,,ძვირფასო ჟურნალისტებო, დიდი ხანია მივხვდით რომ ყველაფერს კადრულობთ რეიტინგისა და აპოკალიფსის მისაღწევად, მაგრამ იქნებ ერთი რამ მაინც გაითვალისწინოთ – თითქმის ყველას გვყავს ოჯახის წევრი ქვეყნის გარეთ და ისედაც ძალიან განვიცდით, რომ ერთად არ ვართ. თქვენი გამუქებული და ისტერიკაში გადასული გაშუქება უფრო მალე მოკლავს ბევრ მშობელს, ვიდრე კორონა. თავის მოკატუნებას, პეპლებს და იავნანას არავინ გთხოვთ, უბრალოდ, იქნებ ერთი ხელის მოსმით ნუ გვამცნობთ ევროპის ამოჟლეტვას და მისი მოსახლეობის შეუქცევად გადაშენებას”-სოციალურ ქსელში წერს ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი .