენად მძაფრი იყო განცდა, რომ ის საშინელება ისევ ცოცხლდებოდა. ამ ყველაფრის ემოციის გარეშე მოსმენა წარმოუდგენელი იყო. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად არის ასახული დასკვნაში. რა თქმა უნდა, ადამიანური განცდა დაწერილ ტექსტში ვერ გადმოვა, მაგრამ ფაქტები ასახულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წარსულის შეფასებისთვის, არამედ პრევენცისთვის, რომ მომავალშა ირასდროს განმეორდეს მგავსი რამ, არ გაეხსნას გზა მსგავს დამნაშავე ხელისუფლებას, როგორც 2004-2009 წლებში იყო. დიდი მუშაობა ჩატარდა კომისიის თითოეული წევრის, დამხმარე პერსონალის, აპარატის მხრიდან, მაგრამ მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა თეა წულუკიანს. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში, თითოეულ ამ საქმესთან უშუალო შემხებლობა, ის უსმენდა ყველა მხარეს, დაზარალებულებსაც, სახელმწიფოს პოზიციასაც, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, პოზიციაც არ ერქვა. ასევე, აქვს გამოცდილება იუსტიციის მინისტრის პოსტზე, როდესაც კიდევ ერთხელ ჰქონდა ამ საქმეებთან შეხება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი და მისი გუნდის თავდაუზოგავი შრომა, რომ საქართველოს გაემარჯვა საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის ომთან დაკავშირებულ დავებში. სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები გახდა საქართველოს გამარჯვების ერთადერთი გარანტი. ერთადერთს ვამბობ, რადგან ეს არის მტკიცებულებები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გამქრალი იყო წინა ხელისუფლების პერიოდში. ან, რაც გამქრალი არ იყო, მიმოფანტული იყო. ამისთვის დასჭირდა ტიტანური შრომა.მსგავსი შრომა რომ ჩაეტარებინა წინა ხელისუფლებას, მაშინ იგივე ტალიავინის დასკვნა სხვანაირი იქნებოდა, ტალიავინის დასკვნა რომ სხვანაირი ყოფილიყო, განსხვავებული იქნებოდა ფორმულირებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ჩვენ, უბრალოდ, მოვალე ვიყავით, აგვესახა დასკვნაში იმ ფორმით, რა ფორმითაც იქ იყო. განსხვავებულად რომ ემუშავა მაშინდელ ხელისუფლებას, საქართველო არ წააგებდა იმ ერთადერთ საერთაშორისო სასამართლოს ომთან დაკავშირებით, რომელიც წავაგეთ ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს – ეს არის გაერო-ს მართლმსაჯულების სასამართლო, რადგან საერთოდ მტკიცებულებები არ იქნა წარდგენილი. კომისიის დასკვნა რომ ყოფილიყო ისეთი, როგორის არის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თეა წულუკიანის მრავალპროფილიანი გამოცდილება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასკვნა არის მაღალპროფესიონალური, დასაბუთებული და თითოეული სიტყვის უკან დგას უამრავი ფაქტი, წყარო. მადლობა კომისიის თითოეულ წევრს და ყველა ადამიანს, ვინც გვერდით გვედგა ამ ხნის განმავლობაში. განსაკუთრებით იმ ხალხს, რომელმაც უმძიმესი პერიოდი გაიარა და თითოეული მათგანისთვის  წარმოუდგენლად მძიმე იყო აქ მოსვლა, კიდევ ერთხელ გახსენება ტკივილის, წამების, სისასტიკის. მათ საკუთარ თავს აჯობეს და მოვიდნენ, რომ საზოგადოებას სცოდნოდა სიმართლე. მგონი, ეს დასკვნა თავის საქმეს გააკეთებს საქართველოს უახლესი ისტორიის შეფასებაში“, – განაცხადა სუბარმა.

ბოლო სიახლეები