კვირა, ივნისი 15, 2025

ძლიერი წვიმა, სეტყვა და წყალდიდობა – თურქეთში სტიქიას ებრძვიან

ძლიერი წვიმა, სეტყვა და წყალდიდობა – თურქეთში, ქალაქ კონიასა და მის მიმდებარე სოფლებში სტიქიას ებრძვიან. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ძლიერმა წვიმამ ქალაქში წყალდიდობა გამოიწვია, სოფლებში კი მეწყერი. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და კორპუსები.

მედიის ცნობით, ძლიერი წვიმა სეტყვაში გადაიზარდა, რამაც ავტომობილები დააზიანა. ქალაქში წაქცეულია ხეებიც. სამაშველო ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

წყალდიდობის გამო, კონიაში დაიტბორა გზები, შეფერხდა მოძრაობა და მოხდა ავარიები. მედიის ცნობით, მიწისქვეშა გადასასვლელები წლით აივსო.

ძლიერი ქარის შედეგად, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ზოგიერთი საცხოვრებელი სახლის სახურავები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანში რეჟიმის ცვლილება შეიძლება იყოს ისრაელის სამხედრო იერიშის შედეგი

ირანში რეჟიმის ცვლილება შეიძლება იყოს ისრაელის სამხედრო იერიშის შედეგი. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.„ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს შედეგი, რადგან ირანის რეჟიმი ძალიან სუსტია. ვფიქრობ, მას ძირითადად რჩება ორი რამ – მისი გეგმა, ჰქონდეს ატომური ბომბები და ბალისტიკური რაკეტები. ეს არის ძირითადად ის, რაც ირანს აქვს. მათ, რა თქმა უნდა, არ ჰყავთ ხალხი. ხალხის ოთხმოცი პროცენტი გამოაგდებდა ამ თეოლოგიურ ყაჩაღებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისინი ვერ დაუშვებენ, რომ მსოფლიოს ყველაზე საშიშ რეჟიმს მსოფლიოში ყველაზე საშიში იარაღი ჰქონდეს.„ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც აუცილებელია ჩვენი ორმაგი მიზნის მისაღწევად, აღმოვფხვრათ ორი ეგზისტენციალური საფრთხე – ბირთვული საფრთხე და ბალისტიკური რაკეტების საფრთხე“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.რაც შეეხება ირანზე იერიშს, ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმირებული იყო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.„ის ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ და გავუზიარეთ შეერთებულ შტატებს, სრულიად ნათელი იყო. სრულიად ნათელი იყო, რომ ირანი მუშაობდა ურანის იარაღად გარდაქმნის საიდუმლო გეგმაზე. ისინი ძალიან სწრაფად მიდიოდნენ წინ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ჩვენ ვართ სინათლე! – მოქალაქეებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

მოქალაქეებმა გზად აქცია-პერფორმანსი გამართეს. ევროპული მომავლის მცველებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს. სახეზე ნიღბები გაიკეთეს და დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ ხელში ანთებული ჩირაღდნებით გაემართნენ.

„როიტერი“ – ისრაელი აიათოლა ალი ხამენეის მოკვლას გეგმავდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო

ისრაელი ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლას გეგმავდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო, – ამის შესახებ „როიტერთან“ რამდენიმე ანონიმურმა წყარომ განაცხადა.„მოკლეს თუ არა ირანელებმა რომელიმე ამერიკელი? არა. ვიდრე ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმის შესახებ საუბარსაც კი არ ვიწყებთ“, – ამბობს ერთ-ერთი წყარო „როიტერთან“.ანონიმური წყაროს თქმით, ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ მათ ირანის უზენაესი ლიდერის მოკვლის შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ ტრამპმა ეს გეგმა უარყო. აცნობა თუ არა ტრამპმა ეს გადაწყვეტილება ნეთანიაჰუს პირადად, უცნობია, თუმცა ორივე ლიდერი აქტიურ კომუნიკაციაში არიან ერთმანეთთან. ასევე, მუდმივ კომუნიკაციაში არიან ამერიკელი და ისრაელელი მაღალჩინოსნებიც, მას შემდეგ, რაც ისრაელმა მასშტაბური თავდასხმა განახორციელა ირანზე.ამ საკითხზე „როიტერის“ ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც. პრემიერ-მინისტრმა თავი შეიკაავა პასუხის გაცემისგან. „ამ დეტალებს არ ჩავუღრმავდები“, – თქვა ნეთანიაჰუმ.მანამდე ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ აშშ ცდილობს, დამალოს თავისი როლი ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმაში, მაგრამ ის, რასაც ხედავენ, ხორციელდება ვაშინგტონის პირდაპირი მხარდაჭერით.

ირანიდან ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს | ინფორმაცია ტელეგრამ-არხებში ვრცელდება

მთელი ისრაელის მასშტაბით საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა დაიწყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ცახალი” წერს.ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი უკვე მესამე დღეა გრძელდება. ისრაელმა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყა, რის შემდეგაც ირანმა ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა დაიწყო.

კვარაცხელია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობიდან იწყებს

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება. მატჩი 23 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობები გამოაქვეყნეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ხვიჩა შეხვედრას სასტარტო თერთმეტეულში იწყებს.

ბოლო სიახლეები